ლუდოვიკო მარია ენრიკო ეინაუდი (იტალ. Ludovico Maria Enrico Einaudi; დ. 23 ნოემბერი, 1955) — იტალიელი კომპოზიტორი და პიანისტი. მისი ნაწარმოებები კლასიკური ჟანრისაა, რომლებიც ერწყმის სხვა პოპულარულ ჟანრებს: პოპ, როკ, ეთნო და ხალხურ მუსიკას. წერს საუნდტრეკებს მხატვრული ფილმებისთვისაც.

ლუდოვიკო ეინაუდი

ეინაუდი 2012 წელს
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 23 ნოემბერი, 1955 (1955-11-23) (69 წლის)
დაბ. ადგილი ტურინი, პიემონტი, იტალია
წარმოშობა იტალიელი
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა კომპოზიტორი, პიანისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი პიანინო, სინთეზატორი, გიტარა
აქტიური 1980-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი ludovicoeinaudi.com
ლუდოვიკო ეინაუდი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლუდოვიკო ეინაუდი დაიბადა ტურინში, პიემონტში, იტალიაში,[1] 1955 წლის 23 ნოემბერს. პაპამისი ლუიჯი ეინაუდი იტალიის პრეზიდენტი იყო 1948–1955 წლებში. მამამისი ჯულიო ეინაუდი იყო პუბლიცისტი. ეინაუდის დედა, რენატა ალდროვანდი, ასევე პიანისტი იყო. სწორედ მან ჩაუნერგა პატარა ლუდოვიკოს მუსიკისადმი სიყვარული. უკვე მოზარდობაში ლუდოვიკო თვითონ წერდა კომპოზიციებს. 1982 წელს ჩააბარა ჯუზეპე ვერდის სახელობის მილანის კონსერვატორიაში. იმავე წელს მიიღო დიპლომი კომპოზიციის მიმართულებით[2] და დაიწყო სწავლა ცნობილ იტალიელ კომპოზიტორ ლუჩიანო ბერიოსთან.[3]

სწავლის დამთავრების შემდეგ მან შექმნა ორკესტრული კომპოზიციები. სულ მალე ლუდოვიკომ დაიმსახურა საერთაშორისო ყურადღება და ლა სკალას თეატრში აჟღერდა მისი ნაწარმოებები. 1990-იან წლებში იწყებს ფილმებისათვის საუნდტრეკების წერას. ეინაუდი თანამშრომლობდა ბევრ ცნობილ რეჟისორთან. ერთ-ერთი ცნობილი ფილმი, რომლისთვისაც დაწერა კომპოზიციები არის ფრანგული ფილმი „ხელშეუხებელნი“.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 2002 წელს, ლუდოვიკო ეინაუდის საუნდტრეკს „Luce dei miei occhi“ 2002 წლის იტალიის მუსიკალურ დაჯილდოებაზე საუკეთესო საუნდტრეკის ჯილდო გადაეცა.
  • მისმა საუნდტრეკმა ფილმისთვის „უცნაური დანაშაული“ მოიპოვა საუკეთესო საუნდტრეკის ჯილდო 2004 წლის ავინიონის კინოფესტივალზე.
  • ეინაუდი არის „იტალიის რესპუბლიკის ღირსების ორდენის“ მფლობელი, ხელოვნების, ლიტერატურის, ეკონომიკისა და სხვა მომსახურების სფეროებში.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ludovico Einaudi. IMDB. ციტირების თარიღი: 12 January 2012.
  2. Ludovico Einaudi. Ponderosa Music. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-10. ციტირების თარიღი: 12 იანვარი, 2012.
  3. ლუდოვიკო ეინაუდის შესახებ
  4. www.repubblica.it(იტალიური)