ელის სტოუქს პოლი (ინგლ. Alice Stokes Paul; დ. 11 იანვარი, 1885 ― გ. 9 ივლისი, 1977) ― ამერიკელი კვაკერი, სუფრაჟისტი, ფემინისტი, ქალთა უფლებების დამცველი და აშშ-ის კონსტიტუციის მეცხრამეტე შესწორების კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი და სტრატეგი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სქესობრივ დისკრიმინაციას ხმის მიცემის უფლებათა საკითხში. პოლმა ლუსი ბერნსთან და სხვებთან ერთად წამოიწყო სტრატეგიული ღონისძიებები, როგორებიცაა ქალთა ხმის უფლების პროცესია და მდუმარე სენტილები, რომელიც იმ წარმატებული კაპმანიის ნაწილი იყო, რის შედეგადაც მოხდა შესწორება 1920 წელს.[1]

ელის სტოუქს პოლი
მშობლიური სახელი უილიამ პოლ I, ტესი პერი
დაბადების თარიღი 11 იანვარი, 1885
გარდაცვალების თარიღი 9 ივლისი, 1977 (92 წლის)
ალმა-მატერი სუფრაჟისტი

პოლი ხშირად განიცდიდა პოლიციის სისასტიკეს და სხვა ფიზიკურ შეურაცხყოფას მისი აქტივიზმის გამო, ყოველთვის პასუხობდა მათ არაძალადობითა და გამბედაობით. იგი საშინელ პირობებში დააპატიმრეს 1917 წელს, თეთრი სახლის წინ გამართულ მდუმარე სენტინელების პროტესტში მონაწილეობისთვის, ისე როგორც ეს გააკეთა რამდენჯერმე ინგლისში ქალთა ხმის უზრუნველსაყოფად

1920 წლის შემდეგ, პოლი ნახევარი საუკუნის განმავლობაში იყო ქალთა ეროვნული პარტიის ლიდერი, რომელიც იბრძოდა თანაბარი უფლებებისთვის, რომელიც ხელმძღვანელობდა პოლ და კრისტალ ისტმენის მიერ შექმნილი დოკუმენტით, ქალთა კონსტიტუციური თანასწორობის უზრუნველსაყოფად. მან მოიპოვა დიდი წარმატება 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტით იურიდიული მეცნიერის პაულ მიურეის გვერდით როგორც დისკრიმინაციისგან დაცული ჯგუფი.

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება

ალის სტოკ პოლი დაიბადა 1885 წლის 11 იანვარს უილიამ მაიკლ პოლ I-ის (1850-1902) და ტეის პერი პოლის (1859-1930) ოჯახში, ჰოლსდეილში, მაუნტ ლორელის ქალაქ ნიურ ჯერსიში.[2][3] ალისა სტოქსის სახელი მან მიიღო(1821-1889), მისი დიდი ბებიისგან და უილიამ პარის (1817-1888) ცოლისგან. მისი და-ძმები იყვნენ უილიამ მაიკლ პოლ II (1886 - 1958), ჰელენ პოლ შირერი (1889-1971) და პარი ჰეინს პოლი (1895-1956). ის იყო პენსილვანიის კვაკერის დამაარსებელის, უილიამ პენის შთამომავალი. მისი წინაპრები იყვნენ ნიუ ჯერსის მიმოწერის კომიტეტის მონაწილეები რევოლუიციურ ეპოქაში და სახელმწიფო საკანონმდებლო ლიდერი მე-19 საუკუნეში. ის გაიზარდა საჯარო სამსახურის კვაკერულ ტრადიციაში. ალისა პოლმა პირვლეად შეიტყო ქალთა ხმის უფლების შესახებ დედისგან, რომელიც იყო წევრი ეროვნული ამერიკელი ქალთა ხმის უფლება ასოციაციის (NAWSA) წევრი. რის გამოც, ხშირად ესწრებოდა მათ მიერ გამართულ შეხვედრებს.[4]

ელის პოლი ესწრებოდა Moorestown Friends School, სადაც დაამთავრა მაღალი კლასები[5]. 1901 წელს იგი წავიდა Swarthmore College-ში, ინსტიტუტში, რომლის დამფუძნებელი ბაბუა იყო. Swarthmore-ში სწავლის დროს ელისი მსახურობდა სტუდენტური თვითმართველობის წევრი იყო, სწორედ ეს იყო პირველი გადადგმული ნაბიჯი, რამაც გამოიწვია მისი დაინტერესება და აღფრთოვანება პოლიტიკური აქტივიზმით. დაამთავრა სვარტმორის კოლეჯი ბიოლოგიის ბაკალავრის ხარისხით 1905 წელს.[6]

ნაწილობრივ იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინა მასწავლებლობა, პოლმა სკოლის დამთავრების შემდეგ სოციალური მუშაობდა დაიწყო და სცახოვრებლად გადავიდა ქვედა ის-საიდის კოლეჯის დასახლებაში. აქ ყოფნის პერიოდში მასზე გავლენა მოახდინა იდეამ, თუ რამდენადაა საჭირო უფლებათა დაცვა ამერიკაში. ამის შემდეგ პოლი გადაწყვეტს, რომ სოციალური სამუშაო არ იყო ის სწორი გზა რომელის მიზნებს მიაღწევინებდა. : მე ვიცოდი სულ ცოტა ხანში, რომ არასდროს ვიქნები სოციალური მუშაკი, რადგან ვხედავდი, რპმ სოციალური მუშაები დიდ სიკეთეს არ აკეთებდნენ მსოფლიოში... თქენ არ შეგეძლოთ შეგეცვალათ არსებული ვითარება სოციალური მუშაობით".[7]

ამის შემდეგ ელის პოლი იღებს მაგისტრის ხარისხს პენსილვანიის უნივერსიტეტში 1907 წელს პოლიტიკური მეცნიერების, სოციოლოგიისა და ეკონომიკის მიმართულებით. მან გააგრძელა სწავლა Woodbrooke Quaker Study Centre-ში, ბირმინგენში, ინგლისი და ესწრებოდა ეკონომიკის კურსებს ბირმინგემში. ამავდროულად აგრძელებდა სოციალური სამუშაოს შესრულებას. აქ მან პირველად მოისმინა კრისტაბელ ჰარიეტ პანხურსტის საუბარი, რომელიც ასეცე ბრიტანელი სუფრაჟისტი იყო. როდესაც პოლი გადავიდა ლონდონში სოციოლოგიისა და ეკონომიკის შესასწავლად ლონდონის ეკონომიკის სკოლაში, იგი შეუერთდა მებრძოლი ხმის უფლებათა ჯგუფს ქალთა სოციალურ და პოლიტიკურ კავშირს (WSPU), რომელსაც ხელმძღვანელობდნენ კრიტსაბელი და მისი დედა, ემელინ პანხურსტი. პოლი არარერთხელ დააპატიმრეს ხმის მიცემის დემონსტრაციების დროს და სამჯერ მოიხადა სასჯელი. 1910 წელს ინგლისიდან დაბნრუნების შემდეგ მან სწავლა განაგრძო პერნსილვანიის უნივერსიტეტში და მიიღო დოქტორის ხარისხი სოციოლოგიაში. მისი დისერტაცია ეხებოდა ქალთა უფლებებს: " ქალების სამართლებრივი პოზიცია პენსილვანიაში", სადაც ის განიხილავდა ქალთა მოძრაობის ისტორიას პენსილვანიასა და დანარჩენ შეერთებულ შტატებში და მოუწოდებდა სუფრაჟისტებს ეს საკითხი დღის წესრიგში დაეყენებინათ.[8]

