პელისტერის ეროვნული პარკი
პელისტერის ეროვნული პარკი (მაკედ. Национален Парк Пелистер) — ეროვნული პარკი ჩრდილოეთ მაკედონიაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ეროვნულ პარკად გამოცხადდა 1948 წელს და გახდა მაკედონიის პირველი დაცული ტერიტორია. ეროვნული პარკის ფართობია 12 500 ჰა.
პელისტერს ეროვნული პარკისათვის დამახასიათებელია 2000 მეტრზე მაღალი მწვერვალები, რომლებიც ერთმანეთისაგან მდინარის ღრმა ხეობებითაა გამოყოფილი. მათ შორის უმაღლესია მთა პელისტერი (2 601 მ). პარკის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ბაბას მთის ფერდობებზე.
პარკში ფლორისა და ფაუნის მრავალი იშვიათი წარმომადგენელი ბინადრობს, მათ შორის ბალკანეთის ენდემი — ბალკანური ან რუმელიის ფიჭვი (Pinus peuce).