მალაიზიელი ქალები
მალაიზიელი ქალები — მალაიზიაში ქალები იღებენ მხარდაჭერას მალაიზიის მთავრობისგან დაწინაურების, გადაწყვეტილების მიღების, ჯანმრთელობის, განათლებისა და კეთილდღეობის უფლებებთან და სამართლებრივი ბარიერების მოხსნასთან დაკავშირებით. მალაიზიის მთავრობამ ეს მხარდაჭერა უზრუნველყო 1997 წელს ეროვნული ერთიანობისა და სოციალური განვითარების სამინისტროს (ადრე ცნობილი როგორც ქალთა სამდივნოს 1993 წელს) და 2001 წლიდან ქალთა საქმეთა სამინისტროს შექმნის გზით.
მალაიზიელი ქალების 47% სამუშაო ძალას შეადგენენ (მუშაობენ ან ეძებენ სამუშაოს).[1]
ქალთა უფლებები
რედაქტირებამალაიზიამ რატიფიცირება მოახდინა კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1995 წლის აგვისტოში, დათქმებით.[2] ზოგიერთი დათქმა მოიხსნა 2010 წელს, მაგრამ ზოგიერთი შენარჩუნდა, რადგან ამტკიცებდნენ, რომ ეს მუხლები ეწინააღმდეგებოდა მალაიზიის კონსტიტუციას და შარიათის კანონებს. ქალთა სტატუსი ქვეყანაში რთულია და ნაწილობრივ დამოკიდებულია, როგორც მათ რელიგიაზე და ასევე მათ ადგილსამყოფელზე (მალაიზიის შტატებში ან ფედერალურ ტერიტორიებზე). ქალთა უფლებების საკითხი ქვეყანაში იდეოლოგიური უთანხმოების საგანია ისლამის კონსერვატიულ მიმდევრებს, ლიბერალურ მორწმუნეებსა და სეკულარულ მოძრაობებს შორის.[3][4]
ისლამური კანონი
რედაქტირებაშარიათი მამაკაცებს საშუალებას აძლევს ჰყავდეთ რამდენიმე ცოლი და აძლევს უფლებას მემკვიდრეობის დიდ ნაწილზე. არამუსლიმი და მუსლიმი ქალები ოთხ შტატში თანაბარი მშობლის უფლებებით სარგებლობენ. ქალების დისკრიმინაცია სამსახურში შეიძლება რეალურად მოხდეს, მაგრამ არა კანონმდებლობის შედეგად. კედას შტატში შემსრულებლებს შეუძლიათ მხოლოდ ქალი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა.[5]
სექსუალური შევიწროება
რედაქტირებამალაიზიაში სექსუალური შევიწროება, როგორც ეს განსაზღვრულია 1955 წლის დასაქმების აქტში, არის „ნებისმიერი არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, სიტყვიერი, არავერბალური, ვიზუალური, ჟესტიკულური ან ფიზიკური, მიმართული პირის მიმართ, რომელიც არის შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან მუქარა მის მიმართ“.[6] კანონი არ განასხვავებს მამაკაცებსა და ქალებს, შესაბამისად სექსუალური შევიწროება შეიძლება ჩაიდინოს ქალმა მამაკაცის მიმართ ან პირიქით.
სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების ან დამსაქმებლის მხრიდან თანამშრომლის მიმართ არასათანადო ქცევის პირველი დაფიქსირებული შემთხვევები 1939 წლით თარიღდება, მაშინ როცა მალაიზია ჯერ კიდევ ბრიტანეთის კოლონიური მმართველობის ქვეშ იყო. ინდოეთის ასოციაციამ „Klang“ მოაწყო გაფიცვა, რათა დაეგმო ევროპელებისა და „შავი ევროპელების“ მიერ ქალი მუშების შევიწროება. 1950 წელს, პერაკში მდებარე პანავან კარუპიას სამკვიდროში, 106 ქალი და მამაკაცი, რომლებიც კაუჩუკის აგროვებაზე მუშაობდნენ, გაიფიცნენ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ.[7]
სექსუალური შევიწროება ჩვეულებრივი მოვლენაა და მისი შემთხვევის შესამცირებლად, მალაიზიის რკინიგზამ 2010 წელს მატარებლებში შემოიტანა ვარდისფერი ვაგონები მხოლოდ ქალებისთვის.[8] 2010 წლიდან კუალა-ლუმპურს ასევე აქვს ავტობუსები მხოლოდ ქალებისთვის.[8]. 2011 წელს მთავრობამკუალა-ლუმპურის რაიონში მხოლოდ ქალთა ტაქსის სერვისის მომსახურება დაიწყო. გამოძახებით მოსული ტაქსები დაკომპლექტებულია ქალი მძღოლებით.[9]
ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება
რედაქტირებაქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება (FGM) გამოიყენება მალაიზიაში და დადგენილია, რომ მუსლიმური ოჯახებიდან ქალების 90%-ზე მეტი ექვემდებარება ამ პრაქტიკას.[10][11] FGM-ის განხორციელების მიზეზები მოიცავს რელიგიურ ვალდებულებებს, ჰიგიენურ და კულტურულ პრაქტიკებს და რწმენას, რომ ეს ხელს უწყობს თავიდან აიცილონ ქორწინებამდე სექსი.[11][12] თუმცა, FGM-ის პროცედურა, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში, არ არის ისეთი მძიმე, როგორც მსოფლიოს სხვა ნაწილებში, როგორიცაა ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკა, და გავრცელებული ინფორმაციით, მოიცავს მხოლოდ მცირე ნაწილის მოკვეთას.[11][13] თუმცა, ამ პრაქტიკის მასშტაბები ბოლომდე არ არის ცნობილი და ძირითადად დაფუძნებულია მონათხრობსა და ანთროპოლოგიურ კვლევებზე, რადგან ეროვნული ჯგუფების ანგარიშები ან დოკუმენტური მტკიცებულებები არ არის ნაპოვნი.[14][15] FGM ფართოდ განიხილება, როგორც რელიგიური ვალდებულება. 2009 წელს მალაიზიის ისლამური რელიგიის საკითხთა ეროვნული საბჭოს კომიტეტმა დაადგინა, რომ FGM სავალდებულოა მუსლიმი ქალებისთვის, მაგრამ მისი მავნე ფორმები თავიდან უნდა იქნას აცილებული.[16]
ოჯახური ძალადობა
რედაქტირებამალაიზიაში ქალებს აქვთ გარკვეული დაცვის მექანიზმი ოჯახში ძალადობისგან, მათ შორის 1994 წლის ოჯახური ძალადობის აქტი.[17] სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ქალებს შეუძლიათ დაადანაშაულონ ქმრები ძალადობაში, როგორიცაა ფიზიკური ძალადობა ან მუქარა. ერთადერთი სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც არ ექვემდებარება ოჯახურ პასუხისმგებლობას, არის გაუპატიურება (მუხლი 375). ცოლ-ქმრული „გაუპატიურება“ თავისთავად უკანონო არ არის, მაგრამ მამაკაცი, რომელიც „ემუქრება სიკვდილით ან ზიანს აყენებს ცოლს ან სხვა პირს სქესობრივი კავშირის დასამყარებლად“ ჩადის დანაშაულს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით.[18] ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მალაიზიაში 15 წელზე უფროსი ასაკის ქალების 39%-ზე მეტმა განიცადა ფიზიკური ძალადობა პარტნიორისგან .[19] ოჯახური ძალადობა სულ უფრო ხშირად განიხილება, როგორც საზოგადოების პრობლემა: Women's Aid-მა გახსნა SMS დახმარების ხაზი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის.[20]
არსებობს უთანხმოება იმის შესახებ, თუ რომელი კანონები არეგულირებს ოჯახში ძალადობას: 1994 წლის კანონი ოჯახური ძალადობის შესახებ თუ სისხლის სამართლის კოდექსი.[21] არსებობს სამართლებრივი ტერმინების განსხვავებული ინტერპრეტაციები, როგორ უკავშირდება ოჯახში ძალადობა ქორწინების კანონებს, რომლებიც ცოლს ავალდებულებს დაემორჩილოს ქმრის კანონიერ მოთხოვნებს და ასევე როგორ უკავშირდება 1994 წლის ოჯახური ძალადობის აქტი სისხლის სამართლის კოდექსსა და ისლამურ კანონს. არსებობს კამათი იმაზე, თუ რა სახის იძულება შეიძლება გამოიყენოს ქმარმა, რათა აიძულოს ცოლი შეასრულოს თავისი მოვალეობები. ვარაუდობენ, რომ თუ ცოლს კანონით მოეთხოვება დაემორჩილოს ქმრის მოთხოვნებს, ამ კონკრეტული ნაწილის გამოყენება შეუძლებელია, ამ შემთხვევაში „ძალა“ ან „მუქარა“ არ ჯდება ოჯახში ძალადობის ამ კანონის განმარტებაში. თუმცა, „ძალის“ ან „საფრთხის“ განსხვავებული ინტერპრეტაცია შესაძლებელია, რადგან მათზე აკრძალვა ჯერ კიდევ არსებობს.[17] მალაიზიის მიდგომა ოჯახში ძალადობის მიმართ გააკრიტიკეს, როგორც სუსტი, რომელიც პოტენციურად ქმნის პრობლემურ სამართლებრივ ხარვეზებს.[21]
მალაიზიაში ქალებს აქვთ შეზღუდვები ქორწინებაში, თუმცა მათი ზოგიერთი უფლება დაცულია. ისლამური საოჯახო კანონის მიხედვით, ქმრის მიერ ცოლის რჩენა მის მორჩილებაზეა დამოკიდებული.
