ლენსტერი (სარაგბო კლუბი)
ლენსტერი — ირლანდიური სარაგბო გუნდი, რომლის საშინაო არენაც არის დუბლინში. ლენსტერი მოიცავს ირლანდიის რაგბის კავშირის ერთ-ერთ რეგიონს (ირლანდია სულ 4 სარაგბო რეგიონადაა დაყოფილი). ლენსტერის ტრადიციული საშინაო არენაა დონიბრუკი, მაგრამ ის მცირე მოცულობისაა (6000) ამიტომ საშინაო თამაშებს გუნდი ერ-დი-ეს არენაზე ატარებს. ხოლო განსაკუთრებით მნიშვნელოვან მატჩებს, დუბლინის მთავარ სტადიონზე – ავივაზე. ლენსტერი გინესის ლიგის (ყოფილი კელტთა ლიგა) წევრია დაარსებიდან, 2001 წლიდან და ამ დროში მან 6-ჯერ შეძლო ჩემპიონობა. 2009 წელს ლენსტერმა პირველად მოიპოვა ჰეინიკენის თასი. სულ კი 4-ჯერ შეძლო ევროპის საუკეთესო კლუბის ტიტულის მოპოვება რაც ტულუზთან ერთად საუკეთესო შედეგია. 2013 წელს ლენსტერი ჩელენჯ თასს დაეუფლა.
დაარსდა | 1879 | ||
---|---|---|---|
რეგიონი | დუბლინი, ირლანდია | ||
მოედანი |
RDS Arena (ტევადობა - 18 500 ადამიანი) Aviva Stadium (ტევადობა: 51 700 ადამიანი) | ||
ხელმძღვანელი | მიკ დოუსონი | ||
მწვრთნელ(ებ)ი | ლეო ქალენი | ||
კაპიტანი | ჯონათან სექსტონი | ||
ყველაზე მეტი კეპი | დევინ თონერი (280) | ||
ყველაზე მეტი ქულა | ჯონათან სექსტონი (1614) | ||
ყველაზე მეტი ლელო | შეინ ჰორგანი (69) | ||
ლიგა | პრო 14 | ||
2018-2019 | 1-ლი | ||
| |||
ოფიციალური საიტი | |||
www.leinsterrugby.ie |
ისტორია
რედაქტირებაპირველი მატჩები, ლენსტერმა, როგორც თავისი რეგიონის წარმომადგენელმა 1875 წელს ჩაატარა, მანსტერისა და ოლსტერის წინააღმდეგ. მაშინ რაგბის 20-20 თამაშობდნენ.
პირველი ტურნირი ამ სამ გუნდს შორის ჩატარდა 1875 წელს და მას შემდეგ რეგულარულად იმართებოდა როგორც ირლანდიის ჩემპიონატი, 1885 წელს ამ სამეულს შემოურთა მეოთხე პროვინციაც - კონახტი (გალვეი) და დღემდე ირალნდია ამ ოთხი სარაგბო გუნდითაა წარმოდგენილი.
1995 წლიდან, ლენსტერი გახდა პროფესიონალური რაგბის კლუბი. მოგვიანებით ლენსტერის სახელი გადაკეთდა როგორც „ლენსტერის ლომები“ როდესაც გუნდს გამოუჩნდა ახალი სპონსორი: Canterbury Clothing Company. 2004-2005 წწ. სეზონის წინ სიტყვა „ლომები“ ოფიციუალურად გაქრა გუნდის დასახელებიდან თუმცა მას ხშირად მაინც ლომებად მოიხსენებენ. განსაკუთრებით ხშირია ლენსტერი ახალგაზრდული გუნდების ლომებად მოხსენება. ლენსტერის მასკოტი არი „ლომი ლეო“, „Leo the Lion“[1] ლენსტერის პირველი სეზონი ახლად შექმნილ კელტთა ლიგაში წარმატებით დამთავრდა – გუნდმა მოიპოვა ჩემპიონის ტიტული,დაამარცხა რა მანსტერი 2001-02 წლების სეზონში. 2002-2003 წლებში გუნდი გახდა მესამე გუნდი, რაგბის ისტორიაში, რომელმაც მოიგო ყველა ჯგუფური თამაში ჰეინიკენის თასზე.
