„ლუნა-23“ (რუს. «Луна-23», «Е-8-5М №410») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1974 წლის 28 ოქტომბერს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად. ჩაატარა მთვარის ზედაპირის ტელეგადაღება მაღალი გარჩევით.

ლუნა-23
NSSDC ID 1974-084A
SCN 07491

1974 წლის 28 ოქტომბერს 14:30:32 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „პროტონ-კ/დ“-ით («Протон-К/Д») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-23. 31 ოქტომბერს მოხდა ტრაექტორიის კორექტირება. 2 ნოემბერს სადგური „ლუნა-23“ გაყვანილ იქნა სელენოცენტრულ ორბიტაზე. 6 ნოემბერს რბილად დაეშვა მთვარეზე კრიზისების ზღვის სამხრეთ ნაწილში (კოორდინატები 12° ჩ. გ. 62° ა. გ. / 12° ჩ. გ. 62° ა. გ. / 12; 62). არახელსაყრელ რელიეფზე დაშვების გამო კვლევის პროგრამა შეიკვეცა, ხოლო 9 ნოემბერს შეწყდა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება