სობატი (ინგლ. Sobat, არაბ. النيل الاصفر, მეორენაირად ბაჰრ-ელ-ასფარი) — მდინარე სამხრეთ სუდანში, თეთრი ნილოსის მარჯვენა შენაკადია (მასში ჩაედინება ქალაქ მალაკალის ახლოს).

სობატი
ქვეყანა სამხრეთ სუდანის დროშა სამხრეთი სუდანი
სათავე მდინარეების ბაროსა და პიბორის შეერთების ადგილი
სიგრძე 306 კმ
აუზის ფართობი 225 000 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} სობატი ვიკისაწყობში

გეოგრაფია

რედაქტირება

სობატის მდინარე იქმნება ბაროსა და პიბორის შეერთების ადგილას[1] სამხრეთ სუდანისა და ეთიოპიის საზღვარზე. მიედინება ჩრდილო-დასავლეთისკენ მთიანი ადგილებისა და სავანების გავლით. უერთდება თეთრ ნილოსს ქალაქ მალაკალიდან სამხრეთ-დასავლეთით. მდინარის სიგრძე შეადგენს 306 კმ-ს[1] (ყველაზე გრძელ შენაკადთან ერთად — დაახლოებით 730 კმ). აუზის ფართობია — 250 ათასი კმ²[1]. წყლის მაქსიმალური ხარჯია ნოემბერში, საშუალო ხარჯი — 412 მ³/წმ. ზაფხულის წვიმების პერიოდში გემების ცურვა შესაძლებელია ქალაქ ნასირიდან.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 The river Nile. mwri.gov.eg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-03. ციტირების თარიღი: 2014-09-04.