2007 წლიდან ლესნტერი ყალიბდება ევროპული საკლუბო რაგბის ერთ-ერთ გრანდად. 2007-2008 წწ. სეზონზე ლენსტერმა მოიგო კელტა ლიგა. ფინალში დაამარცხა უელსური ნიუპორტ დრაგონსი ანგარიშით 41:8[2]. მომდევნო სეზონში ლენსტერმა წარმატებას მიაღწია ევროპის თასზეც. ნახევარფინალში დაამარცხა მანსტერი - 25:6. ამ მატჩში დამყარდა ევროუპული საკლუბო რაგბის რეკორდი, დაესწრო რა 82,200 ადამიანი. ფინალური მატჩში გაიმართა მერიფილდზე, ედინბურგში სადაც დუბლინელებმა ლესტერის თაიგერსი დაამარცხა 19-16 და მოიგეს პირველი ევროპულის თასი.
მას შემდეგ ლესტერმა კიდევ 3 ჯერ მოახერხა თასის მოპოვება, უკანასკნელად 2018 წელს, რითაც დაეწია ტულუზის რეკორდს.
2018-2019 წლის სეზონზე დუბლინელებმა ფინალი წააგეს ლონდონის სარასენსთან ანგარიშით 20-10.
პრინციპული მეტოქეები
რედაქტირებადუბლენის ლენსტერის მთავარ მეტოქედ მიიჩნევა ირლანდიური მანსტერი. ეს გუნდები, ოლსტერთან ერთად, ჩართულნი არიან ირლანიის პროვინციათშორის ჩემპიონატში ჯერ კიდევ 1879 წლიდან[3]. საინტერესოა რომ ირლანდიის ჩემპიონატი ამ გუნდებს თანაბრად 22-22-ჯერ აქვთ მოგებული.
ირლანდიის პროვინციათშორისი ჩემპიონატი რეგულარულად ტარდებოდა 1946-წლიდან. ამ დროის განმავლობაში გუნდება 101-ხელ ითამაშეს საიდანაც ლენსტერმა 53-ჯერ მოიგო, 43-ჯერ წააგო, 5 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
პრო-14 და ევროპის თასის ფორმატში გუნდები 43-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ლენსტერის სტატისტიკა ასეთია: 26 მოგება, 16 წაგება, 1 ფრე.
აღსანიშნავია რომ პროფესიონალურ ხანაში, დუბლენელებს ყველაზე მეტჯერ არა მანსტერთან, არამედ შოტლანდიურ გლაზგო ვორიუირსთან მოუწიათ თამაში:
48 თამაში, 32 მოგება, 14 წაგება, 2 ფრე.
სათამაშო არენა
რედაქტირებადიდი ხნის განმავლობაში, ლენსტერი საშინაო მატჩებს დონიბურკის სტადიონზე ატარებდა. თუმცა სტადიონი იმდენად პატარაა (6000 კაცი), რომ 2005 წლიდან გუნდმა საშინაო არენად ერ-დი-ეს არენა გაიხადა, სადაც 18 500 ადამიანი ეტევა. თავდაპირველად აქ მხოლოდ ჰეინიკენის თასის თამაშებს ატარებდნენ, მაგრამ ახლა, ვერც ეს სტადიონი იტევს ლენსტერის ქომაგებს, ამიტომ მნიშვნელოვან მეტოქეებს ავივაზე უხვდებიან.
მიმდინარე შემადგენლობა
რედაქტირება2021-2022 სეზონი
ბურჯები
- ვახ აბდალაძე
- მაიკლ ალა'ალატოა
- ტომ კლარქსონი
- ედ ბრაიანი
- მაიკლ მილნი
- პიტერი დული
- თაიგ ფერლონგი
- კიან ჰილი
- ენდრიუ პორტერი
კვაჭები
- დან შიჰან
- შონ ქრონინი
- რონა კელეჰერი
- ჯეიმზ თრეისი
მეორეხაზელები
მესამე ხაზელები
- ჯეკ ქონანი
- ვილ კონორსი
- მაქს დიგანი
- ქუაილონ დორისი
- დენ ლივი
- ჯოშ მარფი
- სკოტ პენი
- რაის რუდოკი (ვკ)
- ჯოშ ფან დე ფლიერი
9 ნომრები
მგეზავები
- როს ბერნი
- ჰარი ბერნი
- ჯონათან სექსტონი (კ)
შუამარბები
- რობი ჰენშოუ
- კირიან ფროლი
- დევიდ ჰოუკშოუ
- ქონორ ო'ბრაიანი
- თომი ო'ბრაიანი
- გარი რინგროუზი
- ჩარლი ნგატაი
გარემარბები
- ადამ ბრეინი
- დეივ კერნი
- ჯორდან ლარმორი
- / ჯეიმზ ლოუ
ფულბექები
ტიტულები
რედაქტირება- ევროპის ჩემპიონთა თასი: 4 (2009, 2011, 2012, 2018)
- ჩელენჯ ქაფი: 1 (2013)
- გაერთიანებული რაგბის ლიგა ( ყოფილი პრო 14, კელტთა ლიგა/მეგნერს ლიგა): 8 (2002; 2008, 2013, 2014, 2018, 2019, 2020, 2021)
ფინალისტი: 5 (2006, 2010, 2011, 2012, 2016)
- ბრიტანული და ირლანდიური თასი 2 (2013, 2014), ფინალისტი (2018)
პერსონალური ჯილდოები და რეკორდები
რედაქტირება(ბოლოს განახლდა 23 აგვისტოს, 2022)
კატეგორია | მოთამაშე | ჯამი |
---|---|---|
ლელო | შეინ ჰორგანი | 69 |
კეპი | დევინ თონერი | 280 |
ქულა | ჯონათან სექსტონი | 1,614 |
ყველაზე მეტი ლელო | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
მოთმაშე | ლელო | ||||||
1 | შეინ ჰორგანი | 69 | |||||
2 | ბრაიან ოდრისკოლი | 61 | |||||
3 | გორდონდ არსი | 60 | |||||
4 | დენისი ჰიკი | 56 | |||||
5 | დეივ კერნი | 52 | |||||
6 | ისა ნაკევა | 47 | |||||
ჯეიმზ ლოუ | 47 | ||||||
7 | შონ ქრონინი | 45 | |||||
9 | რობ კერნი | 42 | |||||
10 | ლუკ მაგართი | 41 | |||||
11 | ჯეიმი ჰისლიპი | 38 |
მსოფლიო რაგბის წლის მორაგბე
რედაქტირებაგამარჯვებული
- 2018 – ჯონათან სექსტონი
წარდგენილი
- 2001: ბრაიან ოდრისკოლი
- 2002: ბრაიან ოდრისკოლი (2)
- 2004: გორდონ დარსი
- 2009: ბრაიან ოდრისკოლი (3), ჯეიმი ჰისლიპ
- 2014: ჯონათან სექსტონი
- 2016: ჯეიმი ჰისლიპ (2)
- 2018: ჯონათან სექსტონი (2)
ევროპის წლის მორაგბე
რედაქტირება- 2011– შენ ო'ბრაიანი
- 2012– რობ კერნი
- 2022 - ჯოშ ფან დე ფლიერი
წარდგენილი
- 2011 – შონ ობრაიანი, ჯეიმი ისლიპი, ისა ნაკავა
- 2012 – რობ კერნი, ჯონათან სექსტონი
- 2013 – ჯეიმი ჰისლიპი (2)
- 2015 – ჯეიმი ჰისლიპი (3)
- 2017 – გარი რინგროუზი
- 2018 – სკოტ ფარდი, თაიგ ფერლონგი, ჯონათან სექსტონი (2)
- 2019 – შონ კრონინი, თაიგ ფერლონგი(2), გარი რინგროუზი(2)
- 2020 – თაიგ ფერლონგი (3), ჯორდან ლარმორი, გარი რინგროუზი (3)
- 2021
- 2022 - ქუაილონ დორისი, ჯეიმზ ლოუ, ჯოშ ფან დე ფლიერი
გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის / PRO14 წლის გუნდი
რედაქტირება- 2006–07: ფელიპე კონტეპომი, გორდონ დარსი, Denis Hickie, ჯეიმზ ჰისლიპი
- 2007–08: ფელიპე კონტეპომი, ლეო ქალენი, ჯეიმზ ჰისლიპი, Bernard Jackman, Ollie Le Roux, Malcolm O'Kelly, Stan Wright
- 2008–09: Rocky Elsom, ჯეიმზ ჰისლიპი, ბრაიან ოდრისკოლი
- 2009–10: ლეო ქალენი, ჯეიმზ ჰისლიპი, ბრაიან ოდრისკოლი
- 2010–11: ჯეიმზ ჰისლიპი, ისე ნაკევა, შენ ო'ბრაიანი, მაიკ როსი, რიჩარდ შტრაუსი
- 2011–12: ისე ნაკევა, რიჩარდ შტრაუსი
- 2012–13: იან მედიგენი
- 2013–14: Sean Cronin, Jordi Murphy, Rhys Ruddock[4]
- 2013–14: Sean Cronin, Jordi Murphy, Rhys Ruddock
- 2014–15: --
- 2015–16: Josh van der Flier ისე ნაკევა (3), ბენ თეო
- 2016–17: Jack Conan, Dan Leavy
- 2017–18: ენდრიუ პორტერ, Jack Conan(2), სკოტ ფარდი, ჯეიმზ ლოუ
- 2018–19: სკოტ ფრდი (2)
- 2019-20: ვილ კონორი, მაქს დეგანი, სკოტ ფრდი (3)
- 2020-21: მაიკლ ბენტი, დეივ კერნი, სკოტ პენი
- 2021-22: როს ბერნი
Pro14 ოქროს ბუცი
რედაქტირებაოქროს ბუცი გადაეცემა იმ დამრტყმელს, რომელსაც სეზონის განმავლობაში ექნება წარმატებული დარტყმების (ჯარიმა, გარდასახვა) ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი. პრიზი გადაიცემა 2012 წლიდან. (პროცენტული მაჩვენებელი მოცემულია ფრჩხილებში)
- 2012– ჯონათან სექსტონი (90%)
- 2013– იან მედიგენი (86.96%)
- 2015– იან მედიგენი (87.04%)
ინდივიდუალური რეკორდები
რედაქტირებაყველა დროის
რედაქტირება- მეტი კეპი: (280) გორდონ დარსი
- მეტი ქულა: (1,614) ჯონათან სექსტონი
- მეტი ლელო: (69) შეინ ჰორგანი
- მეტი ჯარიმა და გარდასახვა: (408) ფელიპე კონტეპომი
(26 მაისი 2015წ. მონაცემები).
ევროპის თასი
რედაქტირება- კეპი: (104) გორდონ დარსი
- ქულა: (402) ჯონათან სექსტონი
- ლელო: (33) ბრაიან ოდრისკოლი
- ჯარიმა და გარდასახვა: (137) ჯონათან სექსტონი
(26 მაისი 2015წ. მონაცემები)
გაერთიანებული რაბის ჩემპიონატი
რედაქტირება- კეპი: (190) დევინ თონერი
- ქულა: (877) ფელიპე კონტეპომი
- ლელო: (45) დეივ კერნი
- ჯარიმა და გარდასახვა: (302) ფელიპე კონტეპომი
(21 მაისი 2022წ. მონაცემები).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://evoke.ie/2017/06/02/extra/are-you-a-real-leinster-rugby-fan
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-23. ციტირების თარიღი: 2020-07-23.
- ↑ https://www.irishtimes.com/sport/rugby/leinster-munster-rivalry-is-vital-to-irish-rugby-in-general-and-two-clubs-in-particular-1.1945909
- ↑ RaboDirect PRO12 Dream Team. RaboDirect PRO12 (5 May 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 6 May 2014.