ჩრდილოეთ მაკედონიის მთების სია
ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა განსაკუთრებით მთიანი ქვეყანაა. მისი ტერიტორიის საშუალო სიმაღლე 850 მეტრია. ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 80% შედგება მთებისა და ბორცვებისგან. მთები იყოფა ორ ძირითად ჯგუფად: შარის მთების ქედი, რომელიც გრძელდება დასავლეთ ვარდარის/პელაგონიის ქედამდე (ასევე ცნობილია, როგორც დინარის მთიანეთი) და ოსოგოვო-ბელასიცის ქედი (ასევე ცნობილია, როგორც როდოპები). შარის მთები და დასავლეთ ვარდარის/პელაგონიის ქედი წარმოადგენს გაგრძელებას დინარის მთიანეთსა და პინდოსის მთებს შორის, ხოლო ოსოგოვო-ბელასიცის ქედი არის რილა-როდოპების მთიანი მასივის გაგრძელება.
შარის მთების ქედი:
დასავლეთ ვარდარის/პელაგონიის ქედი:
ოსოგოვო-ბელასიცის ქედი:
ოსოგოვო-ბელასიცის ჯგუფის მთები უფრო ძველი მთებია. ისინი განლაგებულია ჩრდილოეთ მაკედონიის აღმოსავლეთ ნაწილში. შარის მთების ჯგუფის მთები უფრო ახალგაზრდაა და ქვეყნის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებშია მოქცეული. ისინი იყოფა 3 ქვეჯგუფად: ვარდარის მდინარის მიმდებარე რაიონი, პელაგონიის ველის მიმდებარე რაიონი და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი რაიონი.
მაკედონიის რესპუბლიკაში არის სამი ეროვნული პარკი: პელისტერის, მავროვოსა და გალიჩიცის ეროვნული პარკები.
ქვემოთ მოცემულია ჩრდილოეთ მაკედონიის უმნიშვნელოვანესი მთების სია:
- კორაბი (2764 მ)
- შარის მთები (2747 მ)
- ბაბა (2601 მ)
- იაკუპიცა (2540 მ)
- ნიდჟე (2521 მ)
- დეშატი (2373 მ)
- გალიჩიცა (2288 მ)
- სტოგოვო (2273 მ)
- იაბლანიცა (2257 მ)
- ოსოგოვო (2252 მ)
- კოჟუფი (2166 მ)
- ბისტრა (2163 მ)
- ჩელოიცა (2062 მ)
- ბელასიცა (2029 მ)
- კოზიაკი (1284 მ)
- პლაკენსკა-პლანინა
- კონეჩკა-პლანინა
- მალეშევო
- პლაჩკოვიცა
- ბუშევა-პლანინა
- ბაბუნა
- ოგრაჟდენი
- სელეჩკა-პლანინა
- სკოპსკა-ცრნა-გორა
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჩრდილოეთ მაკედონიის მწვერვალები დაარქივებული 2006-06-27 საიტზე Wayback Machine.
- პელისტერი დაარქივებული 2006-05-27 საიტზე Wayback Machine.
- ჩრდილოეთ მაკედონიის მთები და ეროვნული პარკები დაარქივებული 2010-05-07 საიტზე Wayback Machine.
- კორაბი დაარქივებული 2005-12-15 საიტზე Wayback Machine.
- პელისტერის მთა დაარქივებული 2005-12-15 საიტზე Wayback Machine.