„ლუნა-22“ (რუს. «Луна-22», «Е-8 ЛС №206») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1974 წლის 29 მაისს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად. ჩაატარა მთვარის ზედაპირის ტელეგადაღება მაღალი გარჩევით.

ლუნა-22
NSSDC ID 1974-037A
SCN 07315

1974 წლის 29 მაისს 08:56:51 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „პროტონ-კ/დ“-ით («Протон-К/Д») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-22. 30 მაისს მოხდა ტრაექტორიის კორექტირება. 22 ივნისს სადგური „ლუნა-22“ გაყვანილ იქნა სელენოცენტრულ ორბიტაზე. 11 ნოემბერს გადავიდა გაწელილ ელიფსურ ორბიტაზე და გააგრძელა პროგრამით გათვალისწინებული კვლევა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება