ლოიდ ოსტინი
ლოიდ ჯეიმზ ოსტინ III (ინგლ. Lloyd James Austin III; დ. 8 აგვისტო, 1953) — ამერიკელი თადარიგის ოთხვარსკვლავიანი გენერალი; ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი 2021 წლის 22 იანვრიდან. მანამდე მსახურობდა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) რიგით მე-12 მეთაურად. იგი სენტკომის პირველი შავკანიანი მეთაური იყო[2] და პირველი შავკანიანი თავდაცვის მდივანია.
ლოიდ ჯეიმზ ოსტინ III | |
---|---|
ეროვნება | ამერიკელი |
დაბადების თარიღი | 8 აგვისტო, 1953 |
დაბადების ადგილი | მობაილი, ალაბამა |
კუთვნილება | ამერიკის შეერთებული შტატები |
ჯარის სახეობა | აშშ არმია |
სამხედრო სამსახურის წლები | 1975-2016 |
წოდება | არმიის გენერალი |
ბრძოლები/ომები |
ავღანეთის ომი ერაყის ომი |
ჯილდოები | |
სამსახურიდან გადადგომა | 5 აპრილი, 2016 |
ცენტრალურ სარდლობამდე ოსტინი იყო აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის მოადგილე (რიგით 33-ე, 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის მარტამდე), აგრეთვე, ერაყში აშშ-ის ძალების ბოლო მეთაური (ოპერაცია „ახალი განთიადი“, 2010-2011), რომელიც 2011 წლის დეკემბერში დასრულდა. შეიარაღებული ძალებიდან წავიდა 2016 წელს და გაწევრიანდა კომპანიების Raytheon Technologies, Nucor და Tenet Healthcare დირექტორთა საბჭოებში.
ადრეული ცხოვრება და განათლება
რედაქტირებალოიდ ოსტინი დაიბადა 1953 წლის 8 აგვისტოს, მობაილში, ალაბამას შტატში[3] და აღიზარდა ტომასვილში, ჯორჯიის შტატში.[4] 1975 წელს მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა შეერთებული შტატების სამხედრო აკადემია (ვესტ-პოინტი), სადაც G1-ის ასეულის მეთაური იყო.[5][6] 1986 წელს ობერნის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო კოლეჯში მოიპოვა ხელოვნების მაგისტრის ხარისხი განათლების მიმართულებით, 1989 წელს კი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ბიზნესის მართვის მიმართულებით ვებსტერის უნივერსიტეტში. დამთავრებული აქვს ქვეითი ოფიცრის საწყისი და შემდგომი კურსები, არმიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი (CGSC) და არმიის ომის კოლეჯი.[6]
სამხედრო კარიერა
რედაქტირებავესტ-პოინტის აკადემიის დამთავრების შემდეგ ოსტინს უმცროსი ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭა და გერმანიაში ბაზირებულ აშშ-ის მე-3 მექანიზებულ ქვეით დივიზიაში დაინიშნა.[6]
ამ თანამდებობაზე მუშაობის და ქვეითი ოფიცრის საკარიერო კურსის გავლის შემდეგ დაინიშნა 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიონში (ფორტ ბრეგი, ჩრდილოეთ კაროლინა) 508-ე ქვეითი პოლკის მე-2 საჰაერო-სადესანტო ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის მეთაურად და ასრულებდა 82-ე დივიზიონის 1-ლი ბრიგადის შტაბის ოპერაციების განყოფილების (S-3) ასისტენტის მოვალეობასაც.[6]
1981 წელს სამსახური ინდიანაპოლისში, ინდიანას შტატში განაგრძო, სადაც არმიის ინდიანაპოლისის რაიონის რეკრუტირების სარდლობაში ოპერაციების ოფიცრად დაინიშნა, მოგვიანებით კი არმიის რეკრუტირების ბატალიონში ერთ-ერთი ასეულის მეთაური იყო.[6] ამ პოსტზე მუშაობის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრო ობერნის უნივერსიტეტში, რომელიც განათლების მიმართულებით მაგისტრის ხარისხით დაასრულა, რის შემდეგაც ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში ერთ-ერთი ასეულის ტაქტიკის ოფიცრად დაინიშნა.[6]
არმიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში (ფორტ ლევენუორთი, კანზასი) წარსაგზავნად შერჩევის და მისი დასრულების შემდეგ დაინიშნა ოპერაციების ოფიცრად (S-3), ხოლო შემდგომ, აღმასრულებელ ოფიცრად (მეთაურის მოადგილე) 22-ე ქვეითი პოლკის მე-2 ბატალიონში. ამის შემდგომ მსახურობდა მე-10 სამთო დივიზიონის 1-ლი ბრიგადის აღმასრულებელ ოფიცრად, მოგვიანებით კი ფორტ დრამში, ნიუ-იოკრში დაგეგმარების, წვრთნების, მობილიზაციისა და უსაფრთხოების დირექტორად.[6]
1993 წელს ოსტინი ფორტ ბრეგის 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიონს დაუბრუნდა, ამჯერად, 505-ე პოლკის მე-2 ბატალიონის მეთაურის თანამდებობაზე.[7] მოგვიანებით იყო 82-ე დივიზიონის შტაბის ოპერაციების ოფიცერი (G-3). ომის კოლეჯის დასრულების შემდეგ დაინიშნა იმავე დივიზიონის მე-3 ბრიგადის მეთაურად.[6]
ბრიგადის მეთაურობიდან ცოტა ხნის შემდეგ იგი დაინიშნა პენტაგონში, გაერთიანებული შტაბის ოპერაციების განყოფილების უფროსად (J-3). მისი შემდგომი თანამდებობა იყო დივიზიის მეთაურის თანაშემწე მანევრის მიმართულებით (ADC-M) მე-3 მექანიზებულ ქვეით დივიზიონში (ფორტ სტიუარტი, ჯორჯია). ამ თანამდებობაზე ყოფნისას იგი ხელმძღვანელობდა დივიზიის მიერ ერაყში შეჭრას 2003 წლის მარტში.[6] ამ დროს გაწული სამსახურისთვის მან „ვერცხლის ვარსკვლავიც“ მიიღო.[8]
2003 წლის სექტემბრიდან 2005 წლის აგვისტომდე დანიშნული იყო მე-10 სამთო დივიზიონის (მსუბუქი ქვეითი) მეთაურად და ასრულებდა მრავალეროვნული გაერთიანებული ტაქტიკური დაჯგუფება 180-ის მეთაურის მოვალეობას ავღანეთის ომში. მისი შემდეგი თანამდებობა იყო აშშ-ის ცენტრალური სარდლობის შტაბის უფროსი (მაკდილის საჰაერო ბაზა, ტამპა, ფლორიდა), სადაც 2005 წლის სექტემბრიდან 2006 წლის ოქტომბრამდე მსახურობდა.[6]
2006 წლის 8 დეკემბერს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება და დაინიშნა XVIII საჰაერო-სადესანტო კორპუსის მეთაურად (ფორტ ბრეგი, ჩრდილოეთ კაროლინა).[9] 2008 წლის თებერვალში გახდა რანგით მეორე მეთაური ერაყში და სათავეში ჩაუდგა ერაყის მრავალეროვნულ კორპუსს (MNC-I). კორპუსის მეთაურის თანამდებობაზე იგი დაახლოებით 152,000 ამერიკელ და კოალიციურ პირად შემადგენლობას ხელმძღვანელობდა.[10]
2009 წლის აგვისტოში, გაერთიანებული შტაბის უფროსების თავმჯდომარის, ადმირალ მაიკლ მალენის ბრძანებით, ოსტინი XVIII კორპუსის მეთაურის თანამდებობიდან გაერთიანებული შტაბის დირექტორის თანამდებობაზე დაწინაურდა.[6] მალენის მითითებით, ოსტინს გაერთიანებულ შტაბში განსხვავებულობის და მრავალფეროვნების ხელშეწყობა ევალებოდა. ოსტინი თავის გვიანდელ წარმატებულ კარიერას ამ დაწინაურებას უმადლოდა: „ხალხმა, რომელიც ლოიდ ოსტინს არ იცნობდა, ახლა გაიცნო იგი.“[4]
აშშ-ის ძალების მეთაური ერაყში
რედაქტირება2010 წლის 1 სექტემბერს, ბაღდადში, ალ-ფავის სასახლეში გამართულ ცერემონიალზე ლოიდ ოსტინი ერაყში აშშ-ის ძალების (USF-I) მეთაურად წარადგინეს. მისი წინამორბედი გენერალი რეი ოდიერნო იყო.[11][12] ამ თანამდებობით ოსტინი ერაყში მყოფი აშშ-ის და კოალიციური ძალების უმაღლესი სამხედრო მეთაური გახდა.[13] მათი ამოცანა იყო ერაყის შეიარაღებული ძალების და ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უსაფრთხოების სამსახურების გაწვრთნა, რჩევა, დახმარება და აღჭურვა. მეთაურის თანამდებობაზე ყოფნისას ოსტინმა ერაყში კოალიციური ძალების პირადი შემადგენლობის 14,000-დან 18,000-მდე გაზრდა მოითხოვა.[14]
ოსტინი ზედამხედველობდა ოპერაცია „ერაყის თავისუფლების“ და სხვა საბრძოლო ოპერაციების დასრულებას და ოპერაცია „ახალი განთიადის“ დაწყებას, რომელიც ერაყის უსაფრთხოების ძალების რჩევაზე, დახმარებაზე და წვრთნაზე იყო ორიენტირებული.[15] იგი ინტენსიურად იყო ჩართული როგორც შიდა განხილვებში, ისე ერაყის მთავრობასთან მოლაპარაკებებში, რაც სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებით დასრულდა.[16] იგი აშშ ძალების სრულად გამოსვლის წინააღმდეგი იყო და თვლიდა, რომ 2011 წლის შემდეგ ერაყში 10,000-მდე კოალიციური სამხედრო უნდა დარჩენილიყო, ასევე, იწონებდა შტაბის გეგმას 20,000-მდე სამხედრო მოსამსახურის დატოვების შესახებაც.[17][18] მიუხედავად ამისა, ძალების შემცირების და გამოყვანის პროცესის ხელმძღვანელობა (რასაც არ ეთანხმებოდა) მასვე დაევალა. ეს გულისხმობდა დაახლოებით 50,000 სამხედრო მოსამსახურის სხვადასხვა ადგილას გადანაწილებას. შეერთებული შტატების ერაყის სარდლობამ მუშაობა ოფიციალურად 2011 წლის 15 დეკემბერს დაასრულა. ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში, დროშების დაკეცვის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ოსტინმა დაახლოებით რვა წლით ადრე, მისივე დივიზიონის მიერ ამ აეროპორტის აღება და დაკავება გაიხსენა.[19] მან, შტაბის სხვა წევრებთან ერთად, ერაყი 2011 წლის 18 დეკემბერს დატოვა.[20]
არმიის შტაბის უფროსის მოადგილე
რედაქტირება2011 წლის დეკემბერში ოსტინი არმიის შტაბის უფროსის მოადგილის (VCSA) თანამდებობაზე წარადგინეს,[21] სადაც 2012 წლის 31 იანვარს დაინიშნა.[22] ამ თანამდებობაზე იგი არმიის შტაბის ყოველდღიურ საქმიანობას და არმიის ბიუჯეტის განკარგვას ხელმძღვანელობდა. მისი ხელმძღვანელობით გატარდა ღონისძიებები შეიარაღებულ ძალებში სუიციდის შემთხვევების შემცირების მიზნით.[23][24] იგი აგრეთვე ზედამხედველობდა არმიაში ფსიქიატრიული მომსახურების ხარისხის კონტროლს.[25]
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
რედაქტირებაოსტინი ცენტრალური სარდლობის მეთაური 2013 წლის 22 მარტს გახდა. ამ თანამდებობაზე იგი პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2012 წლის მიწურულს წარადგინა.[26][27][28] ამ თანამდებობაზე მუშაობისას მას „უჩინარი გენერალი“ („invisible general“) უწოდეს, რადგან სამხედრო საკითხებს საჯაროდ არასოდეს განიხილავდა.[29]
2014 წლის ივნისში მოსულზე კონტროლი ისლამურმა სახელმწიფომ (ISIL) დაამყარა, რის შემდეგად ოსტინი ერაყსა და სირიაში აღნიშნული ორგანიზაციის საწინააღმდეგო კამპანიის დაგეგმარებასა და აღსრულებაში ჩაერთო.[30][31] იგი თვლიდა, რომ ISIL-ის წარმატება ხანმოკლე იქნებოდა ("flash in the pan").[32] 2014 წლის ოქტომბერში იგი ამტკიცებდა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი ფოკუსი არა სირია, არამედ ერაყი უნდა ყოფილიყო.[33] 2015 წელს სენატის სამხედრო კომიტეტში გამართულ მოსმენაზე ოსტინმა აღიარა, რომ ამერიკული პროგრამა, რომელიც სირიელების ISIL-ის წინააღმდეგ საბრძოლველად გაწვრთნას ითვალისწინებდა, წარუმატებელი გამოდგა.[34][35] მოსმენაზე, სირიაში სამხედრო ჩართულობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მწვავე შეკითხვების მოსმენა სენატორ ჯონ მაკკეინისგან მოუხდა.[36]
ოსტინის თადარიგში გასვლის ცერემონია გაერთიანებული ბაზის მაიერ-ჰინდერსონის დარბაზში (არლინგტონი, ვირჯინია), 2016 წლის 5 აპრილს გაიმართა.[37]
კერძო სექტორი
