„ლუნა-24“ (რუს. «Луна-24», «Е-8-5М №413») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1976 წლის 9 აგვისტოს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად. პროექტის მიზანი იყო, მთვარის გრუნტის გაბურღვა და დედამიწაზე ჩამოტანა.

ლუნა-24

ასს „ლუნა-24“ ბაიკონურის კოსმოდრომის სამონტაჟო-საგამოცდო კორპუსში
NSSDC ID 1976-081A
SCN 09272

1976 წლის 9 აგვისტოს 15:04:12 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „პროტონ-კ/დ“-ით («Протон-К/Д») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-24. 11 აგვისტოს მოხდა ტრაექტორიის კორექტირება. 13 აგვისტოს სადგური „ლუნა-24“ გაყვანილ იქნა სელენოცენტრულ ორბიტაზე. 18 აგვისტოს რბილად დაჯდა მთვარის ზედაპირზე, კრიზისების ზღვის რაიონში (კოორდინატები 12°45′N 62°12′E / 12.75° ჩ. გ. 62.2° ა. გ. / 12.75; 62.2). საბურღმა მოწყობილობამ გაბურღა მთვარის ქანები და გრუნტის ნიმუშები ასს-მა 1976 წლის 22 აგვისტოს დედამიწაზე ჩამოიტანა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 312.
  • Турчанинов И. А., Медведев Р. В., Чашников В. В. Предварительные результаты определений физических свойств микрофрагментов лунных пород из грунта Луны-24 // Доклады Академии наук СССР. 1980. Т. 252. № 2. С. 358—360.
  • Тарасов Л. С., Иванов А. В., Высочкин В. В., Родэ О. Д., Назаров М. А., Шерстюк А. И. Приемка и первичное исследование колонки реголита «Луны-24». Лунный грунт из Моря Кризисов: Сб. статей// Отв. ред. В. Л. Барсуков. М.: Наука, 1980. 360 с.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება