ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლი გუანძუნი (ჩინ.: 李广军连环杀人案; დ. 8 დეკემბერი, 1969) — ჩინელი სერიული მკვლელი და მოძალადე, რომელმაც 2006 წლის თებერვლიდან ნოემბრის ჩათვლით ხუნანის, განსუს, შენსისა და ხენანის პროვინციებში შვიდი ქალი მოკლა. დანაშაულის ყველა ადგილას ის აღწევდა ჩინეთის ეროვნული გზატკეცილი 310-ის საშუალებით. მისი დანაშაულების სასტიკი ხასიათის გამო, მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და იგი ახლა სიკვდილით დასჯას ელოდება.[1]

ლი გუანძუნი
სერიული მკვლელი
ნამდვილი სახელი ლი გუანძუნი
დაბ. თარიღი 1969
დაბ. ადგილი ჩინეთი
მეუღლე(ები) ჟონგ მეიშუე,
დაპატიმრების თარიღი 2005
განაჩენი სიკვდილით დასჯა
მსხვერპლის რაოდენობა 7
მკვლელობის მეთოდი მკვლელობა, ქურდობა, გაგუდვა
მკვლელობების არეალი ჩინეთის ეროვნული გზატკეცილი 310

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ლი გუანძუნი დაიბადა 1969 წლის 8 დეკემბერს სოფელ ვანგლოუში, ფანლოუს ქალაქში, ფენგის ოლქში, ძიანსუს პროვინცია. ის ღარიბი გლეხის ოჯახში დაიბადა, რომლებიც ხორცის ვაჭრობით ირჩენდნენ თავს.[2] 17 წლის ასაკში ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაქორწინდა ქალზე ხუნანის პროვინციიდან, რომელთანაც შვილი ეყოლა. ხუთწლიანი ქორწინების შემდეგ მან გამოთქვა სურვილი, რომ დაბრუნებულიყო ძიანსუში, თუმცა მისი ცოლი უარზე დარჩა და ხუნანში დარჩა.[3] გუანძუნი მარტო დაბრუნდა ძიანსუში და იქ დაქორწინდა კიდევ ერთ ქალზე, ჟონგ მეიშუეზე. მათი ქორწინებიდან ათი დღის შემდეგ, ლი გუანძუნის პირველი ცოლი, მისი მამიდა და მათი შვილები მოულოდნელად გამოჩნდნენ მის კართან. თუმცა, როცა გაიგეს, რომ ის მათგან მალულად ახალი ოჯახი შექმნა, დატოვა ის და აღარ დაბრუნებულა. გუანძუნმა და მეიშუემ ერთად ცხოვრება დაიწყეს და რვა წლის განმავლობაში ჩვეულებრივი ცხოვრება ჰქონდათ, რა დროის განმავლობაშიც მათ ორი შვილი შეეძინათ.[3]

2000 წლის ოქტომბერში ლი გუანძუნი დააპატიმრეს ცოლის მეზობლის გაუპატიურების ბრალდებით, რის გამოც მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.[3] 2005 წლის აგვისტოში ის პირობით გაათავისუფლეს და ძიანსუში დაბრუნდა, თუმცა გაიგო, რომ ცოლმა მიატოვა და სხვა მამაკაცთან ერთად ხუნანში დაბრუნდა, სადაც კიდევ ორი შვილი გააჩინა. ლი გუანძუნმა თავად სცადა ცოლის დაბრუნება, თუმცა ჟონგ მეიშუეს ოჯახმა კატეგორიულად უარყო ეს შეთავაზება.[3] გაბრაზებულმა ლიმ დაგეგმა ცოლის მოკვლა, თუმცა მის გადაწყვეტილებას გზა გადაუღობა მისმა შვილმა, რომელიც მამას ეხვეწებოდა, რომ გონს მოსულიყო. შვილის თხოვნამ მასზე გავლენა მოახდინა, და მან მეიშუეს სიცოცხლე დაინდო, მაგრამ მაინც განაგრძო შურისძიების დაგეგმვა, ამჯერად მისი ოჯახის რომელიმე სხვა წევრის მკვლელობით.[3]

მსხვერპლები

რედაქტირება

ლი გუანძუნმა გააუპატიურა და მოკლა შემდეგი ადამიანები:

  1. სუნ ცაიშია
  2. ვან საიფანი
  3. ძია ლიძუანი
  4. ხე მოუ
  5. ხე დონგრუი
  6. მაჰ იანშუანი

გარდა ამისა, ლი ცდილობდა ნიუ ჯანცონგისა და ვუ გუიჰონგის მოკვლას.

მკვლელობები

რედაქტირება

2006 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით ღამის 12:30 საათზე, მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო ცოლთან დაკავშირება, ლი გუანძუნი წავიდა მისი დის, ჟონგ მეიუეს სანახავად დახმარების სათხოვნელად,[2] რომელიც სანგჯის ოლქში ცხოვრობდა. მოულოდნელად, ქალი შეურაცხმყოფელი სიტყვებით დაესხა მას, რამაც ლი ისე განარისხა, რომ მან ახლოს მდებარე დანა აიღო და რამდენჯერმე დაჭრა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.[2] გაცნობიერებულმა, რომ ის იქნება მკვლელობის მთავარი ეჭვმიტანილი, ლი გუანძუნმა ქვეყნის გეოგრაფიული რუკა აიღო და დაგეგმა წასვლა სინძიანში, ჩინეთის ეროვნული გზატკეცილი 310-ის გამოყენებით.[2] თან მხოლოდ 20 კილოგრამი წყალი და სწრაფად მოსამზადებელი ლაფშის ყუთი ჰქონდა. მან გადალახა გობის უდაბნო, ფეხით და ველოსიპედით გადაადგილდებოდა და რამდენჯერმე სცადა მონღოლეთის საზღვრის გადაკვეთა, მაგრამ მკაცრი სასაზღვრო კონტროლის გამო ეს ვერ მოახერხა.[2]

ამ თვეების განმავლობაში ლი გუანძუნის გაბრაზება ცოლის მიმართ, თითქოსდა, უმოქმედობისა და ღალატის გამო თანდათან გადაიზარდა სიძულვილში ქალების მიმართ. მან გადაწყვიტა შური ეძია 30 წელს გადაცილებული ქალების მოკვლით.[2] ამისათვის, ველოსიპედით ხუნანში დაბრუნდა და იქიდან მიდიოდა სხვადასხვა ადგილას, რომლებიც ხელმისაწვდომი იყო ჩინეთის ეროვნული გზატკეცილი 310-ის გავლით. მას არ ფქონდა ფული სასტუმროებში გასაჩერებლად ამიტომ, ღამეებს ატარებდა მიტოვებულ სახლებში ან გზის პირას.[2]

2006 წლის 24 სექტემბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით, ლი გუანძუნმა საერთო ჯამში რვა თავდასხმა განახორციელა, რომლის შედეგადაც ექვსი ქალი მოკლა და ორი ადამიანი დაჭრა.[1] შემთხვევები შემდეგნაირად იყო დოკუმენტირებული:

2006 წლის 24 სექტემბერი: ლიმ გააუპატიურა და მოკლა სუნ ცაიშია სოფელ სიზეაში, ჟანგში, განსუში. მან სასიკვდილოდ დაჭრა ქალი და მოიპარა მისი ველოსიპედი, რომელიც 226 იუანი ღირდა.[1]

2006 წლის 10 ოქტომბერი: ლიმ გააუპატიურა და მოკლა ვან საიფანი ქალაქ კუშუიში, იონგდენგის ოლქში, განსუში. მან ბეტონით სცემა ქალი და მოკლა.[1]

2006 წლის 12 ოქტომბერი: ლიმ სცადა ვუ გუიჰონგს მოკვლა განცაოდიან ქალაქში, იუზჰონის ოლქში, განსუში. იგი მიდიოდა ამ ტერიტორიაზე, როცა ლიმ ბეტონი დაარტყა თავში. მიუხედავად სერიოზული ჭრილობებისა, ქალმა გადარჩენა შეძლო.[1]

2006 წლის 17 ოქტომბერი: ლი გააუპატიურა და მოკლა ძია ლიჟუანი ქალაქ პინგტოუში, ბაოჯიში, შანსიში. ქალის გაუპატიურებისას, ლიმ ქვა დაარტყა მას თავში, რაც ადგილზევე მისი სიკვდილის მიზეზი გახდა.[1]

2006 წლის 24 ოქტომბერი: ლიმ გააუპატიურა და მოკლა ხე მოუ ქალაქ იანგდიანში, ლინგბაოში, ხენანში. იგი ამ ადგილიდან გადიოდა, როცა ლიმ ბეტონი დაარტყა თავში და შემდეგ დაახრჩო. ლიმ მოიპარა მისი ნოკია 2300 ტელეფონი, რომლის ღირებულება 430 იუანი იყო, და მისი დამტენი.[1]

2006 წლის 26 ოქტომბერი: ლიმ სცადა მოეკლადა გაეძარცვა ნიუ ჯანცონგი იანშის რაიონში, ლოიანში, ხენანში. ისინი ლუოხე ხიდის მახლობლად მოხვდნენ კამათში, სადაც ლიმ მოსთხოვა ქალს, დაეტოვებინა მისი ნივთები და მოიპარა 221 იუანი და ნოკია 1100.[1]

2006 წლის 27 ოქტომბერი: ლიმ გააუპატიურა და მოკლა ხე დონგრუი ქალაქ ხუიგოოში, გონგში, ხენანში. ქალი სამსახურში მიდიოდა, როცა ლიმ თავში ლუდის ბოთლი დაარტყა და შემდეგ მუცელში დაჭრა. როდესაც ქალი სისხლისგან იცლებოდა, ლიმ წაიყვანა ის ახლოს მდებარე მილში და გააუპატიურა. მისი მკვლელობის შემდეგ ლიმ მოიპარა 100 იუანი და მისი ჰაიერის ტელეფონი Haier V200, რომლის ღირებულება 634 იუანი იყო.[1]

2006 წლის 5 ნოემბერი: ლიმ მოკლა მაჰ იანშუანი ხუშინში, ხენანში, ნიჩინანის ავტოსაგზაო გადასახადის კარიბჭის შემდეგ. მან დანით მიაყენა ჭრილობა რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ლიმ მოიპარა მისი სიმენს C65 ტელეფონი, რომლის ღირებულება 634 იუანი იყო, და გაიქცა ადგილიდან.[1]

დაპატიმრება

რედაქტირება

სამი საათის შემდეგ, რაც მან თავისი უკანასკნელი მსხვერპლი მოკლა, ლი გუანძუნი დააკავა პოლიციამ ქაიფენგში, ისინი დანაშაულების კვალდაკვალ მისდევდნენ მას, დაწყებული ქალაქ ლინგბაოში მომხდარი მკვლელობიდან, სადაც მისი ცხედარი სოფლის მკვიდრმა პომიდორების ბაღში ნახა.[3] დაკითხვისას, მან აღიარა ყველა თავდასხმა, მკვლელობა და გაუპატიურება და ყველაფერს თავის გამოუცდელ ქორწინებასა და ცოლის ღალატს დააბრალა. 2007 წლის 20 ოქტომბერს, ლი გუანძუნი დამნაშავედ სცნეს ყველა ბრალდებაში, შუამდგომელთა სახალხო სასამართლომ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და სამუდამოდ ჩამოართვა პოლიტიკური უფლებები.[1]

2021 წლის მდგომარეობით, ლი გუანძუნი კვლავაც სიკვდილით დასჯას ელოდება ხენანში. 2008 წელს მან მისცა ინტერვიუ სახელმწიფო მედიასაშუალებას, სადაც განაცხადა, რომ ის არ თვლიდა საკუთარ თავს მკვლელად და რომ ზოგიერთი მსხვერპლი მოკლა, რადგან ისინი ღალატობდნენ თავიანთ ქმრებს.[3] ამ ინტერვიუში მან დაადასტურა, რომ უარი თქვა ყველა საჩივარზე და მიესალმა სასიკვდილო განაჩენს, მისგან ერთადერთი სინანული კი ის იყო, რომ ვერ იხილავდა თავის შვილს.[1]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 Sun Yan (December 27, 2019). „The record of big criminal cases in China: Henan Province 310 National Highway, the serial murderer Li Guangjun“. Zhuanlan (ჩინური). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 30, 2021. ციტირების თარიღი: ნოემბერი 17, 2024.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 „Revenge against women took 7 lives and a murderous confession: it only takes 2 seconds to kill a person“. China Court Network (ჩინური). November 17, 2006.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 „The daughter begged her father not kill her mother“. Sina Corp (ჩინური). March 21, 2008.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლი_გუანძუნი“-დან