ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მათი მინთ ჰამადი (არაბ. ماتي منت حمدي‎; დ. 21 ნოემბერი, 1967, აიუნ ალ-ათრუსი, მავრიტანია) — მავრიტანიელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. მავრიტანიის დედაქალაქის — ნუაქშოტის მერი 2014 წლიდან.  2011 წლიდან 2013 წლამდე მუშაობდა საჯარო სამსახურის, შრომისა და მართვის მოდერნიზაციის მინისტრად.[1]

მათი მინთ ჰამადი
ნუაქშოტის მერი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა4 თებერვალი, 2014

დაბადებული21 ნოემბერი, 1967 (55 წლის)
აიუნ ალ-ათრუსი, მავრიტანია
მოქალაქეობამავრიტანიის დროშა მავრიტანია
შვილები3

ბიოგრაფია

რედაქტირება

მათი მინთ ჰამადი დაიბადა 1967 წელს მავრიტანიის ქალაქ აიუნ ალ-ათრუსში. იგი პოლიტიკურად აქტიურ ოჯახში  გაიზარდა. საშუალო სკოლა  ნუაქშოტში დაამთავრა.  1986 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი.  სწავლა განაგრძო ნუაქშოტის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე, 1988 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1990 წელს — საჯარო ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი.

სწავლის დასრულების შემდეგ მათი მინთ ჰამადიმ 1991 წელს მუშაობა დაიწყო ნუაქშოტის მუნიციპალიტეტში ფინანსური მართვის განყოფილებაში. 1993 წელს გახდა საგადასახადო ტარიფების დეპარტამენტის უფროსი, 1997 წელს კი საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე  დააწინაურეს. 1999 წელს გახდა ანგარიშთა პალატის აუდიტორი. 2006 წელს მუშაობდა ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროში, ასევე ცენტრალურ ბანკში. იგი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა სამინისტროში, სადაც იკავებდა კონკურენციის, მომხმარებელთა დაცვისა და თაღლითობის წინააღმდეგ  ბრძოლის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას.  2007 წელს გახდა მავრიტანიის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის საბჭოს წევრი. 2009 წელს დაინიშნა იმპორტისა და ექსპორტის  კომპანია SONIMEX-ის დირექტორის მოადგილედ, ხოლო მომდევნო წელს გახდა ინვესტიციების ხელშეწყობის კომისარი. მისი თაოსნობით  გაიმართა კატარისა და ირანელი ინვესტორების შეხვედრა, რა დროსაც მათი მინთ ჰამადმა მათ შესთავაზა დახმარება მათი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში.[2]

2011 წლის მარტში დაინიშნა საჯარო სამსახურის, შრომისა და მართვის მოდერნიზაციის მინისტრად. 2011 წლის აგვისტოში მავრიტანის მთავრობამ გაზარდა მინიმალური ხელფასი 21000-დან 30000 მავრიტანიულ უგიამდე. მათი მინთ ჰამადი მინისტრის პოსტს 2013 წლის დეკემბრამდე იკავებდა.[3]

2014 წლის 4 თებერვალს იგი აირჩიეს ნუაქშოტის მერად.  გახდა პირველი ქალი მერი ქალაქის ისტორიაში (მაგრამ არა მავრიტანიის ისტორიაში, პირველი ქალი მერი მავრიტანიაში იყო  ფატიმატუ აბდელ მალიქი , რომელიც ხსენებულ პოსტზე 2001 წელს დაინიშნა). მათი მინთ ჰამადის კონკურენტი გახლდათ   მოჰამედ ულდ ელჰასენი, რომელიც წარმოადგენდა  ზომიერ ისლამისტურ პარტია Tewassul-ს. პოლიტიკოსმა ქალბატონმა  25 ხმა მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ  — 12. [4]

როგორც თავად გამარჯვების შემდეგ  განაცხადა : ”ჩემი არჩევა დიდი ნიშანია მავრიტანიელი ქალებისთვის.”

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

მათი მინთ ჰამადი დაქორწინებულია. მას სამი შვილი ჰყავს. პოლიტიკოსი ფლობს არაბულ და ფრანგულ ენებს. [5]

  1. "Maty Mint Hamady" დაარქივებული 2023-03-04 საიტზე Wayback Machine. . Leaders Afrique (ფრანგ.). 28 September 2015. Retrieved 2 November 2016.
  2. "Les CV des membres du nouveau gouvernement".[მკვდარი ბმული] BoolumbalOrg (ფრანგ.). 26 August 2009. Retrieved 2 November 2016.
  3. "La commissaire à la promotion des investissements reçoit une délégation d'investisseurs qataris et iranien". დაარქივებული 2017-12-01 საიტზე Wayback Machine. Pmd.fr (ფრანგ.). 4 September 2009. Retrieved 2 November 2016.
  4. Oudaa, Marouf (23 August 2011). "Mauritania Increases Minimum Wage by 43% After Talks, AMI Says". Bloomberg.com. Retrieved 2 November 2016.
  5. Naudé, Pierre-François (5 February 2014). "Mauritanie : Maty Mint Hamady, première femme maire de Nouakchott". Jeune Afrique. Retrieved 2 November 2016.