ლუნა-21
„ლუნა-21“ (რუს. «Луна-21», «Е-8 №204») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1973 წლის 8 იანვარს, მთვარეზე მთვარემავალ „ლუნოხოდ-2“-ის ჩასატანად.
ლუნა-21 | |
---|---|
NSSDC ID | 1973-001A |
SCN | 06333 |
ისტორია
რედაქტირება1973 წლის 8 იანვარს 06:55:38 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „პროტონ-კ/დ“-ით («Протон-К/Д») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-21, რომლის ბორტზე იმყოფებოდა სამეცნიერო ლაბორატორია, მთვარის თვითმავალი აპარატი — „ლუნოხოდ-2“. 9 იანვარს მოხდა ტრაექტორიის კორექტირება. 12 იანვარს სადგური „ლუნა-21“ გაყვანილ იქნა სელენოცენტრულ ორბიტაზე (მთვარის ზედაპირიდან დაშორება 90-110 კმ). 15 იანვარს 22:35 რბილად დაეშვა მოწმენდილობის ზღვის აღმოსავლეთ ნაპირას და მიიტანა სამეცნიერო ლაბორატორია „ლუნოხოდ-2“ (კოორდინატები 25°51′N 30°27′E / 25.85° ჩ. გ. 30.45° ა. გ.).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 312.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Расположение «Луны-21» на Луне — на карте QuickMap сайта камеры LRO, координаты: широта 25,99619°, долгота 30,42749°.