მაანიკვარის შახტი

მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

მაანიკვარის შახტიკარსტული წარმონაქმნი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზღვის დონიდან 80 მ სიმაღლეზე, ივერიის მთის ჩრდილოეთით, ფსირცხა-მაანიკვარის მდინარეთაშუეთში, ახალი ათონის ვოკლუზიდან 0,5 კმ-ზე. გამომუშავებულია ცარცულ-პალეოგერნურ კირქვებში.

მაანიკვარის შახტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გუდაუთის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 80 მ
სიღრმე 70 მ
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები კირქვა

შახტი იწყება ვიწრო (1,5X1 მ) ჩასასვლელით, რომელიც სიღრმეში თანდათან განიერდება და 35 მ სიღრმეზე უკავშირდება (30X40 მ) დარბაზს. ამ დარბაზს გამოეყოფა მცირე ზომის სხვადასხვა სიმაღლეზე განლაგებული მშრალი დერეფნები. აღნიშნული დარბაზები ებმის ვერტიკალურ შახტს, რომელიც 70 მ სიღრმეზე უკავშირდება ელიფსური ფორმის (30X10 მ) დარბაზს. შახტის სიღრმე 70 მ აღწევს. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება სტალაქტიტები, სტალაგმიტები, სვეტები, ჰელიქტიტები, კასკადური ნაღვენთები, ოოლითები და ინკრუსტაციული წარმონაქმნები; მექანიკურიდან – ლოდები, გამოფიტვის პროდუქტები და თიხები.

ჰავა სტატიურია. წვიმის დროს უდაბლეს ნაწილში გროვდება წყალი და წარმოიქმნება ჩანჩქერი. აუცილებელია სპელეოლოგიური საჭურველი. შედგენილია განივი ჭრილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.