მაანიკვარა
მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
მაანიკვარა — მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს ბზიფის ქედის სამხრეთ განშტოებაზე, ზღვის დონიდან 945 მ სიმაღლეზე, ერთვის შავ ზღვას. სიგრძე 10.9 კმ, აუზის ფართობი 38.9 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყლის დანარჩენ დროს — წყალმოვარდნები. წყლის საშუალო წლიური ხარჯი 1.77 მ³/წმ.
მაანიკვარა | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | გუდაუთის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) |
სათავე |
ბზიფის ქედი |
სათავის სიმაღლე | 945 მ |
შესართავი |
შავი ზღვა |
სიგრძე | 10.9 კმ |
აუზის ფართობი | 38.9 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1.77 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
მდინარე მაანიკვარა მოედინება მდინარე ფსირცხას აღმოსავლეთით, რომელთა შორის მდებარეობს კარსტული წარმონაქმნი — მაანიკვარის შახტი.
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 320.