ლოლიტა რიტმანისი (დ. 1 ნოემბერი, 1962) — ლატვიური წარმოშობის ამერიკელი კომპოზიტორი. ცნობილია ფილმების და სატელევიზიო შოუებისთვის შექმნილი მუსიკით, მათ შორის ბეტმენიის ანიმაციური სერიალისთვის.[1][2]

ლოლიტა რიტმანისი
დაბადების თარიღი 1 ნოემბერი, 1962 (1962-11-01) (62 წლის)
პორტლენდი, აშშ
საქმიანობა კომპოზიტორი
მშობლები მამა: ანდრის რიტმანისი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

დაიბადა ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში, 1962 წლის 1 ნოემბერს. მისი მშობლები დოქტორი ანდრის რიტმანისი და აზია რიტმანისი, მეორე მსოფლიო ომის დროს 1949 წელს, ლატვიიდან ჩამოსული ემოგრანტები იყვნენ. ყავს და: ბრიჯიტა რიტმანის-ჯემისონი და ძმა: ალბერტ რიტმანისი.

ბავშვობაში ლოლიტა სწავლობდა პიანინოს, ფლეიტას, გიტარას და ვოკალს. მონაწილეობდა როგორც ჯაზის ასევე კლასიკური მუსიკის ანსამბლებში. თავისი პირველი მუსიკალური ნაწარმოები 11 წლის ასაკში შექმნა. თექვსმეტი წლის ასაკში პოპულარული ლატვიური მუსიკალური ჯგუფ: "Dzintars"-სთვის ("ქარვა") ქმნიდა მუსიკას, მათთან ერთად გამოდიოდა სცენაზე და დადიოდა გასტროლებში: ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ევროპაში, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიაში. მსოფლიოს გარშემო გამართულმა ლატვიური სიმღერების ფესტივალებმა საშუალება მისცა თავისი შემოქმედება ფართო აუდიტორიისთვის წარედგინა.

ლოლიტამ 1980 წელს დაასრულა კლივლენდის საშუალო სკოლა პორტლენდში, რის შემდეგაც ლოს-ანჯელესში დიკ გროვის მუსიკის სკოლაში სასწავლებლად გადავიდა, სადაც დაასრულა როგორც კომპოზიტორის ასევე ფილმების მუსიკის კომპოზიტორის პროგრამა. მუსიკალურ სასწავლებელში ის შემდეგ ცნობილ კომპოზიტორებთან სწავლობდა: დიკ გროვი, მუნდელ ლოუ, ლალო შიფრინი, ჰენრი მანჩინი, ელინ ფერგიუსონი და სხები. ის დამატებით ასევე სწავლობდა კერძო მასწავლებლებთან: მაურო ბრუნო, გიბნერ კინგი და მეტ დენისი.

კინო და სატელევიზიო კომპოზიცია

რედაქტირება

სწავლის დასრულების შემდეგ ლოლიტამ Warner Bros.-ის და უოლტ დისნეის სტუდიებში დაიწყო მუშაობა. რამაც კინოსა და ტელევიზიის ორკესტრირების სფეროში მუშაობამდე მიიყვანა. ის სტაბილურად მუშაობდა ისეთ კომპოზიტორებთან როგორიცაა: მაიკლ კემენი, ბეზილ პოლედურისი, შირლი იოკერი, მარკ სნოუ, ელიოტ გოლდენთალი, ლუი ფებერი, ბურტ ბაჩარაჩი და კარტერ ბერველი. 1991 წელს შირლი იოკერის დახმარებით კინოსა და ტელევიზიის კომპოზიტორობა დაიწყო. მისმა თანამშრომლობამ ქალბატონ იოკერთან შესაძლებლობა მისცა Warner Bros.-ის სტუდიაში შეექმნა მუსიკა ბეტმენიის ანიმაციური სერიალისთვის. მან Warner Bros.-ში სუპერმენის ანიმაციური სერიალზე და მომავლის ბეტმენზე გააგრძელა მუშაობა. ამ პერიოდში შეხვდა და დაიწყო პროფესიული თანამშრომლობა მიშელ მაკკუსტიონთან და კრისტოფერ კარტერთან. ტრიომ შექმნა მუსიკა შემდეგი პროექტებისთვის: პროქეტი ზეტა, მოზარდი ტიტანები, სამართლიანობის ლიგა, შეუზღუდავი სმართლიანობის ლიგა, სუპერ გმირების ლეგიონი და სხვა.

მას აქვს ორკესტრირებული ასზე მეტი ფილმი, სერიალი და სატელევიზიო გადაცემა, მათ შორის: მომაკვდინებელი იარაღი 4, საიდუმლო მასალები, ცურვის ფანი, ჯიპერს კრიპერსი 2, რობინ ჰუდი: ქურდების უფლისწული, Საბოლოო დანიშნულების ადგილი, დასავლეთის ფრთა და ნგრევის კაცი. მან ასევე გაუკეთა ორკესტრირება მიშელ მაკკუსტიონის მუსიკას ვიდეო თამაშისთვის ადამიანი ობობა 2 რომელიც დაფუძნებულია 2004 წლის იგივე სახელის ფილმზე ადამიანი ობობა 2. ლოლიტამ ასევე გააკეთა 1996 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიალის ორკესტრირება.

საკონცერტო სამუშაოები

რედაქტირება

როტმანისის კონცერტები დღემდე სრულდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ევროპაში, ავსტრალიაში და ტაივანში. სიმფონიური პოემა Farewell (დამშვიდობება) 1982 წელს შესრულდა პორტლანდის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში. მისი კანტანტა A New Day (ახალი დღე) 1986 წელს შესრულდა ლინკოლნის ცენტრში. 1989 წელს მუზიკლი Tas vakars piektdienā (იმავე დროს მომავალ პარასკევს) დაიდგა ლონგ-ბიჩზე ტერასის თეატრში და 1990 წელს ლატვიაში. მუსიკალური რევიუ Turp un atpaka (იქ და უკან) 1999-2000 წლებში შესრულდა მთელს ამერიკაში და კანადაში. მიუზიკლი Skudra un sienāzis (ჭიანჭველა და კალია) 1999 წელს დაიდგა კალიფორნიაში ტაუზენდ-ოაკში ლატვიური სიმღერის ფესტივალზე. 2003 წლის აგვისტოში მუზიკლი Gudrais padomiņš (ბრძნული რჩევა) დაიდგა სან-ფრანცისკოში კათედრალ-ჰილში. Rudentiņš pie durvīm klauvē (შემოდგომა კარზე აკაკუნებს) ნაწარმოები გუნდისა და კამერული ორკესტრისთვის 2003 წლის 8 აგვისტოს ნაჩვენები იყო სან-ფრანცისკო ლუის მ. დევისის სიმფონიურ დარბაზში. 2004-ში მუზიკლი Eslingena დაიდგა იზაბელ ბადერის თეატრში ტორონტოში, ონტარიოში, კანადაში და 2005 წელს წარმოდგენილი იყო რიგირ ეროვნულ ტეატრში.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ლოლიტა დაქორწინებულია მუსიკის პროდიუსერზე მარკ მატსონზე. ისინი მათ სამ შვილთან ერთად ცხოვრობენ სტუდიო-სიტიში, კალიფორნიაში. აქვთ ორი ხმის ჩამწერი სტუდია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The allure of writing music for the screen. BBC. ციტირების თარიღი: 2020-10-06
  2. Komponiste Lolita Ritmanis nominēta Pasaules filmu mūzikas balvai par filmai Dvēseļu putenis radīto skaņu celiņu. ციტირების თარიღი: 2020-10-06