ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლა
ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლა (ფრანგ. École polytechnique fédérale de Lausanne) — უმაღლესი სასწავლო დაწესებულება შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში. 1969 წლიდან მიენიჭა ტექნიკური უნივერსიტეტის სტატუსი და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებლად ითვლება. ხშირად მას ამერიკის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს ადარებენ. 2009 წელს ლოზანის სკოლამ, შანხაის უნივერსიტეტის რეიტინგში, ევროპის უმაღლეს სასწავლებლებს შორის 1-ლი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით ინფორმატიკის და საინჟინრო მეცნიერებების დარგში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მე-15 ადგილი დაიკავა.[11] The Times Higher Education-ის 2009 წლის რეიტინგში EPFL-მა მსოფლიოს საუკეთესო უმაღლესებს შორის 42-ე, ევროპის ფარგლებში კი მე-12 ადგილი დაიკავა.
ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლა (EPFL) | |
---|---|
დაფუძნდა | 1853, გაიხსნა 1869 წელს |
ტიპი | სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი |
თავმჯდომარე | Martin Vetterli[1] |
პრეზიდენტი | პატრიკ აიბიშერი |
სტუდენტი | 12 576[2] |
მისამართი |
Bâtiment BS, Station 4, CH — 1015 Lausanne |
მდებარეობა | ლოზანა |
ქალაქი | ლოზანა |
ქვეყანა | შვეიცარია |
კავშირები | Top International Managers in Engineering, ORCID[3] [4] , IIIF Consortium[5] , ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[6] , arXiv[7] , swissuniversities[8] , Confederation of Open Access Repositories[9] და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[10] |
აფილაცია | ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი |
https://www.epfl.ch/ |
ისტორია
რედაქტირებალოზანის სკოლა 1853 წელს დაარსდა, École Spéciale de Lausanne დასახელებით. 1869 წელს მიუერთდა სახელმწიფო აკადემიას ტექნიკური ფაკულტეტის სახით. 1890 წელს ფაკულტეტის სახელი შეიცვალა და დაერქვა École d’ingénieurs de l’Université de Lausanne. 1946 წელს მან კიდევ ერთხელ შეიცვალა სახელი, ამჯერად მას École polytechnique de l’Université de Lausanne დაერქვა. EPUL-ის რეფორმის ფარგლებში 1969 წელს სასწავლებელი გამოეყო ლოზანის უნივერსიტეტს და დამოუკიდებელ უმაღლეს სასწავლებლად ჩამოყალიბდა ამჟამინდელი სახელით EPFL.
ამჟამად EPFL-ი შედგება შვიდი ფაკულტეტისგან:
სწავლება
რედაქტირებასტატისტიკა
რედაქტირება2008 წლის ზაფხულში ლოზანის ფედერალურ პოლიტექნიკურ სკოლაში 6 909 სტუდენტი ირიცხებოდა. იმავე წელს უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა 570 ბაკალავრმა, 672 მაგისტრმა და 266 დოკტორმა.[14]
ცნობილი კურსდამთავრებულები
რედაქტირება- აარტ დე გეუსი — Synopsys-ის დამაარსებელი
- ანდრე გორცი — ეკონომისტი
- მარტინ ვიტერლი — პროფესორი
- დანიელ ბორელი — Logitech-ის დამაარსებელი
- ნელი ვენგერი — Nestlé-ს ყოფილი დირექტორი
- ფრანკ რიბუდი — Danone-ს დირექტორი
- ჟორჟ დე მესტრალი — ტექსტილური შესაკრავის გამომგონებელი
- ასკარ ჟუმაგალიევი — ყაზახეთის ინფორმაციის და კავშირგაბმულობის მინისტრი
ცნობილი პროფესორები
რედაქტირება- კლოდ ნიკოლიე — ასტრონავტი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაSwiss Federal Institute of Technology (EPFL), Lausanne, Switzerland
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://actu.epfl.ch/news/martin-vetterli-sera-le-nouveau-president-de-l-epf/
- ↑ https://www.epfl.ch/about/facts/fr/statistiques-institutionnelles/statistiques-education/
- ↑ ORCID iD — 2012. — ed. size: 11496507
- ↑ https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
- ↑ http://iiif.io/community/consortium/#the-iiif-consortium
- ↑ https://eua.eu/about/member-directory.html
- ↑ Our Members / Tier 1
- ↑ https://www.swissuniversities.ch/en/organisation/members
- ↑ https://web.archive.org/web/20240131234035/https://www.coar-repositories.org/members/
- ↑ https://web.archive.org/web/20221123144401/https://www.auf.org/les_membres/nos-membres/
- ↑ Academic Ranking of World Universities in Engineering/Technology and Computer Sciences - 2009
- ↑ Study costs
- ↑ Exchange in Europe (Erasmus)
- ↑ Statistics