ლგბტ

(გადამისამართდა გვერდიდან LGBTQ)

ლგბტ (ინგლ. LGBT) — აკრონიმი, რომელიც ინგლისურ ენაში ესბოსელი, ეი, ისექსუალი და რანსგენდერი ადამიანების აღსანიშნავად შეიქმნა. ტერმინი 1990-იანი წლებიდან გამოიყენება და „ლგბ“ აბრევიატურის ადაპტაციაა, რომელმაც 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან სიტყვა „გეი“ ჩაანაცვლა; ეს უკანასკნელი იმ დროს სრულიად ლგბტ საზოგადოების აღმნიშვნელ ტერმინად გამოიყენებოდა.[1] ეს ცვლილება გამოწვეულ იქნა გავრცელებული აზრით, რომლის მიხედვითაც „გეი საზოგადოება“ არ მოიცავდა ყველა არსებულ სექსუალურ იდენტობას.[2] აშშ-ში და სხვა ინგლისურენოვან ქვეყნებში ეს აბრევიატურა შემდგომში ფართოდ გავრცელდა სხვადასხვა სექსუალური იდენტობის მქონე ადამიანთა თვითაღნიშვნისთვის და მიღებულ იქნა სექსუალობაზე და გენდერულ იდენტობაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ცენტრის უმრავლესობის და მედიის მიერ.[3] ლგბტ აგრეთვე გამოიყენება ისეთ ქვეყნებშიც, რომელთა ენებში ეს აბრივიატურა მრავალმნიშვნელოვანია, მაგალითად საფრანგეთში.

აკრონიმი „ლგბტ“ დაამკვიდებული იქნა ლგბტ გამომცემლობების, პრაიდ აღლუმების, და მსგავსი ღონისძიებების მიერ, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ბოლონიის პრაიდი 2008 წელს.

ზოგიერთ ვარიაციაში ტერმინს ასობგერა ემატება მათ აღსანიშნავად, ვინც საკუთარ თავს ქვიარად თვლის. ტერმინები ლგბტქ და „ქვიარი“ ხშირად ურთიერთშენაცვლებადია და გამოიყენება სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გენდერული თვითგამოხატვის მქონე ადამიანთა მრავალფეროვნების ხაზგასასმელად. ქვიარი არის ე.წ. ქოლგა ტერმინი. ის ლგბტქ+ საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს შეიძლება ესადაგებოდეს. ტერმინი უფრო ზოგადი და მრავლის მომცველია[4], ანუ გამოიყენება არა მხოლოდ ექსკლუზიურად ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ ან ტრანსგენდერ ადამიანთა აღსანიშნავად, არამედ არაჰეტეროსექსუალ ან არასისგენდერი ადამიანთა აღსანიშნავადაც.[5] ტერმინი ლგბტქ 1996 წლიდანაა დარეგისტრირებული.[6]

რიგ შემთქვებში ასობგერა ასევე შეიძლება გამოიყენებოდეს ტერმინ „Questioning“-ის აღსანიშნავადაც და გულისხმობს იმ პირებს, ვინც საკუთარ სექსუალურ ორიენტაციასა და/ან გენდერულ იდენტობას ეჭვის ქვეშ აყენებს.

ის თუ რამდენად ღიად აღიარებენ ან არ აღიარებენ საკუთარ იდენტობას ლგბტ პირები დამოკიდებულია მათ სახცოვრებელ გარემოში არსებული ლგბტ უფლებების მდრომარეობაზე.[7]

  1. Acronyms, initialisms & abbreviations dictionary, Volume 1, Part 1uu Gale Research Co., 1985, ISBN 978-0-8103-0683-7. Factsheet five, Issues 32–36, Mike Gunderloy, 1989
  2. Swain, Keith W.. (21 June 2007) Gay Pride Needs New Direction. Denver Post. ციტირების თარიღი: 2008-07-05.
  3. National Lesbian & Gay Journalists Association: Stylebook Supplement on LGBT Terminology, NLGJA 2008. Stylebook Supplement
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-15. ციტირების თარიღი: 2020-06-02.
  5. Shankle, Michael D. (2006). The Handbook of Lesbian, Gay, Bisexual, and Transgender Public Health: A Practitioner's Guide To Service. Haworth Press. ISBN 1-56023-496-2. 
  6. (2008-11-01) The Santa Cruz County in-queery, Volume 9, Santa Cruz Lesbian, Gay, Bisexual & Transgendered Community Center, 1996. Books.google.com. ციტირების თარიღი: 2011-10-23. 
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-11. ციტირების თარიღი: 2014-05-16.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლგბტ&oldid=4538706“-დან