რედაქტირება2016 წლის აპრილში ოსტინი სამხედრო კონტრაქტორის, Raytheon Technologies-ის, დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა.[38][39] 2020 წლის ოქტომბრის მონაცემებით მისი წილი კომპანიის აქციებში 500,000 დოლარს უახლოვდებოდა, ხოლო მისმა კომპენსაციამ, სააქციო დივიდენდების ჩათვლით, 1,4 მილიონი დოლარი შეადგინა.[38] 2017 წლის 18 სექტემბერს კომპანია Nucor-ის დირექტორთა საბჭოში დაინიშნა.[40] 2018 წლის 29 მაისს იგი კომპანია Tenet Healthcare-ის საბჭოს დამოუკიდებელი დირექტორის სტატუსით შეუერთდა.[41] იგი, აგრეთვე, ფლობს საკონსულტაციო კომპანიას და არის საინვესტიციო კომპანია Pine Island Capital-ის პარტნიორი, რომელთანაც კავშირი აქვთ, ასევე, ენტონი ბლინკენს და მიშელ ფლურნუას.[38][42]
თავდაცვის მდივანი
რედაქტირებანომინაცია და დანიშვნა
რედაქტირება2020 წლის 7 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავდაცვის მდივნის პოსტზე ლოიდ ოსტინის კანდიდატურას წარადგენდა.[42][43] ბაიდენმა, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტი იყო, ოსტინი ცენტრალური სარდლობის მეთაურობის დროს გაიცნო და მისი ბრიფინგების და მოხსენებების მოსმენის შემდეგ მის მიმართ ნდობა ჩამოუყალიბდა.[44] ყოფილი თავდაცვის მდივნის, ჯიმ მატისის მსგავსად,[45] ოსტინს თანამდებობაზე დასამტკიცებლად კონგრესის მხრიდან თანხმობა ესაჭიროებოდა, რადგან აშშ-ის კოდექსის მე-10 ნაწილი აქტიური სამხედრო სამსახურის შემდეგ 7 წლიან მოსაცდელ პერიოდს ითვალისწინებს, ვიდრე პირი თავდაცვის მდივნად დაინიშნება.[44]
ოსტინის წარდგენა და ზემოხსენებული მუხლის აცილების მოთხოვნა, რომელიც მას ახლდა თან, კონგრესში შეშფოთების საფუძველი გახდა, რაც სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებისთვის მსგავსი პრეცედენტის პოტენციურ შედეგებს უკავშირდებოდა.[46][47] ყოფილმა თავდაცვის მდივანმა რობერტ გეიტსმა და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კოლინ პაუელმა ოსტინის მხარდამჭერი განცხადებები გამოაქვეყნეს.[48] დემოკრატი სეთ მოლტონი კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდა.[49]
სენატის სამხედრო კომიტეტში მოსმენა 2021 წლის 19 იანვარს გაიმართა.[50] 21 იანვარს კონგრესი 7-წლიანი მოთხოვნის აცილებას დათანხმდა.[51] 22 იანვარს იგი 93 ხმით 2-ის წინააღმდეგ თანამდებობაზე დაამტკიცეს[52] (წინააღმდეგ წავიდნენ რესპუბლიკელი სენატორები ჯოშ ჰოული და მაიკ ლი). შედეგად, ლოიდ ოსტინი პირველი აფროამერიკელი თავდაცვის მდივანი გახდა.[53]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაოსტინი დედამ აღზარდა, რომელიც მორწმუნე კათოლიკე იყო და რწმენას თავადაც მისდევს.[54][55] იგი დახასიათებულია, როგორც ძლიერ ჩაკეტილი პიროვნება,[56] რომელსაც ერაყში სამსახურის დროს სძულდა მედიასთან საუბარი და საკუთარ თავს მესამე პირში მოიხსენიებდა ხოლმე.[4]
ოსტინი და მისი მეუღლე, შარლინ დენიზ ბენერ ოსტინი 40 წელზე მეტია, დაქორწინებული არიან.[3][57] შარლინი საქველმოქმედო ადმინისტრაციაში მუშაობდა და იყო პერდიუს უნივერსიტეტის სამხედრო ოჯახების კვლევის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრი.[58] ლოიდ ოსტინი მისი ორი ვაჟის მამინაცვალია.[3][59]
ლიტერატურა
რედაქტირება- Gordon, Michael R.; Trainor, Bernard E. (2013) The Endgame: The Inside Story of the Struggle for Iraq, from George W. Bush to Barack Obama. New York: Vintage Books. ISBN 978-0-307-38894-0. OCLC 819383400.