მალაიზიაში ზოგიერთი ქალი და გოგონა გახდა სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი.[22][23] ისინი აიძულეს დაკავებულიყვნენ პროსტიტუციით და ქორწინებაში შესულიყვნენ აზიასა და სხვა კონტინენტებზე მცხოვრებ მამაკაცებთან, იღებდნენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შეურაცხყოფას.[24]
განათლება
რედაქტირება2010 წლის შეფასებით 15 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში,[25] ქალებში წიგნიერების მაჩვენებელი უფრო დაბალია (90.7%) მამაკაცებთან შედარებით (95.4%) მალაიზიამ ბოლო წლებში ორივე სქესის განათლებაში ჩადი ინვესტიცია და შედეგად, ახლა უფრო მეტი გოგონა სწავლობს უნივერსიტეტებში.[26]
მალაიზიაში ქალების სტატუსის კრიტიკა
რედაქტირება2006 წელს ქალთა უფლებების აქტივისტმა მარინა მაჰათირმა აღწერა მალაიზიაში მუსლიმი ქალების სტატუსი, როგორც აპართეიდის ქვეშ მყოფი შავკანიანი სამხრეთ აფრიკელების სტატუსი.[27][28] მარინას განცხადებები გაკეთდა ახალი ისლამური კანონის საპასუხოდ, რომელიც მამაკაცებს უფლებას აძლევს განქორწინდნენ ან ოთხი ცოლი იყოლიონ. კანონი ასევე აძლევდა ქმრებს მეტ ძალაუფლებას ცოლის ქონებაზე.[27] კონსერვატიულმა ჯგუფებმა, როგორიცაა მალაიზიის მუსლიმთა პროფესიონალების ფორუმი, გააკრიტიკეს მისი კომენტარები შარიათის კანონების შეურაცხყოფისთვის და მალაიზიაში ქალთა გამორჩეული როლის შელახვის გამო სხვა მუსულმანურ და/ან აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან შედარებით.[27]
2021 წლის ივლისში, ექვსმა მალაიზიელმა ქალმა შეიტანა სარჩელი მთავრობის წინააღმდეგ მოქალაქეობის შესახებ მოძველებული კანონების გამო, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქალების მოძალადე ურთიერთობებში ყოფნას და პოტენციურად ბავშვების მოქალაქეობის გარეშე დატოვებას. იურისტები ამბობენ, რომ მთავრობის წინააღმდეგ საქმეში გამარჯვება შეიძლება დაეხმაროს ათიათასობით ორნაციონალურ ოჯახს მოქალაქეობის მოპოვებაში და ასევე ზეწოლას მოახდენს სხვა ქვეყნებზე, შეცვალონ საკუთარი მოქალაქეობის შესახებ კანონები.[29]
2021 წლის 9 სექტემბერს მალაიზიის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მალაიზიელი დედების ჯგუფის სასარგებლოდ, რომლებიც ცდილობდნენ მოქალაქეობის მინიჭებას საზღვარგარეთ დაბადებული ბავშვებისთვის. მოსამართლემ დაადგინა, რომ მოქმედი მოქალაქეობის შესახებ კანონი თავისთავად დისკრიმინაციული იყო და უნდა იქნას გადახედილი სხვა კონსტიტუციურ დებულებასთან ერთად, რომელიც კრძალავს გენდერულ დისკრიმინაციას.[30]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Organisation Chart. Ministry of Human Resources. ციტირების თარიღი: 2017-06-09
- ↑ SUHAKAM report on UN CEDAW. SUHAKAM (2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-31. ციტირების თარიღი: 2020-10-28
- ↑ Margaret Alston; Aurangzaib Alamgir. (2012-06-26) Women's Rights in Malaysia. International Policy Digest. ციტირების თარიღი: 2017-06-09
- ↑ Jennifer Pak. (2011-08-26) Rise of strict Islam exposes tensions in Malaysia. BBC. ციტირების თარიღი: 2017-06-09
- ↑ Human Rights Report: Malaysia. US Department of State (2010). ციტირების თარიღი: 2013-01-20
- ↑ Источник. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-11. ციტირების თარიღი: 2023-11-24
