პინდოსი, პინდი (ძვ. ბერძნ. და ბერძ. Πίνδος) — ქედი ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასავლეთში, საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში და ალბანეთში. ყველაზე დიდი მთათა სისტემა საბერძნეთში. მდებარეობს თესალიასა და ეპირს შორის, ბორა-დაგის ქედის სამხრეთ-დასავლეთით. შედგება რამდენიმე ქედისაგან, გაყოფილი ღრმა მდინარის ხეობებით. გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთით 200 კმ-ზე. სიმაღლე 2000 მ-ზე მეტი, უმაღლესი წერტილი — მთა ზმოლიკასი — 2637 მ. აგებულია ძირითადად კირქვებით, ასპიდური ფიქლებით, ქვიშაქვებითა და ფლიშით. განვითარებულია კარსტი. პინდოსი წყალგამყოფია ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილის, იონიისა და ეგეოსის ზღვებს შორის.

პინდოსი
პინდოსი
პინდოსი
კოორდინატები: 40°05′20″ ჩ. გ. 20°55′31″ ა. გ. / 40.08889° ჩ. გ. 20.92528° ა. გ. / 40.08889; 20.92528
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ალბანეთის დროშა ალბანეთი
უმაღლესი წერტილი ზმოლიკასი
სიმაღლე 2637 
სიგრძე 200 კმ
პინდოსი — საბერძნეთი
პინდოსი

პინდოსის ფერდობზე — არის ტროპიკული ბუჩქები, შერეული და წიწვოვანი ტყეები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Краткая географическая энциклопедия. Том 3: М., 1962.