ლუბა (ეკვატორული გვინეა)
ლუბა ანუ სან-კარლოს-დე-ლუბა (ესპ. Luba) — ქალაქი ეკვატორულ გვინეაში, სამხრეთ ბიოკოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ქალაქი | |
---|---|
ლუბა ესპ. Luba | |
ქალაქის ხედი (2013 წელი) | |
ქვეყანა | ეკვატორული გვინეა |
პროვინცია | სამხრეთ ბიოკო |
კოორდინატები | 3°27′00″ ჩ. გ. 8°33′00″ ა. გ. / 3.45000° ჩ. გ. 8.55000° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 181 მ |
მოსახლეობა | 7739 კაცი (2012) |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
ისტორია
რედაქტირებალუბის ყურე 1471 წელს აღმოაჩინა პორტუგალიელმა ზღვაოსანმა ფერნანდო პომ. 1778 წლის 24 ოქტომბერს დონ ფერნანდო ფელიპე დე ლოს სანტოს ტორომ, რომელიც მეთაურობდა ექსპედიციას გემებით "სანტა კატალინა", "სოლედადი" და "სანტიაგო" გადასხდა ბოლოკოს ყურეში, რათა საკუთარი მეფის კარლ III-ის სახელით დაეკავებინა კუნძული ბიოკო და გვინეის ყურის ყველა სხვა კუნძული და ეს ტერიტორიები სან-ილდეფონსოს და ელ-პარდოს შეთანხმებების თანახმად შეეყვანა ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში, რის შემდეგაც პორტუგალიის სამეფო ამ მიწებს გადასცემდა ესპანეთის სამეფოს. აქ მან დააარსა პატარა დასახლება და მეფის პატივსაცემად დაარქვა სან-კარლოსი.
ფრანსისკო მასიას ნგემას დიქტატურის დროს ქალაქს სახელი გადაერქვა და ეწოდა სან-კარლოს-დე-ლუბა, ბელად ლუბას პატივსაცემად, რომელიც 1910 წელს მეთაურობდა აჯანყებას ესპანელების წინააღმდეგ.
დემოგრაფია
რედაქტირებაქალაქის მოსახლეობა წლების მიხედვით[1]:
1983 | 2001 | 2010 |
---|---|---|
2450 | 9011 | 7889 |
ტრანსპორტი
რედაქტირებაქალაქში მისვლა შესაძლებელია ან ზღვით, ან მთავარი გზით, რომელიც ლუბას აკავშირებს ქვეყნის დედაქალაქ მალაბოსთან. ცოტა ხნის წინ ქალაქის მახლობლად გაიხსნა თავისუფალი პორტი, რომლითაც შესაძლებელი გახდა იქ უფრო დიდი გემების შესვლა, კერძოდ ნავთობის მრეწველობის უზრუნველყოფის გემების.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Luba. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2011-05-13.