მოგვიანებით პოლმა მიიღო სამართლის ბაკალავრის ხარისხი ვაშინგტონის სამართლის კოლეჯში ამერიკულ უნივერსიტეტში 1922 წელს, მას შემდეგ რაც საარჩევნო უფლებებისთვის ბრძოლა დასრულდა.[9]1927 წელს კი მიიღე მაგისტრის ხარისხი, 1928 წელს დოქტორის ხარისხი სამოქალაქო სამართალში ამერიკის უნივერსიტეტში.[10]

ბრიტანეთი

რედაქტირება

ადრეული წლები: არჩევნებში ქალთა ხმის უფლებებისთვის ბრძოლა

რედაქტირება

1907 წელს, პენსილვანიის უნივერსიტეტში მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, პოლი საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა, სადაც საბოლოოდ ღრმად ჩაერთო ბრიტანეთის ქალთა საარჩევნო უფლების მოძრაობაში, რეგულარულად მონაწილეობდა ქალთა სოციალური და პოლიტიკური კავშირის დემონსტრაციებსა და მსვლელობებში (WSPU). „კონვერტაციის გამოცდილების“ შემდეგ, როდესაც უსმენდა კრისტაბელ პანხურსტს ბირმინგემის საუბარს უნივერსიტეტში, პოლ შეიყვარა მოძრაობამ. იგი პირველად ჩაერთო სუფრაჟისტების ჟურნალის გაყიდვის ღონისძებაში ქუჩაში. ეს იყო განსაკუთრებით რთული ამოცანა სუფრაჟისტების მიმართ მტრობის გათვალისწინებით და თვალი აეხილა მოძრაობაში ჩართული ქალების შეურაცხყოფაზე. ამ გამოცდილებამ, პროფესორ ბეატრის უების სწავლებებთან ერთად, დაარწმუნა პოლი, რომ სოციალური მუშაობა და ქველმოქმედება ვერ მოიტანს საჭირო სოციალურ ცვლილებებს საზოგადოებაში: ეს შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ქალების თანაბარი სამართლებრივი სტატუსის მეშვეობით.

ლონდონში ყოფნისას პოლი ასევე შეხვდა ლუსი ბერნსს, თანამემამულე ამერიკელ აქტივისტს, რომელიც დააკავეს ბრიტანეთის პოლიციის განყოფილებაში[11], რომელიც გახდებოდა მნიშვნელოვანი მოკავშირე ხმის უფლებაზე ბრძოლაში, ჯერ ინგლისში, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში. ორმა ქალმა სწრაფად მოიპოვა WSPU-ს ცნობილი წევრების ნდობა და დაიწყეს ღონისძიებებისა, კამპანიისა და ოფისების ორგანიზება. როდესაც ემელინ პანხურსტი ცდილობდა მოძრაობის გავრცელებას შოტლანდიაში, პოლ და ბერნსი თან ახლდნენ მას, როგორც თანაშემწეები.

პოლმა სწრაფად მოიპოვა WSPU-ს თანამემამულეების ნდობა, როგორც ვიზუალური რიტორიკის ნიჭით, ასევე საკუთარი თავის ფიზიკურ საფრთხეში ჩაყენების სურვილით, რათა გაეზარდა ცნობადობა საარჩევნო უფლების მოძრაობისთვის . ედინბურგში WSPU-ს სათაო ოფისში ყოფნისას პოლმა და ადგილობრივმა სუფრაჟისტებმა დაგეგმეს გაეპროტესტებინათ საგარეო საქმეთა მინისტრის, სერ ედვარდ გრეის გამოსვლა. ერთი კვირით ადრე ისინი ესაუბრებოდნენ ქუჩაში მყოფ ხალხს, რათა გაევრცელებინათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ უპირისპირდებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრს. შეხვედრაზე, მას შემდეგ, რაც გრეიმ განიხილა შემოთავაზებული კანონმდებლობა, რომელიც ამტკიცებდა, რომ აყვავებამდე მიიყვანდა, პოლი წამოდგა და წამოიძახა: „კარგი, ეს ძალიან მშვენიერი იდეალებია, მაგრამ არ შეგიძლია მათი გავრცელება ქალებზე?“ პოლიციამ ის ძალით გაიყვანა სასამართლო დარბაზიდან და ქუჩაში გაიყვანა, საიდანაც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ის დააკავეს. როგორც დაგეგმილი იყო, ეს ქმედება ბევრმა განიხილა, როგორც ლეგიტიმური პროტესტის საჯაროდ განხილვის ჩახშობის მცდელობა, რის შედეგედაც უფრო მეტად გაიზარდა საზოგადოებისა და მედიის მხრიდან დაინტერესება ამ საკითხით.

შემდგომი მოვლენები მოიცავდა სხეულის დაზიანების კიდევ უფრო მეტ რისკს. 1909 წლის აგვისტოში, გლაზგოში, წმინდა ანდრიას დარბაზში პოლიტიკური შეხვედრის წინ, პოლი ავიდა დარბაზის სახურავზე, რათა მას შეეძლო მიემართა ქვემოთ მყოფი ხალხისთვის. როდესაც პოლიციამ აიძულა ჩამოსულიყო, ხალხი მის ძალისხმევას აღტაცებით შეეგება. მოგვიანებით, როდესაც პოლმა, ბერნსმა და თანამემამულე სუფრაჟეტებმა აქციაზე შესვლა სცადეს, ისინი პოლიციელებმა სცემეს, ამავდროულად კი თანამგრძნობი გამვლელები ცდილობდნენ მათ დაცვას. მას შემდეგ, რაც პოლი და მისი თანამოაზრეები დააკავეს, ხოლო ბრბო შეიკრიბა პოლიციის განყოფილების წინ ქალების გათავისუფლების მოთხოვნით.[12]

სამოქალაქო დამოურჩილებლობა და შიმშილი

რედაქტირება

ქალთა სოციალურ და პოლიტიკურ კავშირთან ასოცირებისას პოლი შვიდჯერ დააპატიმრეს და სამჯერ კი ციხეში მოიხადა სასჯელი[13] ციხეში ყოფნის დროს მან ისწავლა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ტაქტიკა ემელინ პანხურსტისგან. ამ ტაქტიკებს შორის მთავარი იყო დაპატიმრებისას პოლიტპატიმრად თავის გამოცხადება. ეს არამხოლოდ საზოგადოებისთვის მესიჯის გასაგზავნი საშუალება იყო, არამედ შესაძლებელი იყო მიეღო ხელშესაღები სარგებელი საკუთარი თავის პოლიტიკურ პატიმრად ცნობის შედეგად. ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ინგლისში, პოლიტპატიმრებს მიენიჭათ სპეციალური სტატუსი. კერძოდ: „დაპატიმრებისთანავე არ ჩხრეკდნენ, არ აბინავებდნენ დანარჩენ პატიმრებთან, არ მოეთხოვებოდათ ციხის სამოსის ტარება და არ იკვებებოდნენ იძულებით, თუ. ისინი შიმშილობას გამოაცხადებდნენ."მ[14]იუხედავად იმისა, რომ დაპატიმრებულ ხუფრეჟეტებს ხშირად არ ენიჭებოდათ პოლიტპატიმრის სტატუსი, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ამ ფორმამ დიდი გავლენა მოახდინა WSPU-სთვის. მაგალითად, ლონდონში დაპატიმრების დროს (პოლიტპატიმრის სტატუსის უარყოფის შემდეგ), პოლმა უარი თქვა პატიმრის ტანსაცმლის ჩაცმაზე. მას შემდეგ, რაც ციხის მატრონები იძულებით აცმევდნენ, მათ დახმარება სთხოვეს კაც მცველებს. ამ შოკისმომგვრელად არასათანადო აქტმა დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე და ასევე საარჩევნო უფლების მოძრაობის მოთხოვნაზე.

სუფრაჟეტების მიერ გამოცხადებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კიდევ ერთი პოპულარული ტაქტიკა იყო შიმშილობა. WSPU-სთან დაკავშირებული პირველი შიმშილობა ჩაატარა მოქანდაკე მარიონ უოლას დანლოპმა 1909 წლის ივნისში. ამ ხერხს ფართოდ იყენებდნენ WSPU წევრების მიერ არასათანადო მოპყრობის გასაჯაროებისა და ციხისგან სწრაფი გათავისუფლების ეფექტურობის გამო. საჭმელზე უარის თქმამ ხელი შეუწყო პოლის ვადაზე ადრე გათავისუფლებას მისი პირველი ორი დაპატიმრების დროს. თუმცა, მესამე ჯერზე ციხეში ყოფნის დროს, ზედამხედველმა უბრძანა დღეში ორჯერ იძულებითი ეკვება, რათა პოლი საკმარისად ძლიერი ყოფილიყო, რათა დაესრულებინა მისი ერთთვიანი სასჯელი.

მიუხედავად იმისა, ციხეების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ პატიმრების იძულებითი კვება მხოლოდ მათ სასარგებლოდ იყო, პოლმა და სხვა ქალებმა ეს პროცესი უარყოფითად და ძალადობრივი გზით აღწერეს. ციხეში ყოფნის ერთი თვის ბოლოს პოლს მძიმე გასტრიტი განუვითარდა. იგი ციხიდან გამოიყვანეს და სასწრაფოდ ექიმთან წაიყვანეს. თუმცა, ამ მოვლენის შემდეგ, მისი ჯანმრთელობა გაუარესდა; მას ხშირად ემართებოდა გაციება და გრიპი, რაც ზოგჯერ საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას.[15] პოლს WSPU-მ მიანიჭა შიმშილის მედალი "მამაცობისთვის".

ამერიკის შეერთებული შტატები

რედაქტირება

ლონდონის ბოლო პატიმრობის შემდეგ, პოლ დაბრუნდა შეერთებულ შტატებში 1910 წლის იანვარში, რათა გაეგრძელებინა მკურნალობა და შეემუშავებინა გეგმა საარჩევნო უფლებების მისაღებად. პოლის ქმედბეები ინგლისში კარგად იყო ცნობილი და ამერიკულმა საინფორმაციო მედიამ მალევე დაიწყო მისი ქმედებების თვალყურის დევნება სახლში დაბრუნებისთანავე. მან გამოიყენა ვუდბრუკის სწავლებები, მისი რელიგია და გადაწყვიტა, განეხორციელებინა ერთი მთავარი მიზანი: ქალების თანასწორ მოქალაქებად აღიარება.

პოლ ხელახლა ჩაირიცხა პენსილვანიის უნივერსიტეტში, აგრძელებდა დოქტორის ხარისხს, კვაკერის აუდიტორიის წინაშე ბრიტანულ საარჩევნო უფლების მოძრაობაში მის გამოცდილებაზე ისაუბრა და დაიწყო მუშაობა შეერთებული შტატების ხმის მიცემის უფლების საკითხზე ლოკალურ დონეზე.

დისერტაციის დასრულების შემდეგ, ამერიკელი ქალების ლეგიტიმური უფლებების სიღრმისეული მიმოხილვის შემდეგ, მან მონაწილეობა მიიღო ეროვნული ამერიკელი ქალთა ხმის უფლებათა ასოციაციის (NAWSA) აქციებში და 1910 წლის აპრილში სთხოვეს გამოსულიყო NAWSA-ს ყოველწლიურ კონვენციაზე. ამ დიდი შესაძლებლობის შემდეგ, პოლმა და ბერნსმა შესთავაზეს NAWSA-ს ხელმძღვანელობამ ჩართულიყვნენ კამპანიაში, რათა მოეპოვებინათ სამართლებრივი უფლება, რომელიც დაამტკიცებდა ქალებს ხმის მიცემას კანონიერად. ეს სრულიად ეწინააღმდეგებოდა NAWSA-ს სახელმწიფო სტრატეგიას. პოლსა და ბერნსმა შემოთავაზების მოსმენის შემდეგ გაიცინეს. ერთადერთი გამონაკლისი იყო ჯეინ ადამსი, რომელმაც შესთავაზა ამ გეგმის შშერბილება. საპასუხოდ, პოლმა სთხოვა დაეიკავებინა ადგილი ორგანიზაციის კონგრესის კომიტეტში.[16]

1913 წლის ქალთა ხმის უფლებიდს მიცემის პროცესია

რედაქტირება

პოლის ერთ-ერთი დიდი პროეტი სწორედ 1913 წელს გაიმართა ქალთა მიმართ ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით ვაშინგტონში, პრეზიდენტ ვილსონის ინაუგურაციის წინა დღეს.პოლს გადაწყვეტილი ჰქონდა ზეწოლა მოეხდინა უილსონზე, რადგან პრეზიდენტს ექნებოდა ყველაზე დიდი გავლენას კონგრესზე. მან მოხალისეებს დაავალა, რომ დაკავშრებოდნენ სუფრაჟისტებს მთელს ქვეყანაში და მოჰყავდათ მხარდამჭერები აღლუმზე. რამდენიმე კვირაში პოლმა მოახერხა შეეკრიბა დაახლოებით რვა ათასი ადამიანი, რომლებიც წარმოადგენდნენ ქვეყნის უმეტეს ნაწილს. თუმცა, მას გაცილებით უფრო უჭირდა საპროტესტო აღლუმში ინსტიტუციური მხარდაჭერის მოპოვება. პოლი დაჟინებით მოითხოვდა, რომ აღლუმის მარშრუტი პენსილვანიის გამზირი ყოფილიყო, სანამ პრეზიდენტ უილსონი გაივლიდა. აღნიშნული მარშუტის მიზანი იყო გაგზავნა მესიჯი, რომ ქალთა საარჩევნო უფლებისკენ სწრაფვა არსებობდა უილსონამდე და საჭიროების შემთხვევაში გაუძლებდა მას. ამ მარშრუტს თავდაპირველად წინააღმდეგობა გაუწიეს DC-ის ოფიციალურმა პირებმა და ბიოგრაფი ქრისტინე ლუნარდინის თქმით, პოლ იყო ერთადერთი, ვისაც ნამდვილად სჯეროდა, რომ აღლუმი ამ მარშრუტზე უნდა გამართულიყო. საბოლოო ჯამში, აღლუმის ეს მარშუტი ჩაიშალა თუმცა, ამით არ დასრულებულა აღლუმის უბედურება. ქალაქის ზედამხედველებმა განაცხადეს, რომ ქალები უსაფრთხოდ არ იქნებოდნენ პენსილვანიის გამზირის მარშრუტზე და მკაცრად მოსთხოვა ჯგუფს აღლუმის გადატანა. პოლმა მოსთხოვ მათ უფრო მეტი პოლიციელი გამოეგზავნათ; რაც არ მომხდარა. 1913 წლის 3 მარტს აღლუმმა მოიპოვა ლეგიტიმურობა. კონგრესმა მიიღო სპეციალური რეზოლუცია, რომელითაც უბრძანებდა სილვესტერს, აეკრძალა ყველა ყვეანაირი მოძრაობა აღლუმის მარშრუტზე და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მონაწილეებთან ყოველგვარი ჩარევა შეეზღუდა.

