ლოქოსებრნი (ლათ. Siluridae) — თევზების ოჯახი ლოქოსნაირთა რიგისა, აქვთ ტიტველი, უქერცლო სხეული, მტკნარი და მომლაშო წყლის თევზებია. ბინადრობენ ევროპასა და აზიაში. ლოქოს გვარი წარმოდგენილია 2 სახეობით: ჩვეულებრივი ანუ ევროპული ლოქო (Silurus glanis) ბინადრობს შავი, კასპიისა და არალის ზღვების აუზში. მისი სხეულის სიგრძე 5 მ, მასა 300 კგ აღწევს. ზურგის ფარფლი პატარა აქვს. ზედა ყბაზე 2 დიდი ულვაშია, ქვედაზე კი 4 პატარა. მტაცებელია — იკვებება თევზებით, ბაყაყებითა და სხვა ცხოველებით. სქესობრივად 4-5 წლისა მწიფდება. ტოფობს ზაფხულში. დიდი სარეწაო მნიშვნელობა აქვს.

ლოქოსებრნი

ლოქო
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
რიგი:  ლოქოსნაირნი
ოჯახი:  ლოქოსებრნი
ლათინური სახელი
Siluridae

საქართველოში მისი მოპოვება ხდება მდინარე ალაზანში, მტკვარში, ჯანდარის და პალიასტომის ტბებში. სოლდატოვის ლოქო (Silurus soldatovi) ამურის აუზში ბინადრობს და სარეწაო მნიშვნელობა აქვს. Parasilurus-ის გვარში 6 სახეობაა, გავრცელებულია დასავლეთ საბერძნეთიდან იაპონიამდე.

ლიტერატურა

რედაქტირება