პუბლიკაციები
რედაქტირება- Austin, Lloyd J.; Pollack, Kenneth M.; Wittes, Tamara Cofman, The Middle East in Transition, Washington, DC: Brookings Institution, 2015.
- Austin Lloyd J., Statement of General Lloyd J. Austin III, Commander, U.S. Central Command, Before the Senate Armed Services Committee on Operation Inherent Resolve, 16 სექტემბერი, 2015.
დამატებითი ლიტერატურა
რედაქტირება- Biden, Joe (2020-12-08). „Why I Chose Lloyd Austin as Secretary of Defense“. The Atlantic (ინგლისური).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გარეგნობა C-SPAN-ზე
- ლოიდ ოსტინი Twitter-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Austin, Lloyd James. Lloyd James Austin Awards by Date of Action. ციტირების თარიღი: January 23, 2021
- ↑ MacAskill, Ewen (March 22, 2013). „General Lloyd Austin picked for top job at US Central Command“. The Guardian (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 9, 2017. ციტირების თარიღი: December 2, 2020.
- ↑ 3.0 3.1 3.2 „Nominations before the Senate Armed Services Committee, 2nd Session, 111th Congress“ (PDF). 2010. p. 327. S Hrg 111-896. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — September 26, 2020. ციტირების თარიღი: December 2, 2020.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Cooper, Helene (2020-12-09). „'Is Austin on Your List?': Biden's Pentagon Pick Rose Despite Barriers to Diversity“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 10, 2020. ციტირების თარიღი: 2020-12-10.
- ↑ 'Perfect People': Living the West Point Ideal. West Point Center for Oral History. ციტირების თარიღი: December 8, 2020
- ↑ 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 6.10 General Lloyd J. Austin III. United States Department of Defense. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-05. ციტირების თარიღი: 2020-12-01 თარგი:Include-USGov
- ↑ Brooks, Drew. (2016-04-10) Gen. Lloyd Austin Ends 41-year Army Career en. ციტირების თარიღი: 2020-12-11
- ↑ Dickstein, Corey (2020-12-08). „Biden officially announces he's picked retired CENTCOM Gen. Lloyd Austin for defense secretary“. Stars and Stripes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-09. ციტირების თარიღი: 2020-12-10.
- ↑ „Maj. Gen. Lloyd J. Austin III to Command Fort Bragg 18th Airborne Corps“. Jet. Johnson Publishing Company. 2006-08-28. pp. 36–37. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 11, 2020. ციტირების თარიღი: 2020-12-10.
- ↑ DoD News Briefing with Lt. Gen. Austin III from Iraq (News Transcript). United States Department of Defense (June 23, 2008). ციტირების თარიღი: 2020-12-02 თარგი:Include-USGov
- ↑ Dey, Roger M. (2010-09-04). „Austin leads USF-I into New Dawn“. United States Army. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 26, 2019. ციტირების თარიღი: 2016-05-18.
- ↑ Gordon & Trainor 2013, p. 637.
- ↑ USF-Iraq Commanding General. United States Forces – Iraq (2010-12-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-20. ციტირების თარიღი: 2021-01-23.
- ↑ Singh, Robert (2012). Barack Obama's Post-American Foreign Policy: The Limits of Engagement (en). Bloomsbury Publishing, გვ. 106. ISBN 978-1-78093-113-5.
- ↑ Advance questions for General Lloyd J. Austin III. United States Senate Committee on Armed Services. ციტირების თარიღი: 2020-12-02
- ↑ Gordon & Trainor 2013, pp. 653–657.
