მადავი ალ-რაშიდი ( არაბ. مضاوي الرشيد დ. 1962 წლის ოქტომბერი) — სოციალური ანთროპოლოგიის პროფესორი საუდის არაბეთიდან. ალ-რაშიდი მუშაობდა ლონდონის კინგსის კოლეჯის თეოლოგიისა და რელიგიური კვლევების კათედრაზე, იყო მოწვეული პროფესორი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლის ახლო აღმოსავლეთის ცენტრში . პერიოდულად კითხულობს ლექციებს შეერთებულ შტატებში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში . მადავი არ-რაშიდი არის ჯებელ შამარის საამიროს უკანასკნელი პრინცის მუჰამედ იბნ ტალალ არ-რაშიდის შვილიშვილი. იგი რამდენიმე წიგნისა და პუბლიკაციის ავტორია. წერს სტატიებს აკადემიური ჟურნალებისთვის არაბეთის ნახევარკუნძულზე, არაბთა მიგრაციაზე, გლობალიზაციაზე, გენდერზე და რელიგიურ ტრანსნაციონალიზმზე. 2016 წლიდან ის არის მოწვეული მკვლევარი პროფესორი სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში. საკმაოდ აქტიურია Twitter- ზე.

მადავი არ-რაშიდი
არაბ. مضاوي الرشيد
დაბადების თარიღი 1962
დაბადების ადგილი პარიზი
საქმიანობა ანთროპოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი
მოქალაქეობა საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი
ალმა-მატერი კემბრიჯის უნივერსიტეტი
ჯილდოები 100 ქალი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მადავი არ-რაშიდი დაიბადა პარიზში. მისი მამა საუდის არაბეთის ემირების არ რაშიდის დინასტიას ეკუთვნის, ხოლო დედა ლიბანელია. მისი დაბადებიდან მალევე ოჯახი გადავიდა საუდის არაბეთში, სადაც მადავი გაიზარდა.

1975 წელს საუდის არაბეთის მეფე ფეისალი მოკლა მისმა ძმისშვილმა ფეისალ იბნ მუსაიდმა. იბნ მუსაიდის დედა მადავი ალ-რაშიდის მამის და იყო და საუდის არაბეთის მთავრობამ არ-რაშიდის ოჯახი მკვლელობის თანამონაწილეობაში დაადანაშაულა. შემდგომმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა, მაგრამ 1975 წელს მისი ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად ლიბანში, სადაც მადავი არ-რაშიდმა მიიღო ბაკალავრის ხარისხი 1981 წელს. შემდეგ მან დაიწყო ანთროპოლოგიისა და სოციოლოგიის შესწავლა ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში.

1982 წელს ისრაელი შეიჭრა ლიბანის ტერიტორიაზე . არ-რაშიდი იძულებული გახდა კვლავ შეეცვალა საცხოვრებელი თავისი ნების საწინააღმდეგოდ და წავიდა ბრიტანეთში, ჯერ სალფორდის უნივერსიტეტში, შემდეგ კი კემბრიჯის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო ერნესტ გელნერის ხელმძღვანელობით დოქტორის ხარისხის მფლობელი გახდა.

2005 წელს, მას შემდეგ, რაც გამოვიდა ალ-ჯაზირას ტელეარხზე და გააკრიტიკა საუდის არაბეთის მთავრობა, რიადის პროვინციის მაშინდელმა გუბერნატორმა მუჰამედ იბნ სალმანმა დაურეკა მადავის მამას და განუცხადა, რომ ტელევიზიით გამოსვლისთვის სასჯელის სახით მადავის ჩამოერთმეოდა საუდის არაბეთის მოქალაქეობა.

შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „MalRasheed_arabic_blog“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2