მათრახა
მათრახა (ლათ. Isatis) — მცენარეთა გვარი კომბოსტოსებრთა ოჯახისა. ერთ- ან ორწლოვანი, იშვიათად მრავალწლოვანი ბალახია.
მათრახა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
საღებავი მათარახა (Isatis tinctoria) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Isatis | ||||||||||||
|
60-მდე სახეობა გავრცელებულია აზიასა და ევროპაში. საქართველოში 7 სახეობაა, მათ შორის ქართული მათრახა (ლათ. Isatis iberica) ფართოდაა გავრცელებული თბილისის მიდამოებში; ლათ. Isatis buschiana და ლათ. Isatis bungeana სამხრეთ საქართველოს მთის ქსეროფილური დაჯგუფებების კომპონენტებია.
მათრახა იზრდება მშრალ კლდეებსა და ჩამონაზვავებზე, ველის დაჯგუფებებში. საღებავი მათრახას (ლათ. Isatis tinctoria) ფოთლებისაგან მაუდის მუქ ლურჯ საღებავს (ინდიგო) იღებდნენ და დიდი რაოდენობით მოჰყავდათ დასავლეთ ევროპაში (ინდიგოს სინთეზური წარმოების შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა).
ლიტერატურა
რედაქტირება- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 357.