მაია ბარათაშვილი
მაია ბარათაშვილი (დ. 3 მარტი, 1969, თბილისი) — ქართველი მომღერალი.
ბიოგრაფია
რედაქტირებამაია ბარათაშვილმა 1994 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, 1993 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არქიტექტურა.
პირველადი მუსიკალური განათლება მიიღო N16 მუსიკალურ სკოლაში, პწდაგოგი მ ჩხეტიანი (ფორტეპიანო), მ. სანაძე (ვოკალი); სწავლის პერიოდში შეასრულა მრავალი კლასიკური ნაწარმოები, მათ შორის საფორტეპიანო კონცერტები: ანდრია ბალანჩივაძე N3, ბახი, მენდელსონი, რუბინშტეინი, ბერკოვიჩი, არენსკი; გაიარა ვოკალის კურსი. 1996–2004 წლებში იყო „დავითის ჯაზ-კლუბის“ სოლისტი, პარალელურად 1996 წლიდან „თბილისი ბიგ-ბენდის“ სოლისტი; 2009-2011წწ. საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე; 2014 წელს ზაზა მარჯანიშვილთან ერთად განახორციელა პროექტი - „პროექტი ძლიერი ბლუზური აქცენტით“, რომლის პრეზენტაცია შედგა ბათუმის ხელოვნების ცენტრში. მოგზაურობს: აზერბაიჯანი, აშშ, გერმანია, თურქეთი, ინგლისი, ისრაელი, ლატვია, ლიეტუვა, მონაკო, ნორვეგია, რუსეთი, სომხეთი; 2017 წელს ონლაინ ამერიკულ კონკურსში Made in New York Jazz competition ჟიურიმ ტოპ 2 სოლო ვოკალურ კატეგორიაში (top 2 in solo vocal category) დაასახელა საუკეთესოდ; ჯაზ-მომღერალი. 2020 წლის მარტში დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.