ღონისძიების დღეს მსვლელობა ელის პოლის სასურველი მარშრუტით წარიმართა. ღონისძიებას, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი იურისტი ინეს მილჰოლანდი, თეთრებში ჩაცმული და ცხენზე ამხედრებული, New York Times-მა აღწერა, როგორც "ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავად ლამაზი სპექტაკლი, რაც კი ოდესმე ყოფილა ამ ქვეყანაში".[17] აღლუმზე ასევე გამოიფინა მრავალი ბენდი, ბანერები, ესკადრილიები, ეტლები და ტივტივები, რომლებიც წარმოადგენდნენ ყველა ქალის ცხოვრებას. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღირშესანიშნაობა იყო ბანერი, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ ვითხოვთ კანონის ცვლილებას შეერთებული შტატების კონსტიტუციაში, რომელიც ანიჭებს უფლებებს ამ ქვეყნის ქალებს“. თუმცა ზოგიერთ მონაწილეს უნდოდაშავკანიანი და თეთრკანიანი ორგანიზაციებს სეგრეგაცია; ბევრი დისკუსიის შემდეგ, NAWSA-მ გადაწყვიტა, რომ შავკანიან ქალებს შეეძლოთ მსვლელობა იქ, სადაც მათ სურდათ. მიუხედავად ამისა, იდა ბ. უელსს სთხოვეს არ გაემართა ილინოისის დელეგაციასთან ერთად.

აღლუმის დასათვალიერებლად ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მივიდა და პოლიციის არასაკმარისი დაცვის გამო, სიტუაცია მალევე ბუნტში გადაიზარდა. პოლიცია ძირითადად არაფერს აკეთებდა ქალების არეულობისგან დასაცავად. საბოლოოდ, მასაჩუსეტსის და პენსილვანიის ეროვნული მცველები დახმარება აღმოუჩინეს, ხოლო მერილენდის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის სტუდენტებმა შექმნეს ჯგუფები პროტესტში დაშვებული ქალების დასამარებლად. ზოგიერთი ანგარიშები აღწერილი იყო, რომ პოლიციელებიც კი პირველად დახმარებას უწევენ დაშავებულებს. აღნიშნულმა ინციდენტმა გამოიწვია მეტი ინფორმირებულობა და თანაგრძნობა NAWSA-ს მიმართ.

აღლუმის შემდეგ, NAWSA-ს ყურადღება გამახვილდა საკონსტიტუციო ცვლილების ლობირებაზე, რათა უზრუნველყოფილიყო ქალებისთვის ხმის მიცემის უფლება. ასეთი შესწორება თავდაპირველად მოითხოვეს სუფრაჟისტებმა სუზან ბ. ენტონიმ და ელიზაბეტ კედი სტენტონმა, რომლებიც, როგორც NWSA-ს ლიდერები, იბრძოდნენ კონსტიტუციის სამართლებრივი ცვლილებისთვის.

ქალთა ეროვნული პარტია

რედაქტირება

ელის პოლის საბრძოლო მეთოდებმა დაძაბულობის შექმნეს მასსა და NAWSA-ს ლიდერებს შორის, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ის ძალიან აგრესიულად ბრძოლობდა ვაშინგტონში. საბოლოოდ, სტრატეგიისა და ტაქტიკის შესახებ უთანხმოებამ გამოიწვია ურთიერთობის NAWSA-სთან შეწყვეტა. პოლმა ჩამოაყალიბა კონგრესის კავშირი ქალთა ხმის უფლებისთვის და, მოგვიანებით, ქალთა ეროვნული პარტია (NWP) 1916 წელს.[18]

NWP-მ დაიწყო ბრიტანეთში ზოგიერთი მეთოდის დანერგვა რომელსაც იყენებდა საარჩევნო უფლების მოძრაობა და მთლიანად ფოკუსირებული იყო ქალთა ხმის უფლებაზე საკონსტიტუციო ცვლილების მიღწევაზე.[13] ალვა ბელმონტი, იმდროინდელი მულტიმილიონერი სოციალისტი, იყო პოლის უდიდესი დონორი. NWP-ს თან ახლდა პრესა და ყოველკვირეული გაზეთის The Suffragist-ის გამოცემა.[9]

მდუმარე სენტილები

რედაქტირება

1916 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში პოლმა და ქალთა ეროვნულმა პარტიამ (NWP) კამპანია ჩაატარეს დასავლეთის შტატებში, სადაც ქალებს უკვე შეეძლოთ ხმის მიცემა პრეზიდენტ ვუდრო ვილსონისა და სხვა მოქმედი დემოკრატების მიერ ხმის მიცემის შესწორების აქტიური მხარდაჭერის წინააღმდეგ. პოლი გაემგზავრა მეიბელ ვერნონთან, რათა დახმარებოდა მას პიკეტირების კამპანიის ორგანიზებაში.[17] 1917 წლის იანვარში NWP-მ მოაწყო პირველი პოლიტიკური პროტესტი და პიკეტირება თეთრ სახლში. პიკეტირება ლეგალიზებული იყო 1914 წლის კლეიტონის ანტიმონოპოლიური კანონით, ამიტომ ქალები არაფერს აკეთებდნენ უკანონოს.[18] პროტესტის მონაწილეებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ არაძალადობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიაში, რომელიც ცნობილია როგორც "მდუმარე სენტინელები", იყვნენ თეთრებში ჩაცმულნი, ჩუმად კვირაში ექვსი დღის განმავლოაბში ინარჩუნებდნენ ამ მდგომარეობას და ამასთანავე, ეჭირათ ბანერები ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით.[19] ელისმა იცოდა, რომ ერთადერთი გზა რითად შეძლებდნენ თავიანთი მიზნის მიღწევას იყო პრეზიდენტის დამოკიდებულების ჩვენება საარჩევნო უფლების მიცემის საკითხის მიმართ, ამიტომ პიკეტირება ამის საუკეთესოგზა იყო. ყოველ დღე პოლი გამოსცემდა "ზოგად ბრძანებებს", ირჩევდა ქალებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებოდნენ და ვინც ისაუბრებდა საჯაროდ. ის იყო „კომენდანტი“, მეიბელ ვერნონი კი „დღის ოფიცერი“. პიკეტებისთვის მოხალისეების მისაღებად, მან შექმნა სახელმწიფო დღეები, როგორიცაა პენსილვანიის დღე, მერილენდის დღე და ვირჯინიის დღე, და მან შექმნა სპეციალური დღეები პროფესიონალი ქალებისთვის, როგორიცაა ექიმები, ექთნები და იურისტების საერთაშორისო დღეები.[18]

მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები ჩაერთო პირველ მსოფლიო ომში 1917 წლის აპრილში, ბევრმა ადამიანმა მიიჩნია პიკეტირების მდუმარე სენტინელები, როგორც არალოიალურები და მოღალატეები. ელისმა, მიუხედავად ამისა, გააგრძელა პიკეტირება. 1917 წლის ივნისში პროტსტის მონაწილეები დააპატიმრეს „ტრანსპორტის შეფერხების“ ბრალდებით. მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, ბევრი, მათ შორის პოლი, გაასამართლეს და დააპატიმრეს ვირჯინიის ოკოკუან ვორკჰაუსში (რომელიც მოგვიანებით გახდა ლორტონის გამოსასწორებელი კომპლექსი) და კოლუმბიის ოლქის ციხეში.[9]

როდესაც საზოგადოებამ გაიგო ელის პოლის პირველი დაპატიმრების ამბავი, ზოგიერთს გაუკვირდა, რომ წამყვანი სუფრაჟისტი ქალები ციხეში მიდიოდნენ მშვიდობიანი პროტესტის გამო. პრეზიდენტმა უილსონი გააკრიტიკეს საჯაროობა ამ მოვლენის გამო. შესაბამისად, მან სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და შეიწყალა სუფრაჟისტები, რომლებიც დააკავეს 19 ივლისს. [13]

სუფრაჟისტები აგრძელებდნენ პიკეტირებას თეთრი სახლის გარეთ ვილსონის შეწყალების შემდეგ და მთელი პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში. მათ ბანერებზე იყო ისეთი ლოზუნგები, როგორიცაა "ბატონო პრეზიდენტო, რამდენი ხანი უნდა ელოდონ ქალებს თავისუფლებას?"[20]და "ჩვენ ვიბრძოლებთ იმ საკითხებისთვის, რომლებიც ჩვენ ყოველთვის ყველაზე მეტად მიგვიწევდა გული - დემოკრატიისთვის”. ვილსონის შერცხვენის მიზნით, ზოგიერთი ბანერზე მის ციტატები იყო ასახული.[21]უილსონმა უგულებელყო აღნიშნული განცხადებები, მაგრამ მისმა ქალიშვილმა მარგარეტმა აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო სუფრაჟისტებმა პროტესტი მშვიდობიანი გზით წარმართეს, მათ პროტესტს ზოგჯერ ძალადობრივ ელემენტებსაც შეიცავდა. პროტესტის დროს ახალგაზრდები ავიწროებდნენ და სცემდნენ ქალებს, პოლიცია არასოდეს ჩარეულა მომიტინგეების სახელით. პოლიცია აკავდე სხვა მამაკაცებსაც, რომლებიც ცდილობდნენ დაეხმარებოდნენ ქალებს, რომლებსაც სცემდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ომის პარალელურად აპროტესტებდნენ, სიმშვიდეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, უფრო მეტი მომიტინგე დააპატიმრეს და გაგზავნეს ოკოკუანში ან რაიონულ ციხეში, სადაც შეწყალება აღარ შეუთავაზებიათ.[13]

ციხე, შიმშილობა, მე-19 კანონის ცვლილებები

რედაქტირება

თავისი ორგანიზაციის სხვა აქტივისტებთან სოლიდარობის ნიშნად, ელის პოლ მიზანმიმართულად ცდილობდა შვიდთვიანი პატიმრობა მიეასაჯა, რომელიც საბოლოო ჯამში დაიწყო 1917 წლის 20 ოქტომბერს.

მიუხედავად იმისა, რომ ელისი გაგზავნეს ოკოკუანში ან რაიონულ ციხეში, ქალებს განსაკუთრებულად არ ექცეოდნენ, მაგალიტად როგორც პოლიტპატიმრებს და უწევდათ მძიმე პირობებში ცხოვრება ცუდი სანიტარული პირობებით, დაინფიცირებული საკვებით.[13] რაიონულ ციხეში არსებული პირობების პროტესტის ნიშნად ელისმა შიმშილობა დაიწყო.[22] ამან განაპირობა ის, რომ იგი გადაიყვანეს ციხის ფსიქიატრიულ განყოფილებაში და იძულებით ცდილობდნენ მის კვებას მილით. "ახლა ეს თითქმის წარმოუდგენელია, არა?" პოლმა განუცხადა American Heritage-ის ინტერვიუერს, როდესაც ჰკითხეს იძულებითი კვების შესახებ. „შემაძრწუნებელი იყო, რომ კაცთა მთავრობას შეეძლო ასეთი უკიდურესი ზიზღით მოპყრობა ქალთა ორგანიზაციის წევრების მიმართ, რომელიც არაფერს ითხოვდა, გარდა ისეთი მარტივი წვრილმანისა, როგორიცაა ხმის მიცემის უფლება“.[23]

1917 წლის 14 ნოემბერს სუფრაჟისტებმა, რომლებიც ოკოკუანში იყვნენ დაპატიმრებულნი, აიტანეს უსასტიკესი მოპყრობა, რომელიც სავარაუდოდ ხელისუფლება და ციხის მმართველები მხარს უჭერდნენ.[19], სწორედ ეს ღამე გახდა ცნობილი როგორც გახდა "ტერორის ღამე". ქალთა ეროვნული პარტია (NWP) სასამართლოში მივიდა, რათა გაეპროტესტებინა ქალების მიმართ საშინელი მოპყრობა, როგორიცაა ლუსი ბერნსი, დორა ლუისი და ალის კოსუ, მისი თანამესაკნე ოკოკუანის ციხეში, რომელსაც გულის შეტევა დაემართა დორას მდგომარეობის დანახვისას. მოგვიანებით ქალები გადაიყვანეს ოლქის ციხეში, სადაც ელისი ძალიან სუსტდება. მიუხედავად სისასტიკისა, რომელიც მან განიცადა, ელის პოლი ისევ ის პიროვნება დარჩა და 27 /28 ნოემბერს ყველა უფლების მქონე პირი გაათავისუფლეს ციხიდან.[16] ორ თვეში უილსონმა გამოაცხადა, რომ თანახმა იყო მიეღო ქალთა ხმის უფლების შესახებ კონსტიტუცია.[19]

თანაბარი უფლებებისთვის ბრძოლა

რედაქტირება

მას შემდეგ, რაც ხმის მიცემის უფლების დაკანონება მოხდა 1920 წელს, ელის პოლმა და ქალტა ეროვნულმა პარტიის წევრებმა ყურადღება გადაუტანეს თანასწორობის კონსტიტუციურ გარანტიებზე, რომელიც შეიმუშავა ელისმა და კრისტალ ისტმენდმა და გადაეცა კონგრესს 1923 წელს. თავდაპირველ ტექსტში, მათ მიერ „Lucretia Mott Amendment"“ ეწოდა წინა თაობის  მონობის წინააღმდეგ და საარჩევნო უფლბებების მხარდამჭერი აქტივისტების პატივსაცემად. აღნიშნულ ტექსტში ნათქვამია „მამაკაცსა და კაცს უნდა გქონდეს თანაბარი უფლებები ამერიკის შერთხებულ შტატებსა და მის იურისდიქციაში შემეავალ დასახლებებშ. 1943 წლის შესწორებას სწორედ  ელის პოლის მიერ მიღებული ცვილებები ეწოდა.[24] ეს ფორიმულურება შეიცვალა , რომელიც დღესაც არსებობს შემდეგით:“ უფლებათა თანასწორობა კანონით არც უნდა შეიზღუდოს ან აიკრძალოს შეერრთებული შტატების ან რომელიმე სახელმწიფოს მიერ სქესის საფუძველზე. ელისითვის ამ კანონს ჰქონდა იმდენად დიდი მნიშვნელობა, რომელიც გააერთიანებდა ყველა ქალს ერთი საერთო მიზნისკენ.

ყველა არ ეთანხმებოდა ელისის შემდეგ ნაბიჯებს ან ERA-ს და თავიდანვე ცვლიებების შეტანის მოწინააღმდეგეები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ელის პოლის შემდეგი ქმედბები  ხმის უფლების შემდგომ წლები, ორიენტირებული იყო ქალთა თანასწორობის სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფაზე აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ, სხვა აქტივისტები და NWP-ის ზოგიერთი წევრი ფოკუსირებული იყო მთელ რიგ საკითხებზე, დაწყებული შობადობის კონტროლიდან ქალების განათლებამდე. კონკურენტ ამომრჩეველ ქალთა ლიგა (LWV), რომელიც მხარს უჭერდა ქალთა სამუშაო ადგილის კანონმდებლობას, ეწინააღმდეგებოდა თანაბარი უფლებების ცვლილებას. ისინი ფიქრობდნენ, რომ სქესზე დაფუძნებული სამუშაო ადგილის კანონმდებლობა ზღუდავს ქალთა უნარს, შეეჯიბრონ მამაკაცებს  და მიიღონ კარგი ხელფასი.[25] სინამდვილეში, პოლს სჯეროდა, რომ კანონმდებლობა აზარალებს ქალებს, რადგან ზოგიერთმა დამსაქმებელმა უბრალოდ გაათავისუფლა ისინი სამსახურიდან. ქალებს კაცებზე ნაკლებ ხელფასს აძლევდნენ, რაც მათ გვიან ღამით ავალდებულებდა მუშაობას - ხშირად ეს აკრძალული იყო კანონმდებლობით - გარდა ამისა, მათ დიდი ხანია აკრძალული ჰქონდათ პროფკავშირებში გაწევრიანება მამაკაცებთან ერთად. მას ასევე სჯეროდა, რომ ქალებს კანონის მიხედვით უნდა მოეპყრონ ისევე, როგორც მამაკაცებს და არა როგორც კლასს, რომელიც მოითხოვს დაცვას. პოლისთვის, ასეთი დაცვა იყო მხოლოდ "დაკანონებული უთანასწორობა", პოზიცია, რომელსაც იზიარებს სუფრაჟისტი ჰარიოტ სტენტონ ბლაჩი.[26] პოლისთვის, ERA იყო ყველაზე ეფექტური გზა სამართლებრივი თანასწორობის უზრუნველსაყოფად.[27] ელის პოლი მოელოდა, რომ ქალები მუშები გაერთიანდნენ ERA-ს უკან; ზოგმა გააკეთა, ბევრმა არა. მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ პერიოდში იყო იმედი NWP-ის წევრებს შორის, რომ მათ შეეძლოთ შეემუშავებინათ კანონპროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს თანასწორობას და ასევე ორიენტირებული იქნებოდა ქალების შრომის დაცვაზე, პოლისთვის ეს წინააღმდეგობა იყო. უფრო მეტიც, მას გაუკვირდა, როდესაც ფლორენს კელი, ეთელ სმიტი, ჯეინ ადამსი და სხვა სუფრაჟისტები დაშორდნენ მას და შეუერთდნენ კანონმდებლობის დაცვისკენ მიმართულ აქციას.[28]

სანამ პოლი განაგრძობდა NWP-თან მუშაობას და 1940-იან წლებში კვლავ პრეზიდენტად აირჩეს, იგი მტკიცედ რჩებოდა ქალთა თანასწორობის ერთგული, როგორც მისი უნიკალური მისია. ERA-სთან ერთად, ელისი მუშაობდა სახელმწიფო კანონმდებლობასა და საერთაშორისო კონტექსტში. მან ხელი შეუწყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროკლამაციაში ქალთა თანასწორობას და იმედოვნებდა, რომ ეს წაახალისებდა შეერთებულ შტატებს, რომ მიჰყვეს მათ.[29] პოლი მუშაობდა კანონების შეცვლაზე, რომელიც ცვლიდა ქალის მოქალაქეობას მისი ქმრის მოქალაქეობის საფუძველზე. შეერთებულ შტატებში, ქალებმა, რომლებიც დაქორწინდნენ მამაკაცებზე უცხო ქვეყნიდან, დაკარგეს აშშ-ს მოქალაქეობა და ითვლებოდნენ იმ ქვეყნის მოქალაქედ, საიდაც ქმარი ცხოვრობდა. პოლისთვის ეს იყო თანაბარი უფლებების დარღვევა  აშშ-ში 1934 წელს წარმატებით მოაწერა ხელი აქტს, რომელიც ქალებს უფლებას აძლევდა შეენარჩუნებინათ მოქალაქეობა და ქორწინებაც.[30] 1945 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსებისთანავე, პოლს სურდა დაერწმუნებინა, რომ ქალთა თანასწორობა იყო ორგანიზაციის წესდების ნაწილი[31][32]და რომ ადამიანის უფლებათა კომისიამ ყურადღება უნდა გაამახვილოს ქალთა თანასწორობაზე ადამიანის საყოველთაო დეკლარაციაში. მან გაიმარჯვა: 1948 წლის დეკლარაციის საბოლოო ვერსიის თანამხად„ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებების“  მითითება მოხდა.[33]

1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტი

რედაქტირება

პოლმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტის VII თავში ქალების დაცვის დამატეშესახებ, მიუხედავად ლიბერალების წინააღმდეგობისა, რომლებიც შიშობდნენ, რომ ეს დაასრულებდა ქალთა დასაცავად დაკანონებულ შრომის კოდექსებს. სქესის დისკრიმინაციის აკრძალვას სამოქალაქო უფლებების აქის დაემატა ჰოვარდ ვ. სმიტის მიერ, ვირჯინიის ძლიერი დემოკრატი, რომელიც თავმჯდომარეობდა პალატის წესების კომიტეტს. სმიტის შესწორება მიიღეს ხმით 168  - 133-ის წინააღმდეგ. ოცი წლის განმავლობაში სმიტი აფინანსებდა თანაბარი უფლებების ცვლილებებს პალატაში, რადგან მას სჯეროდა ქალების თანაბარი უფლებების, მიუხედავად იმისა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა შავკანიანთა თანაბარ უფლებებს. ათწლეულების განმავლობაში ის ახლოს იყო ქალთა ეროვნულ პარტიასთან, განსაკუთრებით კი პოლთან. ის და სხვა ფემინისტები მუშაობდნენ სმიტთან 1945 წლიდან, ცდილობდნენ ეპოვათ გზა, რომ შეეტანათ სქესი დაცული სამოქალაქო უფლებების კატეგორიაში.[34]

პირადი ცხოვრება და გარდაცვალება

რედაქტირება

ელის პოლს აქტიური სოციალური ცხოვრება ჰქონდა მანამ, სანამ 1912 წლის ბოლოს არ გადავიდა ვაშინგტონში. მას ჰქონდა მჭიდრო ურთიერთობა ქალებთან, მეგობრობდა და ზოგჯერ ხვდებოდა მამაკაცებს. ელისს უმეტესწილად არ ინახავდა პირად მიმოწერეს, ამიტომაც მისი პირადი ცხოვრების შესახებ ძირითადი ინფორმაცია ხელმიუწვდომელია. მას შემდეგ, რაც პოლმა თავი მიუძღვნა არჩევნებში ქალთა ხმის მიცემის უფლებისთვის ბრძლას, მან პირველ ადგილზე დააყენა არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება მის ცხოვრებაში. მიუხედავად ამისა, ელისი ჰილი და დორა კელი ლუისი, ორი ქალი, რომლებიც მან გაიცნო NAWSA-ში მუშაობის დასაწყისში, მთელი ცხოვრება დარჩნენ მასთან ახლოს. იგი რამდენიმე წლის განმავლობაში იცნობდა უილიამ პარკერს, მეცნიერს, რომელსაც იგი პენსილვანიის უნივერსიტეტში ხვდებოდა; მან შესაძლოა დაქოეწინება 1917 წელს შესთავაზა. ელისს ოჯახური ურთიერთობებისა და მეგობრობის უფრო დეტალური განხილვა გვხვდება J.D. Zahniser-ის ბიოგრაფიაში.[35]

ელის პოლი გახდა ვეგეტარიანელი ხმის მიცემის კამპანიის დროს.[36]

ის გარდაიცვალა 92 წლის ასაკში, 1977 წლის 9 ივლისს, გრინლიფის სახლში, [37] კვაკერის დაწესებულებაში მურსტაუნში, ნიუ ჯერსი, მისი დაბადების ადგილიდან და ბავშვობის სახლიდან ერთ მილზე ნაკლებ მანძლზე პოლსდეილში.[5] ის დაკრძალულია Westfield Friends Burial Ground-ში, Cinnaminson, ნიუ ჯერსი, აშშ.[38] ადამიანები ხშირად ტოვებენ ჩანაწერებს მის საფლავის ქვასთან, რათა მადლობა გადაუხადონ მას ქალთა უფლებების დასაცავად გაწეული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

მემკვიდრეობა

რედაქტირება

ელის პოლი სიკვდილის  შემდეგ ოფიციალურად დაასვენეს ქალთა ეროვნულ დიდების დარბაზში 1979 წელს,[39] და ნიუ ჯერსის დიდების დარბაზში 2010 წელს.[40]

