ლუსი ბარნსი (დ. 28 ივლისი, 1879 – გ. 22 დეკემბერი, 1966) — ამერიკელი სუფრაჟისტი და ქალთა უფლებების დამცველი.[1] ის იყო ძლიერი აქტივისტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში. ბარნსი ელის პოლის ახლო მეგობარი იყო და მასთან ერთად ჩამოაყალიბა ქალთა ეროვნული პარტია.[2]

ლუსი ბარნსი
დაბადების თარიღი 28 ივლისი, 1879
ბრუკლინი
გარდაცვალების თარიღი 22 დეკემბერი, 1966 (87 წლის)
ბრუკლინი
განათლება პარკერის რელიგიური ინსტიტუტი
ალმა-მატერი კოლუმბიის უნივერსიტეტი
ვასარის კოლეჯი
იელის უნივერსიტეტი
ოქსფორდის უნივერსიტეტი
საქმიანობა სუფრაჟისტი, ქალთა უფლებების დამცველი
ცნობილია როგორც ქალთა ეროვნული პარტიის დამფუძნებელი ელის პოლთან ერთად

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

ბარნსი დაიბადა ნიუ-იორკში კათოლიკე ირლანდიელების ოჯახში.[3] ის ძალიან ლამაზი იყო და ვულგარული მამაკაცები მას ყოველთვის უპატივცემულოდ ექცეოდნენ. ლუსი ნიჭიერი სტუდენტი იყო, თავდაპირველად პარკერის კოლეჯში სწავლობა, რომელიც მაშინ ბრუკლინის ქალთა აკადემიის სახელით იყო ცნობილი. კოლეჯის მთავარი დევიზი იყო ის, რომ „გოგონებისთვის ესწავლებინათ, როგორ გამხდარიყვნენ ქალბატონები“ და ამასთან რელიგიურ განათლებას ანიჭებდნენ უპირატესობას. სანამ მასწავლებელი გახდებოდა ლუსი ასევე სწავლობდა კოლუმბიის, ვასარისა და იელის უნივერსიტეტებში.[4]

ბარნსი ორი წლის განმავლობაში ბრუკლინში ერასმუსის უმაღლეს სკოლაში ასწავლიდა. მიუხედავად იმისა, რომ მას მოსწონდა განათლების დარგში მუშაობა, მას სურდა საკუთარ ნაშრომებზე ემუშავა.[5] 1906 წელს 27 წლის ასაკში ის გადავიდა გერმანიაში რათა შეესწავლა ეს ენა. გერმანიაში ბარნსი სწავლობდა ბონისა და ბერლინის უნივერისტეტებში 1906 წლიდან 1909 წლამდე. შემდეგში ის ბრიტანეთში გადავიდა, სადაც ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩააბარა და განაგრძო ინგლისურის შესწავლა. ბარნსი იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან მას ფინანსურად ძლიერი მამა, ედვარდ ბარნსი, ეხმარებოდა და მის საერთაშორისო განათლებას აფინანსებდა.

აქტივიზმი

რედაქტირება
 
ლუსი ბარნსი ციხეში ყოფნის დროს, ვაშინგტონი

ინგლისში ბარნსი დაინტერესდა სუფრაჟიზმით, რის გამოც მან მალევე დატოვა სკოლა და მისი ენთუზიაზმი ქალთა ხმის მიცემის უფლებების მოპოვების საქმისკენ მიმართა. ლუსიმ, როგორც ახლო კოლეგამ ემელინ და კრისტაბელ პანკჰერსტების, განსაკუთრებული სიმამაცის გამო, რომელიც მან ციხეში პატიმრობისა და შიმშილის დროს გამიჩინა, მიიღო დამსახურებული მედალი პანკჰერსტების ქალთა სოციალური და პოლიტიკური კავშირისგან.

ბარნსი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1912 წელს დაბრუნდა. იქ ელის პოლთან ერთად დაიწყო ბრძოლა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანისთვის, რომელიც ქალებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას მისცემდა. 1913 წელს მათ დააარსეს ქალთა სუფრაჟიზმის კონგრესის კავშირი, რომელის სამი წლის შემდეგ ქალთა ეროვნულ პარტიად ჩამოყალიბდა. ბარნსი ორგანიზებას უწევდა პოლიტიკურ კამპანიებს. მან ციხეში რამდენიმე ხანი გაატარა, რადგან პირველი მსოფლიო ომის დროს ვაშინგტონის ქუჩებში ავრცელებდა სუფრაჟისტულ განცხადებებს და პრეზიდენტ ვუდრო უილსონის წინააღმდეგ აწყობდა დემონსტრაციებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბარნსი დაუღალავი, ცეცხლოვანი და ენთუზიაზმით სავსე ორატორი და აქტივისტი იყო, ბევრმა ბრძოლამ გამოფიტა. 1920 წლის 26 აგვისტოს კონსტიტუციის მეცხრამეტე შესწორების შემდეგ, ბარნსი გამოეყო პოლიტიკურ აქტივიზმს. ის ბრუკლინში დაბრუნდა და მის ორ დაუქორწინებელ დებთან გააგრძელა ცხოვრება. 1923 წელს მან ახალდაბადებული დისშვილის მოვლა დაიწყო, რადან მისი უმცროსი და მშობიარობას გადაყვა. ამის შემდეგ ლუსი აქტივიზმს არასდროს დაბრუბენია. ლუსი ბარნსი 1966 წელს გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Barker-Benfield, G.J., & Clinton, C. (1991). Portraits of American Women from Settlement to the Present (pp. 437–439). New York, NY: Oxford University Press, Inc.
  • Becker, S.D. (1981). The origins of the Equal Rights Amendment: American feminism between the wars. Westport, CT: Greenwood Press.
  • Bland, S.R. (1981). 'Never Quite as Committed as We'd Like': The Suffrage Militancy of Lucy Burns (Vol. 17, Issue 2, pp. 4–23). Journal of Long Island History, 1981.
  • Clift, E. (2003). Founding Sisters and the Nineteenth Amendment. Hoboken, NJ: John Wiley & Sons.
  • Iron Jawed Angels Website. http://iron-jawed-angels.com/

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Bland, 1981 (p. 8)
  2. Bland, 1981 (p. 8), Lunardini, 1986 (p. 9)
  3. Lunardini, 1986 (p. 14)
  4. Bland, 1981 (p. 6), Lunardini, 1986 (p. 14)
  5. Bland, 1981 (p. 6)