მაკედონიის ფლორა
მაკედონიის რესპუბლიკის ფლორა წარმოდგენილია მცენარეთა დაახლოებით 210 ოჯახით, 920 გვარითა და 3 700 სახეობით. მცენარეთა შორის, მაკედონიის ტერიტორიაზე, დაახლოებით 3 200 სახეობით, ყველაზე გავრცელებულია ყვავილოვანი მცენარეები. ასევე საკმაოდ უხვადაა ხავსები (350 სახეობა) და გვიმრები (42 სახეობა).
ბუნების მსოფლიო ფონდისა და ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს ევროპის ეკოლოგიური რეგიონების ციფრული რუკის მიხედვით, მაკედონიის ტერიტორიაზე შეიძლება გამოიყოს ოთხი ეკორეგიონი: პინდოსის მთიანეთის შერეული ტყეები, ბალკანეთის შერეული ტყეები, როდოპების შერეული ტყეები და ეგეოსის სკლეროფილები და შერეული ტყეები.
მცენარეთა ოჯახების, გვარებისა და სახეობების რიცხობრივი განაწილება
რედაქტირებამაკედონიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ყველა მცენარის გვარისა და სახეობის შესახებ ინფორმაცია შეტანილი ნაშრომში „მაკედონიის რესპუბლიკის ფლორა“ (მაკედონურად Флора на Република Македонија), რომლის ავტორი აკადემიკოსი და მაკედონიაში ბოტანიკური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი კირილ მეცევსკია.
ჯგუფი | ოჯახი | გვარი | სახეობა | ქვესახეობა, ჯიში, ფორმები | All taxa |
---|---|---|---|---|---|
ღვიძლის ხავსები | 29 | 42 | 66 | - | - |
ანთოცეროტოვანნი | 1 | 1 | 1 | - | - |
ხავსები | 34 | 124 | 330 | - | - |
ლიკოპოდიუმები | 3 | 5 | 6 | - | 6 |
შვიტები | 1 | 1 | 7 | 13 | 20 |
გვიმრები | 15 | 21 | 42 | 18 | 60 |
წიწვოვნები | 4 | 6 | 15 | 7 | 22 |
ყვავილოვნები *ერთლებნიანები *ორლებნიანნი |
120 102 18 |
720 565 155 |
3,200 2,600 600 |
1,700 1,500 200 |
4,900 4,100 800 |
მცენარეთა ტაქსონები სულ | 210 | 920 | 3,700 | 1,740 | 5,350 |