- ↑ „Joe Biden picks Lloyd Austin as defense secretary“ (ინგლისური). Deutsche Welle. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 9, 2020. ციტირების თარიღი: 2020-12-09. ციტატა: „[Austin] subsequently oversaw the withdrawal of US troops in 2011, a decision which he disagreed with.“
- ↑ Gordon & Trainor 2013, pp. 659–660, 662.
- ↑ Gordon & Trainor 2013, p. 671.
- ↑ Logan, Joseph (2011-12-18). „Last U.S. troops leave Iraq, ending war“. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 25, 2017. ციტირების თარიღი: 2016-05-19.
- ↑ General Officer Announcements. United States Department of Defense (2011-09-30). ციტირების თარიღი: December 18, 2011 თარგი:Include-USGov
- ↑ Dock-Abuhl, Courtney. Austin sworn in as vice chief of staff. United States Army (March 12, 2013). ციტირების თარიღი: December 1, 2020
- ↑ „General Foresees Turnaround in Army Suicide Rate“. CBS News. Associated Press. March 7, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 28, 2018.
- ↑ NFL Commissioner Roger Goodell, Army Vice Chief of Staff General Lloyd Austin, Reps. Mike Thompson, Gus Bilirakis Join Forces to Tackle Traumatic Brain Injury. Mike Thompson (2012-09-12). ციტირების თარიღი: 2016-05-19
- ↑ Dao, James (2012-05-17). „Army to Review Its Handling of Psychiatric Evaluations“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 11, 2020. ციტირების თარიღი: 2020-12-08.
- ↑ General Lloyd J. Austin III Retires (2016-04-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-04. ციტირების თარიღი: 2021-01-23.
- ↑ Secretary Panetta Statement on Intent to Nominate CENTCOM Commander. United States Department of Defense. ციტირების თარიღი: February 13, 2013 თარგი:Include-USGov
- ↑ „Looking back for the way ahead: An interview with Retired Gen. Lloyd Austin“ (ინგლისური). Office of the Deputy Chief of Staff. January 2, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 8, 2020. ციტირების თარიღი: December 9, 2020.
- ↑ Ward, Alex (2020-12-07). „Retired Gen. Lloyd Austin chosen as the first Black person to lead the Pentagon“. Vox (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — December 8, 2020. ციტირების თარიღი: 2020-12-08.
- ↑ Austin, Lloyd J.. (2015-09-16) Statement of General Lloyd J. Austin III. United States Senate Committee on Armed Services. ციტირების თარიღი: 2020-12-02
- ↑ Combined Forces Air Component Commander Airpower Statistics (as of 31 March 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-19. ციტირების თარიღი: 2020-12-02
- ↑ Goldberg, Jeffrey (April 2016). „The Obama Doctrine“. The Atlantic. ISSN 1072-7825. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 18, 2018. ციტირების თარიღი: 2020-12-09.
- ↑ Ackerman, Spencer (2014-10-17). „US stresses Iraq emphasis even as air strikes escalate against Isis in Syria“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 11, 2020. ციტირების თარიღი: 2020-12-08.
- ↑ Cooper, Helene (2015-09-16). „Few U.S.-Trained Syrians Still Fight ISIS, Senators Are Told“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 28, 2020. ციტირების თარიღი: 2020-12-08.
- ↑ Ackerman, Spencer (2015-09-16). „US has trained only 'four or five' Syrian fighters against Isis, top general testifies“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 23, 2020. ციტირების თარიღი: 2020-12-08.
- ↑ Bender, Bryan; Seligman, Lara (2020-12-08). „Questions swirl over Austin's limited experience“. Politico (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — December 9, 2020. ციტირების თარიღი: 2020-12-09.
- ↑ Callahan, Guv. (2016-04-08) A Soldier's Soldier. United States Army. ციტირების თარიღი: 2016-05-19
- ↑ 38.0 38.1 38.2 Lipton, Eric; Vogel, Kenneth P.; LaForgia, Michael (2020-12-09). „Biden's Choice for Pentagon Faces Questions on Ties to Contractors“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 10, 2020. ციტირების თარიღი: 2020-12-11.
