„ლუნა-2“ (რუს. «Луна-2», «Е-1А № 7») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1959 წლის 12 სექტემბერს, მთვარისა და კოსმოსური სივრცის შესასწავლად. „ლუნა-2“-ის ექსპერიმენტული მონაცემებით გამოირკვა, რომ მთვარეს საკუთარი მაგნიტური ველი და რადიაციული სარტყელი არა აქვს.

ლუნა-2

ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური „ლუნა-2“
მისია მთვარის შესწავლა და მის ზედაპირამდე მიღწევა
COSPAR ID 1959-014A
მისიის ხანგრძლივობა 38.5 სთ
ტექნიკური მახასიათებლები
მწარმოებელი საბჭოთა კავშირის დროშა ОКБ-1
მასა 390.2 კგ
მისიის დაწყება
გაშვების თარიღი 12 სექტემბერი, 1959 06:39:42 UTC
რაკეტა-მატარებელი 8К72 № 43-7 (Л1-7Б)
მისიის დასრულება
ჩამოვარდა 13 სექტემბერი, 1959 21:02:24 UTC
დაცემის კოორდინატები 29°06′N 0°00′E / 29.1° ჩ. გ. -0° ა. გ. / 29.1; -0

„ლუნა-2“-ის ტექნიკური აღწერა

რედაქტირება

რაკეტა-მატარებლის ბოლო საფეხურის მასა იყო 1511 კგ (კონტეინერის — აპარატურიანად 390.2 კგ). „ლუნა-2“ წარმოადგენდა ბურთის ფორმის კონტეინერს სამეცნიერო და რადიოტექნიკური აპარატურით. იგი იყო ჰერმეტიზირებული და გაზით სავსე. მასში გათვალისწინებული იყო თბური რეჟიმის ავტომატური რეგულირების სისტემა.

ასს „ლუნა-2“-ს ამოცანებს შეადგენდა:

  • დედამიწის მაგნიტური ველის და მთვარის მაგნიტური ველის გამოკვლევა;
  • დედამიწის ირგვლივ რადიაციის სარტყელთა გამოკვლევა;
  • კოსმოსური გამოსხივების ინტენსიურობისა და ინტენსიურობის ვარიაციების გამოკვლევა;
  • კოსმოსურ გამოსხივებაში მძიმე ატომბირთვთა გამოკვლევა;
  • პლანეტათშორისი ნივთიერების აიროვანი კომპონენტის გამოკვლევა;
  • მეტეორული ნაწილაკების შესწავლა.

მთელი მეცნიერული ინფორმაციის დედამიწაზე გადმოსაცემად, მოძრაობის პარამეტრების გადმოსაცემად და ასს-ის ფრენის საკონტროლებლად მასზე დადგმული იყო:

  • რადიოგადამცემი, რომელიც მუშაობდა ორ — 20.003 და 19.997 მეგაჰერცის სიხშირეებზე. გადამცემი გამოასხივებს სიგნალებს 0.8-1.5 წამის ხანგრძლივობის სატელეგრაფო ნიშნების სახით და იმუშვებდა იმდაგვარად, რომ პირველი სიხშირის 20.003 მეგაჰერცის გამოსხივებაში პაუზების დროს იმპულსები გადმოიცემა მეორე სიხშირეზე — 19.997 მეგაჰერცზე;
  • რადიოგადამცემი, რომელიც მუშაობდა ორ — 19.993 და 39.986 მეგაჰერცის სიხშირეებზე. გადამცემის სიგნალები წარმოადგენენ ცვლადი ხანგრძლივობის იმპულსებს 0.2-დან 0.8 წამამდე. იმპულსების განმეორების სიხშირეა 1±0.15 ჰერცი;
  • რადიოგადამცემი, რომელიც მუშობს 183.6 მეგაჰერცის სიხშირეზე.

მთვარისკენ გაშვებულ რაკეტაში განთავსებული იყო სამი ვიმპელი (ალამი) სსრკ-ის გერბით და წარწერით — „1959 წლის სექტემბერი“: ერთი რაკეტა-მატარებლის უკანასკნელ საფეხურში და ორი — ასს-ის სამეცნიერო აპარატურაში. მთვარეზე დაცემის შესამსუბუქებლად ვიმპელების დაცულობის უზრუნველსაყოფად მიღებული იყო კონსტრუქციული ღონისძიებანი.

ასს-ის ვიზუალური დამზერისათვის მასზე იყო სპეციალური აპარატურა ნატრიუმის ღრუბლის — ხელოვნური კომეტის შესაქმნელად, რომელიც უნდა წარმოქმნილიყო 12 სექტემბერს 21:39:42 საათზე მოსკოვის დროით. იგი უნდა გამოჩენილიყო მერწყულის თანავარსკვლავედში (კოორდინატები: პირდაპირი აღვლენა 20 საათი და 41 წუთი, დახრილობა — მინუს 7.2°). ხელოვნური კომეტის დამზერა და ფოტოგრაფირება შესაძლებელი იყო სსრკ-ის ცენტრალური და დასავლეთი ნაწილიდან.

1959 წლის 12 სექტემბერს 06:39:42 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „ვოსტოკ-ლ“-ით («Восток-Л») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-2. 12 სექტემბერს 15:00 საათზე მოსკოვის დროით ასს დედამიწას დაშორდა 78.5 ათასი კმ-ით და იმყოფებოდა ახალი გვინეის თავზე. ორბიტაზე გასვლის შემდეგ კონტეინერი სამეცნიერო-საზომი აპარატურით გამოეყო რაკეტა-მატარებლის უკანასკნელ საფეხურს. 12 სექტემბერს 21:39:42 საათზე მოსკოვის დროით, როგორც იყო დაგეგმილი სადგურს შეემჩნეოდა ხელოვნური კუდი.

13 სექტემბერს 21:02:24 UTC დროით (14 სექტემბერს 00:02:24 საათზე მოსკოვის დროით) სადგურმა პირველად მიაღწია მთვარის ზედაპირს და დაეცა წვიმების ზღვის რაიონში, კრატერების: არისტილის, არქიმედისა და ავტოლიკის მახლობლად (კოორდინატები: 29°06′N 0°00′E / 29.1° ჩ. გ. -0° ა. გ. / 29.1; -0).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება