ვარდარი (მაკედ. Вардар, ბერძ. Αξιός, Axios, ლათ. Axius) — მდინარე ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, მაკედონიასა და საბერძნეთში. სიგრძე 388 კმ, აუზის ფართობი 24,438 კმ². სათავე აქვს შარ-პლანინაზე, მიედინება მთათაშუა ქვაბულში, ერთვის ეგეოსის ზღვის თერმეკოსის ყურეს და ქმნის დაჭაობებულ დელტას. გაზაფხულსა და შემოდგომა-ზამთარში იცის წყალმოვარდნები. პატარა გემებისათვის სანაოსნოა ქვემოთში.

ვარდარი

ვარდარი
ქალაქები სკოპიე
ველესი
სათავე შარ-პლანინა
41°45′33″ ჩ. გ. 20°49′55″ ა. გ. / 41.75917° ჩ. გ. 20.83194° ა. გ. / 41.75917; 20.83194
სათავის მდებარეობა მაკედონია
სათავის სიმაღლე 683 მ
შესართავი თერმეკოსის ყურე
40°30′49″ ჩ. გ. 22°42′51″ ა. გ. / 40.51361° ჩ. გ. 22.71417° ა. გ. / 40.51361; 22.71417
შესართავის მდებარეობა საბერძნეთი
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 388 კმ
აუზის ფართობი 24438 კმ²
ვარდარი — საბერძნეთი
ვარდარი
ვარდარი
— სათავე, — შესართავი
ვარდარი ვიკისაწყობში

ვარდარისი ან ვარდარეცი წარმოადგენს მძლავრ ჩრდილოეთის ქარს, რომელიც უბერავს მდინარის ხევიდან გაშლილი ადგილების ჩათვლით. დამახასიათებელია საბერძნეთის მაკედონიისა და სახელმწიფო მაკედონიისათვის. თავდაპირველად ქარი უბერავს მდინარის ხეობაში, შემდეგ ეჯახება მაღალ მთებს, რომლებიც ყოფენ საბერძნეთს სახელმწიფო მაკედონიისაგან, აქ იგი უბერავს სხვა მოპირდაპირე მხარეს, სადაც კრებს დიდი რაოდენობით იმპულსს, რის შედეგადაც მოაქვს ცივი ჰაერის მასები ქალაქ სალონიკში. აქ არსებული ქარი წააგავს საფრანგეთში არსებულ მისტრალის ქარს. ქარის გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ ატმოსფერული წნევა აღმოსავლეთ ევროპაში უფრო მაღალია, ვიდრე ეგეოსის ზღვაში. უფრო ხშირად დამახასიათებელია ზამთრის თვეებში.

სახელწოდება ვარდარი როგორც ჩანს წარმოსდგება „ვარდარიოსისაგან“, რომელიც მომდინარეობს თრაკიული ენიდან, „wordo-wori“ „შავი წყალი“.[1] სახელწოდება ვარდარიოსი (Βαρδάριος) ზოგჯერ გვხვდება ძველ ბერძენთა შორის, იგივე სახელწოდება ფართოდ გამოიყენებოდა ბიზანტიური ეპოქის დროს. მისი ბერძნული სახელწოდებაა „აქსიოსი“ (Αξιός), მოიხსენიება ჰომეროსის მიერ.[2] მდინარე გამოსახულია ქალაქ სკოპიეს გერბზე, რომელიც თავის მხრივ, ჩართულია ქალაქის დროშაში.[3] ვარდარის ნაპირზეა ქალაქები: სკოპიე და ველესი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Orel, Vladimir. A Handbook of Germanic Etymology. Leiden, Netherlands: Brill, 2003: 392.
  2. Axios, Georg Autenrieth, A Homeric Dictionary, at Perseus
  3. Official portal of the city of Skopje: City symbols დაარქივებული 2014-09-29 საიტზე Wayback Machine. . – Retrieved on 13 May 2009.