ქვიარი
ქვიარი (კუირი; ინგლ. queer — უცნაური) — კრებითი ტერმინი სექსუალური და გენდერული უმცირესობებისათვის, რომლებიც არ არიან ჰეტეროსექსუალურები. წარსულში იგი ჰომოსექსუალობისთვის შეურაცხმყოფელ ტერმინად გამოიყენებოდა, თუმცა 1980-იანი წლების აქტივისტებისა და თეორეტიკოსების დამსახურებით, რომელთა მიზანიც სექსუალობისა და გენდერული იდენტობის შესახებ არსებულ ნორმებთან შეწინააღმდეგება იყო, ტერმინმა პოზიტიური და კონფრონტაციული მნიშვნელობა შეიძინა. ტერმინი „ქვიარი“ გამოიყენება ზოგადად ლგბტ თემის აღსანიშნად და ასევე ასოცირებულია კრიტიკული თეორიის კონკრეტულ მიმართულებასთან (ქვიარ-თეორია), რომელიც ეჭვქვეშ აყენებს იდენტობის კატეგორიების, მაგალითად „ლესბოსელის“ ან „გეის“ მართებულობას.
ეტიმოლოგია
რედაქტირებაქვიარი ინგლისურ ენაში მე-16 საუკუნეში ჩნდება, მისი თავდაპირველი მნიშვნელობა იყო უცნაური, ექსცენტრიული, თავისებური. მისი გამოყენება შესაძლებელია რაიმე საეჭვოს, არასწორის ან იმ ადამიანის მიმართ, ვისი ქცევაც სოციალურად მიუღებელია. ჩრდილო ინგლისური გამოთქმა: "There's not so queer as folk", რომელიც ნიშნავს „არაფერია იმაზე უცნაური, ვიდრე ადამიანები“ სწორედ ამ მნიშვნელობას იყენებს.
ქვიარი, როგორც შეურაცხყოფა
რედაქტირებაიმ დროისთვის, როდესაც არტურ კონან დოილის ერთ-ერთი მოთხრობა „მეორე ლაქა“ გამოქვეყნდა, სიტყვამ მიიღო სექსუალური გადახრის მნიშვნელობის ელფერი, რომელიც გულისხმობდა ფემინურ მამაკაცებს, ქვიარს დამცირების მიზნით უწოდებდნენ მამაკაცს, რომელიც კავდებოდა პასიური ანალური ან ორალური სექსით სხვა მამაკაცთან და ასევე მათ, ვინც ამჟღავნებდა თავისი გენდერისთვის არა დამახასიათებელ არა ნორმატიულ ქცევებს.
უფრო ადრე ამ მნიშვნელობით ეს სიტყვა 1984 წელს ჯონ შოლტო დუგლასის წერილში ქუინს ბერის მე-9 მარკიზი გვხვდება. მე-20 საუკუნეში ტერმინი ამ დამამცირებელი მნიშვნელობით უკვე მყარად დამკვიდრდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში არა ნორმატიული სექსუალური ან გენდერული იდენტობების მქონე ადამიანები, მათ შორის ინგლისელი პოეტი რედკლიფ ჰოლი უპირატესობას ანიჭებდნენ ინვერსიულ იდენტობას. მე-20 საუკუნის შუა ხანებიდან ეს ტერმინი ამოვარდა ხმარებიდან და ადგილი დაუთმო ჰომოფილს, ის თავის მხრივ 1960-70 წლებში განიდევნა უფრო რადიკალური გეი-იდენტობით, რომელიც იმ დროს ტრანს და გენდერულად შეუსაბამო ადამიანებსაც გულისხმობდა.
ტრანსფორმაცია
რედაქტირება1980 წლების დასაწყისიდან ქვიარი კარგავს შეურაცხმყოფელ მნიშვნელობას და LGBT ადამიანები მას თვითიდენტიფიცირებისთვის იყენებენ ნეიტრალურ ან პოზიტიურ ჭრილში. ერთ-ერთი პირველი მაგალითი LGBT საზოგადოების მიერ ქვიარის ასეთი გამოყენებისა იყო ორგანიზაცია Queer Nation, რომელიც 1990 წლის მარტში ჩამოყალიბდა. ამავე წლის ივლისში ნიუ-იორკის გეი აღლუმზე ის ავრცელებდა ანონიმურ ფლაერებს სათაურით ქუირებმა წაიკითხეთ ეს. ფლაერის ერთ-ერთი მონაკვეთი ხსნიდა თუ რატომ აირჩია ორგანიზაციამ იარლიყი queer. ქვიარებმა, უმეტესწილად ფერადკანიანებმა, დაიწყეს სიტყვა „ქვიარის“ ხმარება საპასუხოდ იმ ცვლილებებისა, რომელიც გეი-საზოგადოებაში მოხდა კონსერვატიული ლიბერალიზმის მიმართ, რაც მოჰყვა The New Republic-ში ენდრიუ სალივანის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას გეი ქორწინებების კონსერვატიულობის შესახებ.
ქუირს აქვს სოციო-პოლიტიკური მნიშვნელობაც და ხშირად მას უპირატესობას ანიჭებენ აქტივისტები, კერძოდ კი ისინი, ვინც კატეგორიულად უარყოფს ტრადიციულ გენდერულ იდენტობებს, ასევე სხვადასხვა სექსუალურ იდენტობებს, ჰეტეროსექსუალურსაც და ჰომოსექსუალურსაც, ქვიარ საზოგადოება თავს დაჩაგრულად თვლის უფრო ფართო გეი/LGBT საზოგადოების პოლიტიკის ჰომონორმატიულობისგან. ქვიარი თავის ისტორიულ მნიშვნელობას ინარჩუნებს და რჩება ნორმალური საზოგადოების ფარგლებს გარეთ და შეიძლება განიმარტოს როგორც გენდერული და სექსუალური წესების რღვევა. ამ ტერმინს ამჯობინებენ თავისი არაერთმნიშვნელიანობის გამო, რაც აძლევს საშუალებას ქუირ-იდენტობის მქონე ადამიანებს თავი აარიდონ ზოგჯერ ზედმეტად მკაცრ საზღვრებს, რომლებთანაც ასოცირდება გეი, ლესბოსელი და ტრანსგენდერი იდენტობები. ქვიარი არ არის LGBT-სსინონიმი, რადგანაც ის სპექტრი რომელსაც იგი მოიცავს მრავალფეროვანია. გარდა LGBT იდენტობის მქონე პირებისა ქვიარი შეიძლება ეწოდოს პანსექსუალებს, ინტერსექსუალებს, ასექსუალებს, ავტოსექსუალებს, გენდერქვიარებს, ასევე გენდერულად ნორმატიულ ჰეტეროსექსუალებს, რომელთა სექსუალური აქტივობა არ ექვემდებარება ჰეტერო სექსუალურ დამკვიდრებულ ნორმებს. მაგ: პირები რომლებიც ბდსმ პრაქტიკას მიმართავენ ან პოლიამორული პირები. ზოგიერთი ადამიანისთვის ტერმინის არა სპეციფიკურობა განმათავისუფლებელია. ამრიგად ქვიარი უწევს წინააღმდეგობას როგორც ჰეტერონორმატიულობას ასევე ჰომო ნორმატიულობას და უარს ამბობს იდენტობის ტრადიციულ ესენციალისტურ პოლიტიკაზე.
სამეცნიერო წრეებში ტერმინი ქვიარი და მასთან დაკავშირებული ზმნა queering მიუთითებს ლიტერატურის, აკადემიური დარგების, სხვა სოციალური და კულტურული ასპექტების შესწავლას არა ჰეტერონორმატიული და გენდერული კვლევების საპირისპირო პერსპექტივიდან. ქვიარ კვლევა შეისწავლის საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერის იდენტობასთან, აქცენტი ხშირად LGBT თემზე და კულტურაზე კეთდება.
ქვიარ-თეორია არის პოსტ-სტრუქტურალისტური კრიტიკული თეორიის დარგი, რომელიც წარმოიშვა 1990-იანების დასაწყისში ქვიარ კვლევებისა და ქალთა შესახებ კვლევების საფუძველზე. ქუირ თეორეტიკოსები აკრიტიკებენ მეინსტრიმ გეი მოძრაობას, რადგანაც ის კავშირშია ნეოლიბერალიზმთან და იმპერიალიზმთან, ასევე გეი-ტურიზმს, გეი და ტრანს სამხედრო ინტეგრაციას, სახელმწიფოს და ეკლესიის მიერ სანქციონირებულ ქორწინებებს მონოგამიური გეი წყვილებისთვის. ფერადკანიანმა ქვიარ თეორეტიკოსმა პუარმა შემოიტანა ტერმინი ჰომონაციონალიზმი, რომელიც ეხება ამერიკულ გეი თემში ნაციონალიზმის, თეთრი უპირატესობის და პატრიარქატის აღზევებას.
მსოფლიოში რამდენიმე ლგბტ სოციალური მოძრაობა იყენებს ტერმინ „ქვიარს“, მაგ: ქვიარ ახალგაზრდების ქსელი, დიდ ბრიტანეთში. არსებობს ქვიარ კულტურის განხრები, ქვიარ იდენტური შეხედულებების კომბინაციები სხვა შეხედულებებთან, მაგ: ქუირქორი, კულტურული და სოციალური მოძრაობა, რომელიც პანკ-DIY მოძრაობის განშტოებაა, მოიცავს მუსიკას, ლიტერატურას და კინოს. ტერმინი „ქვიარ მიგრაცია“ აღნიშნავს LGBTQ ადამიანებს მთელს მსოფლიოში, რომლებმაც თავი დააღწიეს დისკრიმინაციას ან მკურნალობას მათ ორიენტაციის ან გენდერული გამოხატვის გამო. ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა Iranian Railroad for Queer Refugees, ცდილობენ დაეხმარონ ასეთ დევნილებს.
ქვიარი სადავო ტერმინია. მრავალი ლგბტ და არა-ლგბტ ორგანიზაცია უარყოფს მის ხმარებას. ზოგი ლგბტ ადამიანი თვლის, რომ სიტყვა დამცინავი და შეურაცხმყოფელია, რადგან ინგლისურში ხშირად გამოიყენება როგორც სიძულვილის ენის ფორმა. სხვები კი სიტყვას პოლიტიკურ რადიკალიზმთან ასოცირებენ და ადანაშაულებენ მოძრაობას ლგბტ თემის დაყოფაში პოლიტიკური შეხედულების, კლასის, სქესის, ასაკის და მიხედვით. კამათს ტერმინის ირგვლივ ასევე იწვევს ის განხეთქილებაც, რომლის მიხედვითაც ლგბტ თემის ზოგი წარმომადგენელი თავს ნორმალურად თვლის, სურს აღიქმებოდეს საზოგადოების ჩვეულებრივ, სრულყოფილ წევრად, ხოლო ზოგი კი თავს აღიქვამს განცალკევებულ, კონფრონტაციულ,ჩვეულებრივი საზოგადოების წესების მიღმა მყოფად.
ლიტერატურა
რედაქტირება- შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.