დეშატი
დეშატი (მაკედ. Дешат) — მთა ალბანეთისა და მაკედონიის საზღვარზე. გამოირჩევა ციცაბო მწვერვალებით — კრიჩინითა და ველივარით. უმაღლესი წერტილია ველივარი, რომელიც ზღვის დონიდან 2 375 მეტრზე მდებარეობს. სხვა მნიშვნელოვან მწვერვალებს შორისაა დელი-სენიკა და სუვა-ბარა. დეშატი ასევე გამოირჩევა მდინარის ღრმა ხეობებით, უღრანი ტყეებითა და პატარა მყინვარული ტბებით. ალბანეთის მხრიდან უახლოესი ქალაქია პეშკოპი, მაკედონიის მხრიდან კი დებარი.
დეშატი | |
---|---|
კოორდინატები: 41°37′48″ ჩ. გ. 20°32′24″ ა. გ. / 41.63000° ჩ. გ. 20.54000° ა. გ. | |
ქვეყანა | მაკედონია ალბანეთი |
სიმაღლე | 2375 მ |