- ↑ SUHAKAM. (2010) Suhakam's Report on the Status of Women's Rights in Malaysia. Human Rights Commission of Malaysia. ციტირების თარიღი: 2020-11-02
- ↑ 8.0 8.1 Women-only buses aim to halt sex harassment. NBC News (2010-12-02). ციტირების თარიღი: 2017-06-09
- ↑ Malaysia launches women-only taxis, hoping to reduce number of rape and robbery cases. Al Arabiya News (2011-11-27). ციტირების თარიღი: 2017-06-09
- ↑ #Malaysia. Stop FGM Middle East. ციტირების თარიღი: 2017-06-09
- ↑ 11.0 11.1 11.2 Female circumcision on the rise in Malaysia. The Express Tribune (2015-02-20). ციტირების თარიღი: 2017-06-09
- ↑ Knowledge and Acceptance on Female Circumcission. Faculty of Medicine and Health Sciences, Universiti Sains Islam Malaysia (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2017-06-09
- ↑ Sya Taha. (2013-03-12) "A Tiny Cut": Female Circumcision in South East Asia. The Islamic Monthly. ციტირების თარიღი: 2017-06-09
- ↑ Isa, Ab Rahman (1999). „The practice of female circumcision among Muslims in Kelantan, Malaysia“. Reproductive Health Matters. 7 (13). doi:10.1016/S0968-8080(99)90125-8.
- ↑ Rashid, Abdul (2019). „Female genital cutting in Malaysia: a mixed-methods study“. BMJ. 9 (4): e025078. doi:10.1136/bmjopen-2018-025078. PMID 30940756.
- ↑ Malaysia storm over female circumcision. ABC (2012-12-07). ციტირების თარიღი: 2017-06-09
- ↑ 17.0 17.1 Domestic Violence Act 1994 (Act 521). Wellesley Centers for Women (1997-01-20). ციტირების თარიღი: 2017-06-09
- ↑ Archived copy. ციტირების თარიღი: 2015-04-28
- ↑ Othman, Sajaratulnisah (2008-09-29). „Domestic violence management in Malaysia: A survey on the primary health care providers“. Asia Pacific Family Medicine. 7 (1): 2. doi:10.1186/1447-056X-7-2. ISSN 1447-056X. PMID 18973706.
- ↑ WAO introduces first SMS helpline for domestic abuse survivors. The Malay Mail (2014-05-23). ციტირების თარიღი: 2017-06-09
- ↑ 21.0 21.1 Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-22. ციტირების თარიღი: 2010-12-08
- ↑ Stop human trafficking in Malaysia, DAP MP tells gov't (2019-12-21). ციტირების თარიღი: 2023-11-24
- ↑ Rohingya women, girls being trafficked to Malaysia for marriage (2019-05-08). ციტირების თარიღი: 2023-11-24
- ↑ Educate the young about human trafficking (2019-02-12). ციტირების თარიღი: 2023-11-24
- ↑ The World Factbook – Malaysia. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-24. ციტირების თარიღი: 2017-06-09
- ↑ P. Aruna. (2013-05-28) Najib: Malaysia's investment in education without gender discrimination has yielded results. ციტირების თარიღი: 2017-06-09
- ↑ 27.0 27.1 27.2 Jonathan Kent. (2006-03-11) Malaysia 'apartheid' row deepens. BBC. ციტირების თარიღი: 2017-06-09
- ↑ Jonathan Kent. (2006-03-08) Malaysia women 'suffer apartheid'. BBC. ციტირების თარიღი: 2017-06-09
- ↑ hermesauto. (2021-07-14) Malaysian mothers fight government over 'sexist' citizenship law. ციტირების თარიღი: 2021-09-02
- ↑ Malaysia High Court Rules Women Can Pass on Citizenship to Foreign-Born Children | Voice of America - English (2021-09-09). ციტირების თარიღი: 2021-09-15