მის პატივსაცემად მისმა ალმა მატერმა, სვარტმორის კოლეჯმა, საერთო საცხოვრებელს ელის პაულის რეზიდენციის დარბაზი დაარქვა. ნიუ ჯერსის მონკლერის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ასევე უწოდა საერთო საცხოვრებლს (ალისა პოლ ჰოლი) მის პატივსაცემად. 2016 წლის 12 აპრილს, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაასახელა Sewall-Belmont House, როგორც ბელმონტ-პოლ ქალთა თანასწორობის ეროვნული ძეგლი, სახელწოდებით ალისა პოლი და ალვა ბელმონტი.[41] [42][43]პენსილვანიის უნივერსიტეტი, მისი სადოქტორო ალმა მატერი, ინარჩუნებს ალისა პაულის გენდერის, სექსუალობისა და ქალების კვლევის ცენტრს.[44]

ორმა ქვეყანამ მას პატივი მიაგო საფოსტო მარკის გამოშვებით: დიდი ბრიტანეთი 1981 წელს[45] და შეერთებული შტატები 1995 წელს. აშშ-ს მარკა იყო 0,78$-იანი დიდი ამერიკელების სერიის მარკა.[46]

ელის პოლ გამოჩნდა შეერთებული შტატების $10 ოქროს მონეტაზე 2012 წელს. საპრეზიდენტო $1 მონეტის პროგრამის[47] დებულება ითვალისწინებს პრეზიდენტის მეუღლეების პატივისცემას. როგორც პრეზიდენტი ჩესტერ ა. არტური ქვრივი იყო, პოლ ნაჩვენებია „არტურის ეპოქას“ [48]] აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა 2016 წელს გამოაცხადა, რომ ელისის სურათი გამოჩნდებოდა ახლად შემუშავებული 10 დოლარიანი კუპიურებზე, ლუკრეტია მოტთან, სოჟურნერ თრუთთან, სიუზან ბ. ენტონისთან, ელიზაბეტ კედი სტენტონთან და 1913 წლის ქალის ხმის უფლებაზე მსვლელობასთან ერთად, რომელიც პოლმა წამოიწყო და ორგანიზება გაუკეთა. ახალი 5, 10 და 20 დოლარიანი კუპიურების დიზაინები გამოქვეყნდება 2020 წელს, ამერიკელი ქალების 100 წლის იუბილესთან ერთად, რომ მათ მოიპოვეს ხმის უფლება მე-19 შესწორების მეშვეობით.[49]

1987 წელს ნიუ-ჯერსელი ქალების ჯგუფმა შეაგროვა ფული პოლის ქაღალდების შესაძენად, როდესაც ისინი აუქციონზე გამოიტანეს, რათა არქივი შეიქმნას. მისი ნაშრომები და სამახსოვრო ნივთები ახლა ინახება ჰარვარდის უნივერსიტეტის შლეზინგერის ბიბლიოთეკაში,[50] და სმიტსონის ინსტიტუტში ვაშინგტონში 1990 წელს, იმავე ჯგუფმა, ახლა ალისა პაულის ინსტიტუტმა, იყიდა აგურის ფერმა, პოლსდეილი, მაუნტ ლორელის შტატში, ნიუ. ჯერსი, სადაც პოლი დაიბადა. პოლსდეილი არის ეროვნული ისტორიული ღირსშესანიშნაობა და მდებარეობს ნიუ ჯერსში. ელის პოლის ინსტიტუტი ინარჩუნებს მის მემკვიდრეობას საგანმანათლებლო ექსპონატებით მისი ცხოვრების, მიღწევების და გენდერული თანასწორობის ადვოკატირების შესახებ.[51][4]

ჰილარი სვონკმა ითამაშა პოლი 2004 წლის ფილმში Iron Jawed Angels, რომელიც ასახავდა 1910 წლის ქალთა საარჩევნო უფლების მიცემის მხარდამჭერ მოძრაობას მე-19 შესწორების მისაღებად.[52] 2018 წელს, ელის პოლი იყო Timeless-ის ეპიზოდის ცენტრალური პერსონაჟი (სეზონი 2, ეპიზოდი 7[53]), რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ პოლმა წარმოსთქვა სიტყვა პრეზიდენტ ვუდრო ვილსონს მარშის დროს, რომელიც მთავრდება პოლიციის ძალადობით სუფრაგისტ მარშის მონაწილეებზე. ისტორიის თანახმად, პოლი იმყოფებოდა ღონისძიებაზე და დააკავეს, მაგრამ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ იგი ვილსონს იმ დღეს ესაუბრა.[54]

