ბისტრა
ბისტრა (მაკედ. Бистра) — ქედი ჩრდილოეთ მაკედონიაში. გამოირჩევა მრავალი მწვერვალით, რომელთა სიმაღლეც ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე მეტია; მათ შორის უმაღლესია მწვერვალი მედენიცა 2 163 მეტრი სიმაღლით.
ბისტრა | |
---|---|
კოორდინატები: 41°36′53″ ჩ. გ. 20°46′50″ ა. გ. / 41.61472° ჩ. გ. 20.78056° ა. გ. | |
ქვეყანა | ჩრდილოეთი მაკედონია |
სიმაღლე | 2163 მ |
კირქვის ეროზიის შედეგად, ქედზე წარმოქმნილია კირქვული მინდვრები. სულ აღმოჩენილია თოთხმეტი მინდორი.
ქედის დიდი ნაწილი შედის მავროვოს ეროვნული პარკის შემადგენლობაში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Панов, Митко. „Географска положба и граници на Бистра“. Во зборникот: „Бистра -природни и социогеографски карактеристики на планината Бистра“. МАНУ, Скопје, 1983