ლუკა (ლომიძე)
ეპისკოპოსი ლუკა (ერისკაცობაში — ვაჟა ფარნაოზის ძე ლომიძე; დ. 14 სექტემბერი, 1966, თბილისი) — საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი.
ლუკა | |
---|---|
საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი | |
მეუფე ლუკა | |
პროვინცია | კახეთი |
ეპარქია | საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია |
ეკლესია | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ინთრონიზაცია | 2003 |
პირადი მონაცემები | |
საერო სახელი | ვაჟა ფარნაოზის ძე ლომიძე |
დაბადების თარიღი | 14 სექტემბერი, 1966 |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | ქრისტიანობა |
ბიოგრაფია
რედაქტირება1992 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი; 1995 წლიდან ზედაზნის მამათა მონასტრის მორჩილი იყო. 1997 წლის დიდმარხვის I კვირაში ბერად აღიკვეცა. 1998 წლის 13 ივლისს დიაკვნად ეკურთხა. 1998 წლის 12 ნოემბერს — მღვდლად. 1998–2003 წლებში იყო დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარი. 1999 წელს გახდა იღუმენი, 2000 წელს — არქიმანდრიტი, 2003 წლის 29 აგვისტოს ეპისკოპოსად ეკურთხა, 2011 წლის 14 სექტემბრიდან მთავარეპისკოპოსია. დაჯილდოებულია წმინდა გიორგის ორდენით.[1]
კათედრა და რეზიდენცია — ნინოწმინდასა და საგარეჯოში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ლუკა – საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი. საქართველოს საპატრიარქო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-05. ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2020.