სისგენდერი (ინგლ. cisgender) — ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობა ემთხვევა დაბადებისას მინიჭებული სქესის შესაბამის გენდერულ როლს. სისტემაში, სადაც ფიქსირებული როლები პირდაპირ მიბმულია ბიოლოგიურ სქესთან, ძნელია გენდერული თვითგამოხატვის ალტერნატიულ გზებს მიმართო. ბევრი ადამიანი გაცნობიერებულად ებრძვის ბინარულ კატეგორიებს და აპროტესტებს მიდგომას, რომელიც სქესს წარმოაჩენს ბედისწერად და როლად, რომელსაც ვერსად გაექცევი. სხვებისთვის ტრანსგრესია არის იმის დასტური, რომ გენდერული იდენტობა ინდივიდის საკუთრებაა და არა სოციუმის და ყველას აქვს უფლება განსაზღვროს საკუთარი სხეული, ქცევა და გარეგნობა არსებული დეფინიციებისა და კატეგორიებისადმი მისადაგების ვალდებულების გარეშე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სქესი, გენდერი, ორგიენტაცია გვ. 16.