- ↑ Lloyd J Austin III en. Raytheon Technologies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-29. ციტირების თარიღი: 2020-11-28
- ↑ Nucor Announces the Addition of General Lloyd J. Austin III to the Nucor Board of Directors en. PR Newswire. ციტირების თარიღი: 2020-12-02
- ↑ Tenet Board Appoints Two Independent Directors (2018-05-29). ციტირების თარიღი: May 29, 2018
- ↑ 42.0 42.1 Seligman, Lara; Pager, Tyler; O'Brien, Connor; Bertrand, Natasha (December 7, 2020). „Biden picks retired general Lloyd Austin to run Pentagon“. Politico. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 7, 2020. ციტირების თარიღი: 8 December 2020.
- ↑ Cooper, Helene; Martin, Jonathan; Schmitt, Eric (2020-12-08). „Biden Plans to Tap Lloyd Austin, Former Iraq Commander, as Defense Secretary“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 8, 2020. ციტირების თარიღი: 2020-12-08.
- ↑ 44.0 44.1 Ordoñez, Franco; Johnson, Carrie; Wise, Alana (2020-12-07). „Biden Expected To Nominate Gen. Lloyd Austin As Defense Secretary“. NPR (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — December 8, 2020. ციტირების თარიღი: 2020-12-08.
- ↑ Lamothe, Dan (2016-12-01). „Trump picks retired Marine Gen. James Mattis for secretary of defense“. Washington Post (ინგლისური). ISSN 0190-8286. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 1, 2016. ციტირების თარიღი: 2020-12-08.
- ↑ Steinhauer, Jennifer; Schmitt, Eric; Broadwater, Luke (2020-12-08). „Biden's Pentagon Pick Reignites Debate Over Civilian Control of Military“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 9, 2020. ციტირების თარიღი: 2020-12-09.
- ↑ Desiderio, Andrew; O'Brien, Connor (2020-12-08). „Democrats signal early opposition to Biden's Defense pick“. Politico (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — December 9, 2020. ციტირების თარიღი: 2020-12-09.
- ↑ Crowley, Michael; Schmitt, Eric (2020-12-10). „Biden Asks Congress to Grant Waiver for 'Cool Under Fire' Defense Pick“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 10, 2020. ციტირების თარიღი: 2020-12-10.
- ↑ Seligman, Lara; Bender, Bryan; O'Brien, Connor (December 23, 2020). „New cracks emerge among Democrats over Biden's Pentagon pick“. Politico (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — December 24, 2020. ციტირების თარიღი: 2020-12-24.
- ↑ O'Brien, Connor. (2021-01-21) Senate clears Austin waiver, setting up confirmation vote to be Biden's Pentagon chief en. Politico. ციტირების თარიღი: 2021-01-21
- ↑ Youssef, Nancy A. (2021-01-21). „Lloyd Austin Receives Waiver Allowing Him to Become Defense Chief“. Wall Street Journal (ინგლისური). ISSN 0099-9660. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 22, 2021. ციტირების თარიღი: 2021-01-21.
- ↑ Lloyd Austin Confirmed As Secretary of Defense, Becomes First Black Pentagon Chief en. ციტირების თარიღი: 2021-01-22
- ↑ Edmondson, Catie (2021-01-22). „Lloyd Austin is confirmed, becoming the first Black defense secretary in U.S. history“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 22, 2021. ციტირების თარიღი: 2021-01-22.
- ↑ Black, Rick. (2017-03-30) "Perfect People": Living The West Point Ideal. ციტირების თარიღი: 2020-12-08
- ↑ Fikes, Robert. (2017-12-24) Lloyd James Austin III (1953– ) en-US. ციტირების თარიღი: 2020-12-08
- ↑ Stewart, Phil; Zangerle, Patricia; Martina, Michael (December 8, 2020). „Intensely private, Biden's pick for defense secretary is thrust into eligibility battle“. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 10, 2020. ციტირების თარიღი: December 10, 2020.
- ↑ Cooper, Helene; Martin, Jonathan; Schmitt, Eric (2020-12-08). „Biden Plans to Tap Lloyd Austin, Former Iraq Commander, as Defense Secretary“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 8, 2020. ციტირების თარიღი: 2020-12-14.
- ↑ Austin, Charlene - USA > CAPSTONE > Spouse Course Mentors. ციტირების თარიღი: 2020-12-14
- ↑ Nobles, Miranda. (October 2, 2017) Retired Army general, Auburn trustee to speak at This is Auburn Speaker Series event en. Auburn University. ციტირების თარიღი: 2021-01-23