2016 წლის 11 იანვარს Google Doodle-მა აღნიშნა მისი 131-ე დაბადების დღე.[55]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  1. Baker, Jean H., "Placards At The White House," American Heritage, Winter 2010, Volume 59, Issue 4.
  2. "Alice Paul". National Women's History Museum. Retrieved January 10, 2018.
  3. Kahn, Eve M. "Group Seeks to Buy a Suffragist's Home", The New York Times, July 13, 1989. Accessed July 12, 2008. "The Alice Paul Centennial Foundation plans to buy the house in Mount Laurel, but first the organization must raise $500,000 by Sept. 8.... The 2½-story, stucco-clad brick farmhouse was built in 1840 and once overlooked the Paul family's 173-acre Burlington County farm, east of Camden. Miss Paul was born in an upstairs bedroom in 1885 and lived in the house until she left for Swarthmore College in 1901."
  4. 4.0 4.1 "Who Was Alice Paul". Alice Paul Institute. Archived from the original on September 9, 2014.
  5. 5.0 5.1 "Paul, Alice Stokes". Social Welfare History Project.
  6. "Who Was Alice Pau დაარქივებული 2014-09-09 საიტზე Wayback Machine. l". Alice Paul Institute. Archived from the original on September 9, 2014.
  7. Alice Paul in oral history compiled by Amelia Fry, Online Archive of California, quoted in Adams & Keene (2008), p. 7.
  8. Adams & Keene (2008), pp. 12–14
  9. 9.0 9.1 9.2 "Honoring Alice Paul". Washington College of Law. Retrieved September 3, 2010.
  10. "Alice Paul Biography". Lakewood Public Library: Women in History. Archived from the original on June 19, 2006. Retrieved May 1, 2006.
  11. Atkinson, Diane (2018). Rise up, women! : the remarkable lives of the suffragettes. London: Bloomsbury. ISBN 9781408844045. OCLC 1016848621.
  12. Fotheringham, Ann. "Thanks for the Memories: Glasgow's Votes for Women celebration at Mitchell". Evening Times. Retrieved September 27, 2018.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 Dodd, Lynda G. (2008). "Parades, pickets, and prison: Alice Paul and the virtues of unruly constitutional citizenship". Journal of Law & Politics. 24 (4): 339–443. SSRN 2226351.
  14. Adams, Katherine; Keene, Michael (2008). Alice Paul and the American Suffrage Campaign. Urbana-Champaign: University of Illinois Press. ISBN 978-0-252-07471-4.
  15. Lunardini, Christine (2012). Alice Paul: Equality for Women. Westview Press. ISBN 9780813347615.
  16. 16.0 16.1 unardini, Christine (2012). Alice Paul: Equality for Women. Westview Press. ISBN 9780813347615.
  17. 17.0 17.1 Lunardini, Christine (2012). Alice Paul: Equality for Women. Westview Press. ISBN 9780813347615.
  18. 18.0 18.1 18.2 Zahniser & Fry (2014), pp. 178–231.
  19. 19.0 19.1 19.2 Hunter, Clare (2019). Threads of life: A history of the world through the eye of a needle. London: Sceptre (Hodder & Stoughton). pp. 132–3. ISBN 9781473687912. OCLC 1079199690.
  20. Bernikow, Louise (October 30, 2004). "Night of Terror Leads to Women's Vote in 1917". Women's eNews.
  21. Berg, A. Scott (2013). Wilson. New York: Penguin Group.
  22. Miss Alice Paul on Hunger Strike", The New York Times, November 7, 1917. Accessed June 25, 2012.
  23. Gallagher, Robert S., "I Was Arrested, Of Course…", American Heritage, February 1974, Volume 25, Issue 2. Interview of Alice Paul.
  24. Mansbridge, Jane (1984). Why We Lost the ERA. Chicago: University of Chicago Press. p. 8. ISBN 0-226-50358-5.
  25. Scharf, Lois (1983). Decades of Discontent: The Women's Movement, 1920–1940. Westport: Greenwood Press. p. 223. ISBN 0313226946.
  26. Fry, Amelia R. (September 1995). "Alice Paul and the ERA". Social Education: 285–289 – via ProQuest Central.
  27. Becker, Susan D. (1981). The Origins of the Equal Rights Amendment: American Feminism Between the Wars. Westport: Greenwood Press. pp. 20–21. ISBN 0-313-22818-3.
  28. Cott, Nancy F. (1987). The Grounding of Modern Feminism. New Haven: Yale University Press. pp. 120–125. ISBN 0-300-04228-0.
  29. Gallagher, Robert S. (February 1974). "Alice Paul: 'I Was Arrested, Of Course...'". American Heritage. Retrieved March 12, 2019.
  30. Willis, Joan L. (1983). Spender, Dale (ed.). Alice Paul: The Quintessential Feminist. Feminist Three Centuries of Key Women Thinkers. New York: Pantheon Books. pp. 289–290. ISBN 0-394-72197-7.
  31. "Alice Paul". National Park Service; Belmont-Paul Women's Equality. Retrieved March 1, 2019.
  32. Hartmann, Susan M. (February 2000). "Paul, Alice". American National Biography. Retrieved February 28, 2019.
  33. Kops, Deborah (2017). Alice Paul and the Fight for Women's Rights: From the Vote to the Equal Rights Amendment. Calkins Creek. ISBN 9781629793238.
  34. Freeman, Jo (March 1991). "How 'Sex' Got into Title VII: Persistent Opportunism as a Maker of Public Policy". Law and Inequality. 9 (2): 163–184.
  35. Zahniser, J. D.; Fry, Amelia R. (2014). Alice Paul: Claiming Power. New York: Oxford University Press. ISBN 978-019-9958429.
  36. Conversations with Alice Paul: Woman Suffrage and the Equal Rights Amendment". content.cdlib.org. Retrieved October 22, 2019.
  37. Greenleaf Extension Home".. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-04. ციტირების თარიღი: 2022-02-23.
  38. Wilson, Scott. Resting Places: The Burial Sites of More Than 14,000 Famous Persons, 3d ed.: 2 (Kindle Locations 36467-36468). McFarland & Company, Inc., Publishers. Kindle Edition
  39. Alice Paul". National Women's Hall of Fame.
  40. "Alice Paul inducted into NJ hall of fame alongside historic nemesis Woodrow Wilson". NJ.com. Retrieved June 25, 2018.
  41. Hirschfeld, Julie (April 12, 2016). "House With Long Activist History Is Now Monument to Equality". The New York Times. Retrieved April 13, 2016.
  42. Eilperin, Juliet (April 12, 2016). "A new memorial to tell 'the story of a century of courageous activism by American women'". The Washington Post. Retrieved April 12, 2016.
  43. Hefler, Jan (April 14, 2016). "White House honors Alice Paul's Washington headquarters". Philly.com.
  44. University of Pennsylvania (January 21, 2020). "Alice Paul Cent დაარქივებული 2020-03-19 საიტზე Wayback Machine. er". Alice Paul Center.
  45. Macaulay, Susan. "Alice Paul (Suffragette/Political Activist)". amazingwomenrock.com. Retrieved June 25, 2018.
  46. "78-Cent Paul დაარქივებული 2016-02-03 საიტზე Wayback Machine. ". Arago: People, Postage & The Post. July 6, 1995. Retrieved June 25, 2018.
  47. see Pub.L. 109–145 (text) (PDF), 119 Stat. 2664, enacted December 22, 2005
  48. Alice Paul is explicitly specified in 31 U.S.C. § 5112(o)(3)(D)(i)(II)
  49. "Treasury Secretary Lew Announces Front of New $20 to Feature Harriet Tubman, Lays Out Plans for New $20, $10 and $5". Dept. of the Treasury. April 20, 2016. Archived from the original on August 13, 2016. Retrieved December 11, 2017.
  50. "Alice Pau დაარქივებული 2021-01-21 საიტზე Wayback Machine. l". Radcliffe Institute for Advanced Study at Harvard University. April 12, 2016. Retrieved June 25, 2018.
  51. "Permanent Exhibit Opens at Alice Paul Institute – Mid-Atlantic Regional Center for the Humanities დაარქივებული 2022-02-23 საიტზე Wayback Machine. ". march.rutgers.edu. Retrieved June 28, 2019.
  52. "Iron Jawed Angels, a Film About Suffragist Alice Paul". Women's Suffrage and the Media. Retrieved June 25, 2018.
  53. Aarniokoski, Douglas (April 29, 2018), Mrs. Sherlock Holmes, Abigail Spencer, Matt Lanter, Malcolm Barrett, retrieved May 1, 2018
  54. Kaufman, Rachel. "An Elementary Lesson in Women's Suffrage: 'Timeless' Season 2, Episode 7, Recapped". Smithsonian. Retrieved May 1, 2018.
  55. "Alice Paul's 131st Birthday". January 11, 2016.

დამატებითი წყაროები

რედაქტირება

დამატებითი ლიტერატურა

რედაქტირება
  • Baker, Jean H. Sisters: The Lives of American Suffragists. New York: Hill and Wang, 2005.
  • _____. Votes for Women: The Struggle for Suffrage Revisited. New York: Oxford University Press, 2002.
  • Butler, Amy E. Two Paths to Equality: Alice Paul and Ethel M. Smith in the ERA Debate, 1921–1929. Albany: State University of New York Press, 2002.
  • Cahill, Bernadette. Alice Paul, the National Woman's Party and the Vote: The First Civil Rights Struggle of the 20th Century. Jefferson: McFarland & Company, Inc., Publishers, 2005.
  • Cassidy, Tina. Mr. President, how Long Must We Wait?: Alice Paul, Woodrow Wilson, and the Fight for the Right to Vote (2019).
  • Cullen-Dupont, Kathryn. American Women Activists' Writings: An Anthology, 1637–2002. New York: Cooper Square Press, 2002.
  • Dodd, Lynda G. "Parades, Pickets, and Prison: Alice Paul and the Virtues of Unruly Constitutional Citizenship." Journal of Law and Politics 24 (2008): 339–433. online
  • Evans, Sara M. Born for Liberty: A History of Women in America. New York: The Free Press, 1989.
  • Hartmann, Susan M. "Paul, Alice"; American National Biography Online Feb. 2000 Access June 5, 2014
  • Hill, Jeff. Defining Moments: Women's Suffrage. Detroit: Omnigraphics, Inc., 2006.
  • Irwin, Inez Haynes. The Story of Alice Paul and the National Woman's Party. Fairfax: Denlinger's Publishers, LTD, 1964.
  • Leleux, Robert. "Suffragettes March on Washington." The American Prospect 24 (2013): 81.
  • Lunardini, Christine. Alice Paul: Equality for Women. Boulder: Westview Press, 2013.
  • _______. From Equal Suffrage to Equal Rights: Alice Paul and the National Woman's Party, 1910–1928. New York: New York University Press, 1986.
  • Olson, Tod. "One Person, One Vote." Scholastic Update 127 (1994): 15
  • Stevens, Doris. Jailed for Freedom. New York: Liverwright Publishing Corporation, 1920.
  • Stillion Southard, Belinda Ann. "The National Woman's Party's Militant Campaign for Woman Suffrage: Asserting Citizenship Rights through Political Mimesis." (2008). PhD thesis, U of Maryland online
  • Willis, Jean L. "Alice Paul: The Quintessential Feminist," in Feminist Theorists, ed. Dale Spender (1983).

საინტერესო ბმულები

რედაქტირება