სტოგოვო
სტოგოვო (მაკედ. Стогово) — მთა მაკედონიის რესპუბლიკის ნაწილში. გამორჩეული მწვერვალებია გოლემ-რიდი (2278 მ), ბაბინ-სტრი (2242 მ), კანეში და სხვა მრავალი მწვერვალი, რომელთა სიმაღლე ზღვის დონიდან 2000 მეტრს აღემატება.
სტოგოვო | |
---|---|
სტოგოვო | |
კოორდინატები: 41°28′59″ ჩ. გ. 20°39′00″ ა. გ. / 41.48306° ჩ. გ. 20.65000° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 2278 მ |
სტოგოვოს მთა ადვილად მისასვლელია ავტობუსით, რომელიც დედაქალაქ სკოპიედან და ქალაქ დებარიდან გადის. ბუნება თითქმის ხელუხლებლადაა შემონახული, რადგან ქედი დასახლებული არეალებისგან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს და მთამსვლელებიც იშვიათად სტუმრობენ.
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
ლიტერატურა რედაქტირება
- Евгений Динчев, Петър Атанасов, Високите планини на Република Македония, Пътеводител, София, 1998.