„ლუნა-1“ (რუს. «Луна-1», «Луна-1Д», «Мечта») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1959 წლის 2 იანვარს, მთვარისა და კოსმოსური სივრცის შესასწავლად. „ლუნა-1“ იყო მსოფლიოში პირველი ასს, რომელიც მთვარისკენ გაუშვეს.

ლუნა-1

ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური „ლუნა-1“
მისია მთვარის შესწავლა და მის ზედაპირზე სსრკ ვიმპელის ჩამოგდება
COSPAR ID 1959-012A
SCN 00112
ტექნიკური მახასიათებლები
მწარმოებელი საბჭოთა კავშირის დროშა ОКБ-1
მასა 316 კგ
მისიის დაწყება
გაშვების თარიღი 2 იანვარი, 1959 16:41:21 UTC
სასტარტო მოედანი ბაიკონური 1/5
რაკეტა-მატარებელი 8К72 №Б1-6
ორბიტის პარამეტრები
ორბიტის ტიპი ჰელიოცენტრული
დიდი ნახევარღერძი 171,439,159.822 კმ
პერიცენტრი 1.315 ა. ე.
აპოცენტრი 0.9766 ა. ე.
ორბიტალური დახრილობა 0.0010°
ექსცენტრისიტეტი 0.14767
სინოდური პერიოდი 450.0 დღე-ღამე
← -

დაგეგმილი იყო ასს-ის მზის ხელოვნურ თანამგავრად გადაქცევა (ორბიტის დიამეტრი 343.6 მლნ კმ, მიმოქცევის პერიოდი 15 თვე, ორბიტის ექცენტრისიტეტი 0.148). პერიჰელიუმისათვის უნდა მიეღწია 1959 წლის 14 იანვარს (მზისგან დაშორებული 146.4 მლნ კმ). უმეტეს დაშორებას მზისაგან (აფელიუმისთვის) — 197.2 მლნ კმ უნდა მიეღწია 1959 წლის სექტემბრის დამდეგისთვის.

რაკეტა-მატარებლის ბოლო საფეხურის მასა იყო 1472 კგ (კონტეინერის — აპარატურიანად 361 კგ). ასს-ზე იყო რადიოაპარატურა, ტელემეტრიული სისტემა, ხელსაწყოები კოსმოსური სხივების, მეტეორული ნაწილაკების, მზის კორპუსკულური გამოსხივებისა და პლანეტათშორისი სივრცის შესასწავლად. „ლუნა-1“-მა მსოფლიოში პირველმა მიაღწია II კოსმოსურ სიჩქარეს. „ლუნა-1“-ის მიერ ჩატარებული დაკვირვებების შედეგად გვაქვს ცნობები დედამიწის რადიაციული სარტყლის შესახებ, მისი მეშვეობით პირველად აღინუსხა მზისიერი ქარის ნაკადები და სხვა.

1959 წლის 2 იანვარს 16:41:21 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „ვოსტოკ-ლ“-ით («Восток-Л») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-1.

3 იანვარს 20:36 საათზე (მოსკოვის დროით) სამეცნიერო სამზერმა სადგურებმა, რომლებიც საბჭოთა კავშირის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდნენ, განაახლეს საბჭოთა ასს-ის რადიოსიგნალების მიღება 19.993, 19.995 და 19.997 მეგაჰერცის სიხშირეებზე. მიღება დაიწყო მნიშვნელოვნად ადრე, ვიდრე ასს გამოვიდა ჰორიზონტიდან. 4 იანვარს 00:30 (მოსკოვის დროით) განახლდა რადიოსიგნალების მიღება 183.6 მეგაჰერცის სიხშირეზე. ასს-ზე დადგმული სამეცნიერო აპარატურა და რადიოგადამცემები განაგრძობდნენ ნორმალურად მოქმედებას. მიღებული ინფორმაციით ასს განაგრძობდა ფრენას გათვალისწინებული ტრაექტორიით მთვარის მიმართულებით.

4 იანვარს 03:00 საათზე (მოსკოვის დროით) ასს იმყოფებოდა 336.6 ათას კმ მანძილზე დედამიწიდან ინდოეთის ოკეანეზე იავის კუნძულის სამხრეთით, დედამიწის ზედაპირზე (კოორდინატები 10°07′ ს. გ. 110°00′ ა. გ. / 10.117° ს. გ. 110.000° ა. გ. / -10.117; 110.000). 4 იანვარს 05:59 საათზე (მოსკოვის დროით) ასს-მა მთვარის უშუალო სიახლოვეს გაიარა 7500 კმ მანძილზე, ამავდროულად დედამიწიდან ის დაცილებული იყო 370 ათასი კმ-ით. 4 იანვარს 07:01 საათზე (მოსკოვის დროით) ასს-ის ორბიტის დახრილობა შეადგენდა 10.8°, ხოლო პირდაპირი აღმასვლა — 14 საათსა და 14 წუთს. 09:00 საათზე (მოსკოვის დროით) ასს იყო სამხრეთ აფრიკის თავზე (კოორდინატები 11°25′ ს. გ. 20°00′ ა. გ. / 11.417° ს. გ. 20.000° ა. გ. / -11.417; 20.000), ხოლო დაშორება დედამიწიდან — 390 ათ. კმ. 4 იანვარს 12:00 საათზე (მოსკოვის დროით) ასს დედამიწიდან იმყოფებოდა 422 ათასი კმ და მთვარიდან — 60 ათასი კმ-ით მანძილით შორს. ამ დროს ასს-ის კოორდინატები უდრიდა პირდაპირი აღმასვლა — 14 საათი და 15 წუთი და დახრილობა — მინუს 12°. 4 იანვარს 19:00 საათზე (მოსკოვის დროით) ასს იმყოფებოდა დედამიწიდან 474 ათასი კმ-ით შორს. ამ დროს ასს-ის კოორდინატები უდრიდა პირდაპირი აღმასვლა — 14 საათი და 17 წუთი და დახრილობა — მინუს 13°42'. 4 იანვარს 22:00 საათზე (მოსკოვის დროით) ასს იმყოფებოდა დედამიწიდან 510 ათასი კმ-ით შორს. ამ დროს ასს-ის კოორდინატები უდრიდა პირდაპირი აღმასვლა — 14 საათი და 17 წუთი და დახრილობა — მინუს 14°15'.

5 იანვარს 04:00 საათზე (მოსკოვის დროით) ასს იმყოფებოდა დედამიწიდან 550 ათასი კმ-ით შორს. ამ დროს ასს-ის კოორდინატები უდრიდა პირდაპირი აღმასვლა — 14 საათი და 18 წუთი და დახრილობა — მინუს 15°11'. 5 იანვარს 10 საათისთვის ავტომატური სადგურის აკუმულატორები დაჯდა, რის შემდეგადაც მასთან კავშირი გაწყდა. 7-8 იანვარს, როდესაც ასს 1 მლნ კმ-იყო დაშორებული, დედამიწის გავლენა ასს-ზე იმდენად სუსტი გახდა, რომ აპარატის მოძრაობა ძირითადად მზის გრავიტაციით განისაზღვრებოდა.

ა. შტერნფელდის შეფასებით ლუნა-1 დედამიწას დაუბრუნდება 2109 წელს, თუ მასზე მოქმედი სხვა პლანეტების გრავიტაციული ველები არ მოახდენენ მისი ორბიტის კორექტირებას.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება