ლუსი დაკუსი
ლუსი ელიზაბეტ დაკუსი (ინგლ. Lucy Elizabeth Dacus; დ. 2 მაისი, 1995, მექანიკსვილი, ვირჯინია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი. ყურადღება მიიპყრო თავისი სადებიუტო ალბომით „No Burden“ (2016). ამის შემდეგ დადო კონტრაქტი ლეიბლთან Matador Records. მეორე სტუდიური ალბომი „Historian“ 2018 წელს გამოვიდა და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. მესამე ალბომი „Home Video“ 2021 წელს გამოვიდა.
ლუსი დაკუსი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ლუსი ელიზაბეტ დაკუსი |
დაბ. თარიღი | 2 მაისი, 1995 |
დაბ. ადგილი | ნორფოლკი |
წარმოშობა | მექანიკსვილი, ვირჯინია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | ინდი-როკი, ინდი-ფოლკი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი |
აქტიური | 2015 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Matador |
საიტი | lucydacus.com |
ლუსი დაკუსი ვიკისაწყობში |
სოლო ნამუშევრების გარდა, დაკუსი არის ინდი-ჯგუფ Boygenius-ის წევრი, ჯულიენ ბეიკერთან და ფიბი ბრიჯერსთან ერთად. ჯგუფმა გამოუშვა ერთი სტუდიური ალბომი და ორი EP. ნამუშევრებმა კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა და კოლექტივმა ფართომასშტაბიანი ტურნეც გამართა. ჯგუფმა მოიგო 3 გრემის ჯილდო, მათ შორის საუკეთესო ალტერნატიული მუსიკალური ალბომის კატეგორიაშიც. 2023 წლის ოქტომბერში როლინგ სტოუნმა დაკუსი დაასახელა ყველა დროის 213-ე საუკეთესო გიტარისტად და აღნიშნა: „მისთვის გიტარა ისეთივე აუცილებელი ინსტრუმენტია, როგორც მისი ხმა“.[1]
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებადაკუსი ბავშვობაში იშვილეს და გაიზარდა მექანიკსვილში. ის არის უზბეკური და ირლანდიური წარმოშობის.[2] დედა პროფესიონალი პიანისტი და მუსიკის მასწავლებელია, ხოლო მამა გრაფიკული დიზაინერი. დაკუსს პატარაობიდანვე ჰქონდა ინტერესი მუსიკის მიმართ და ამ პერიოდში იყიდა თავისი პირველი გიტარა. 2013 წელს დაიწყო სწავლა ვირჯინიის თანამეგობრობის უნივერსიტეტში, თუმცა მალევე მიატოვა სწავლა.[3] სანამ მუსიკალურ კარიერას დაიწყებდა, ის მუშაობდა ბაღის ფოტოების რედაქტორად. ამ დროის განმავლობაში მან დაწერა დაახლოებით 30 სიმღერა, რომელთაგან ცხრა გამოიყენა სადებიუტო ალბომისთვის, No Burden.[4]
კარიერა
რედაქტირებადაკუსმა გამოუშვა EP „Girls Back Home Bandcamp“ 2012 წლის 31 აგვისტოს. ნამუშევარი შედგებოდა შვიდი სიმღერისგან: „Girls Back Home", „Finest Cursive", „Pretty Girl", „Lullaby", „Time Travel", „Black Lungs" და „Kiddie Pool". ნამუშევარი ციფრულად ხელმისაწვდომი იყო მუსიკოსის სადებიუტო ალბომის, „No Burden“, გამოშვებამდე. Reddit AMA-ში მუსიკოსმა განაცხადა, რომ მან ნამუშევარი წაშალა, რადგან „არ სურდა, რომ ამ ნამუშევრის მიხედვით შეჰქმნოდათ მასზე წარმოდგენა“.
პირველი სინგლი, „I Don't Wanna Be Funny Anymore", გამოვიდა 2015 წლის ნოემბერში. სადებიუტო ალბომზე მუშაობდა ნეშვილში. ალბომი თავდაპირველად ციფრულად გამოვიდა, 2016 წლის 26 თებერვალს კი გამოვიდა დისკზე და ვინილზე ლეიბლ Richmond's EggHunt Records-ის ეგიდით.[5] შემდეგ დაკუსმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Matador Records. ამის შემდეგ ხელახლა გამოუშვა ალბომი 2016 წლის 9 სექტემბერს.[6][7][8] იმავე წელს იმღერა Lollapalooza-ს ფესტივალზე. 2016 წლის ოქტომბერში იმღერა London Calling-ის ფესტივალზე ამსტერდამში.
დაკუსის მეორე ალბომი, სახელწოდებით Historian, გამოვიდა 2018 წლის 2 მარტს.[9] ისევე როგორც წინა ალბომს, ამ ნამუშევარსაც მოჰყვა კრიტიკოსების დიდი მოწონება. 2018 წელს ფიბი ბრიჯერსთან და ჯულიენ ბეიკერთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი Boygenius. მათ გამოუშვეს სამი სიმღერა 2018 წლის აგვისტოში და დაიწყეს ტურნე. EP, სახელწოდებით boygenius, გამოვიდა 2018 წლის 26 ოქტომბერს.[10] 2019 წლის ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, დაკუსმა გამოუშვა „La Vie en rose“-ის ქავერი.[11]
2021 წლის 25 ივნისს გამოვიდა მუსიკოსის ახალი სტუდიური ალბომი „Home Video“.[12] მან შეასრულა ალბომის ერთ-ერთი სინგლი „Hot & Heavy" The Late Show-ში.[13] 10 ნოემბერს, დაკუსმა გამოუშვა ახალი სინგლი „Thumbs Again". 2022 წლის 2 თებერვალს გამოუშვა კიდევ ერთი სინგლი „Kissing Lessons". 2023 წლის მარტში მისი ალბომის, „Historian", ხუთი წლის იუბილეზე გამოუშვა მუსიკალური ვიდეო სიმღერისთვის „Night Shift".[14]
Boygenius-მა გამოუშვა სადებიუტო სტუდიური ალბომი, სახელწოდებით The Record, 2023 წლის 31 მარტს.[15] ჯგუფმა მიიღო შვიდი ნომინაცია 66-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, მათ შორის წლის ალბომისა და წლის ჩანაწერის კატეგორიებში. აქედან ჯგუფმა მოიგო ჯილდო სამ ნომინაციაში, მათ შორის კი საუკეთესო ალტერნატიული მუსიკალური ალბომის კატეგორიაში.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებადაკუსი გაიზარდა როგორც ქრისტიანი. მიუხედავად ამისა, მუსიკოსი არ არის რელიგიური.[16] დაკუსის თქმით ის არის ქვიარი.[17] ის ცხოვრობდა რიჩმონდში, ვირჯინიაში 2019 წლის ბოლომდე. 2023 წლის ოქტომბერში ლოს-ანჯელესში გადასვლამდე ფილადელფიაში ცხოვრობდა ცოტა ხნით.[18]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „The 250 Greatest Guitarists of All Time“. Rolling Stone. Oct 13, 2023. ციტირების თარიღი: October 13, 2023.
- ↑ O'Toole, Lucy. (June 24, 2021) Lucy Dacus: "I've never taken music classes. I never thought I would do this. And then, suddenly, it was my career...". ციტირების თარიღი: December 23, 2021
- ↑ Scott, Nate (23 June 2016). „New Matador signing Lucy Dacus talks her startling debut LP (and why we all need to go to Croatia)“. USA Today. ციტირების თარიღი: 2 December 2016.
- ↑ Cochrane, Greg (14 March 2018). „Lucy Dacus — A songwriter making sense of the most traumatic year of her life“. Loud and Quiet. ციტირების თარიღი: 31 October 2021.
- ↑ Murray, Robin. (25 November 2016) In Conversation: Lucy Dacus. Clash. ციტირების თარიღი: 2 December 2016
- ↑ Lucy Dacus: No Burden. Allmusic. ციტირების თარიღი: April 21, 2018
- ↑ Vozick-Levinson, Simon. (August 10, 2016) Lucy Dacus is the Author of Her Own Story. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 11, 2016. ციტირების თარიღი: April 21, 2018
- ↑ Berman, Judy. (8 August 2016) Lucy Dacus On What It's Like to Have 20 Record Labels Fight Over You. ციტირების თარიღი: 2 December 2016
- ↑ Waite, Kelsey J.; Gerardi, Matt; McLevy, Alex; Anthony, David; Erickson, Steve. The Breeders, Camp Cope, and more albums to know about this week. AV Club (March 2, 2018). ციტირების თარიღი: April 21, 2018
- ↑ Rincón, Alessandra (August 21, 2018). „Julian Baker, Lucy Dacus, Phoebe Bridgers Form Boygenius, Release Three Singles From EP: Listen“. Billboard. ციტირების თარიღი: 2018-11-05.
- ↑ Boilen, Bob. Lucy Dacus Covers An Edith Piaf Classic And Pays Homage To Love en (January 31, 2019). ციტირების თარიღი: 2019-02-15
- ↑ Lucy Dacus Announces Album and Tour, Shares Video for New Song "Hot & Heavy": Watch en (April 13, 2021). ციტირების თარიღი: April 13, 2021
- ↑ Lucy Dacus Plays A Luminous "Hot & Heavy" On 'Colbert': Watch (April 14, 2021). ციტირების თარიღი: June 25, 2021
- ↑ Leas, Ryan. Lucy Dacus – "Thumbs Again" (10 November 2021). ციტირების თარიღი: 14 November 2021
- ↑ Strauss, Matthew. (March 1, 2023) Boygenius Share Video for New Song "Not Strong Enough".
- ↑ Vozick-Levinson, Simon (May 12, 2021). „Lucy Dacus Remembers Everything“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: December 23, 2021.
- ↑ Dacus, Lucy. (July 28, 2021) Musician Lucy Dacus Wonders If She Ever Really Came Out. ციტირების თარიღი: February 5, 2024
- ↑ Bengal, Rebecca. (June 21, 2021) Lucy Dacus Takes Confessional Songwriting to a New Level. ციტირების თარიღი: December 23, 2021