ლუდი ჩინეთში
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ლუდი ჩინეთში}} |
ლუდი ჩინეთში გასულ საუკუნეში უფრო და უფრო პოპულარული გახდა ადგილობრივი და იმპორტული ლუდის პოპულარიზაციის გამო. გასული ათეული წლების განმავლობაში ჩინური ლუდი საერთაშორისოდ პოპულარული გახდა. ჩინური ლუდის უმეტესობა არის უფერული ლაგერი, თუმცა სხვა სტილის ლუდებიც არსებობს, როგორიცაა ცინდაოს მუქი ლუდი.
ისტორია
რედაქტირებაჩინეთში დაახლოებით ცხრა ათასი წელია, რაც ლუდი იწარმოება და იხმარება, რაც მტკიცდება იმ არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სადაც იპოვეს ჩინელი სოფლელები ლუდისმაგვარ სასმელს ხარშავდნენ ძვ.წ. 7000 წელს პატარა და ინდივიდუალურ დონეზე. ეს ადრინდელი ლუდი, რომელიც მზადდებოდა ბრინჯის, თაფლის, ყურძნისა და კუნელის ხილისაგან, ძალიან მიემსგავსება ძველი ეგვიპტისა და მესოპოტამიის ლუდს.[1] ძველი ჩინური ლუდი მნიშვნელოვანი იყო წინაპრების თაყვანის საცემად, გასასვენებლად და სხვა რიტუალებისთვის შიას, შანის და ჟოუს დინასტიების დროს, და ლუდს ეძახდნენ "ლაო ლის". თუმცა, ჰანის დინასტიის შემდეგ, ჩინური ლუდი ნელ-ნელა გაქრა "ჰუანგჯიუს" სასარგებლოდ, რამაც შემდეგ ორი ათასწლეული გასტანა. თანამედროვე ლუდის ხარშვის ტექნოლოგია არ იყო შემოღებული ჩინეთში მეცხრამეტე საუკუნის მიწურულამდე, როდესაც პოლონელებმა დააარსეს ლუდსახარში ქალაქ ჰარბინში, და კიდევ სამი (ასევე ჰარბინში), რომელიც გერმანელებმა, ჩეხოსლოვაკებმა და პოლონელებმა დააარსეს. აგრეთვე, იაპონელებმა 1934 წელს დააარსეს მუკდენ მანჩურიული ლუდი, რომელიც შემდეგ შენიანის თოვლის ლუდი დაერქვა. 1994 წელს იგი ჩინეთის რესურსების მეწარმეობამ შეიძინა.[2]
კასრის ლუდის გამოჩენა ჩინეთში
რედაქტირებაჩინეთში კასრის ლუდის გამოჩენა დაიწყო დიდ ქალაქებში, როგორიც არის ბეიჯინგი, შანხაი და გუანგჟოუ.[3] თავდაპირველად ინტერესი კასრის ლუდისადმი გაჩნდა უცხოელ მომუშავეებში, შემდგომ ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესი გაიზარდა პრემიუმი ბრენდებისადმი, რის გამოც ადგილობრივი და იმპორტული კასრის ლუდის რაოდენობა იზრდება.[4][5][6] თუმცა, ჩინეთის მთავრობის რეგულაციებმა ახალ ლუდსახარშებს, რომლებსაც სურთ თავიანთი დისტრიბუცია გაზარდონ, დაბრკოლება გაუჩინა.[7]
ხარშვის ინგრედიენტები
რედაქტირებაჩინური ლუდები ხშირად შეიცავენ ბრინჯს, სორგოს და ხანდახან ქერს ჭვავსაც უმატებენ. ზოგიერთი ლუდი შეიცავს მწარე ნესვს სვიის ნაცვლად მწარე გემოს მისაცემად.
2001 წელს ჩინურმა მედიამ გამოაცხადა, რომ ჩინური ლუდის 95% შეიცავს ფორმალდეჰიდს, რადგან ეს არის ყველაზე მატრივი ხერხია, რათა არ წარმოიქმნას ლუდში ნალექები.[8] მსგავსი ქმედება ახლა უკვე არალეგალურია.
ეკონომიკა
რედაქტირებათოვლის ლუდი, რომლის მწარმოებელია CR Snow, არის ჩინეთში წამყვანი ლუდი, რომელიც იღებს ბაზრის წილის 21.7%-ს.[9] ახლახან ლუდ ცინგტაომ გაასწრო, რომლის მწარმოებელია ლუდსახარში ცინდაო, რომელიც არის წამყვანი საექსპორტო ბრენდი. ლუდი ცინგტაო მზადდება ქალაქ ცინდაოში (ოფიციალურად იკითხება ცინგტაო "EFEO-ს ჩინური ტრანსკრიფციის მიხედვით) რომელიც იყო გერმანული ბაზა უთანასწორო ხელშეკრულებებისა და გვიანი კოლონიური დასავლური გავლენის დრო ჩინეთში. გერმანელებს უნდოდათ ლუდი თავიანთი მეზღვაურებისთვის, ჯარისკაცებისთვის და ვაჭრებისთვის, და წარმოება გაგრძელდა იმის შემდეგაც, როდესაც იაპონელებმა ჩაიგდეს ქალაქი ხელში პირველ მსოფლიო ომში.
ცინგტაოს გარდა, სხვა მნიშვნელოვანი ჩინური ლუდსახარში კომპანიებია: "China Pabst Blue Ribbon",[10] "Yanjing", "Sie-Tang Lio" და "Zhujiiang Beer." ბევრ დიდ საერთაშორისო ლუდსახარშ კომპანიებს ახლა აქვთ ინტერესი, ან სურთ ერთობლივი საწარმო ჩინური ლუდახარშებთან გახსნან. პოპულარული საერთაშორისო ბრენდები, როგორიც არის კარლსბერგი ახლა უკვე ჩინეთში იწარმოება. ეს აძლევს იმის საშუალებას, წვდომა ჰქონდეს ჩინურ ბაზართან, როცა ის გასცემს კაპიტალსა და გამოცდილებას ადგილობრივი ხარშვის სტანდარტის გასაუმჯობესებლად, მიუხედავად ნაირსახეობის ფასისა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.nationalgeographic.com/news/2005/07/0718_050718_ancientbeer/[მკვდარი ბმული]
- ↑ http://wenku.baidu.com/link?url=4EmX3K9_XHM_vUmC8ds0kN7GxIFFWHOUA8Nj-0peg15Bd9bbosiuPZBMFp531X1h1GFB_5v9h7wlhPpkdoYMiLJe6nQLLfEyh5KNPwCqS3S
- ↑ https://www.theglobeandmail.com/news/world/as-chinas-craft-beer-craze-takes-off-brewers-hatch-ambitious-plans/article30908331/
- ↑ https://www.nytimes.com/2016/01/16/business/dealbook/china-embraces-craft-beers-and-brewing-giants-take-notice.html ISSN 0362-4331
- ↑ http://www.pri.org/stories/2014-11-18/china-getting-taste-craft-beers-not-craft-brewing
- ↑ https://www.theatlantic.com/china/archive/2013/07/forget-portland-china-might-just-be-the-new-epicenter-of-craft-beer/278077/
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-16. ციტირების თარიღი: 2019-10-13.
- ↑ http://www.chinadaily.com.cn/english/doc/2005-07/14/content_460109.htm
- ↑ http://www.chinatopix.com/articles/1237/20130913/chinas-top-beer-makers-named.htm
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-29. ციტირების თარიღი: 2019-10-13.