ლითიუმკარბონატი

ქიმიური ნივთიერება

ლითიუმკარბონატი, ნახშირმჟავა ლითიუმი, არაორგანული ნაერთი, მარილი, უფერული კრისტალები. მისი სიმკვრივეა 2 110 კგ/მ3 (0°C), დნობის ტემპერატურა 723°C, წყალში ცუდად იხსნება.

ლითიუმკარბონატი
ლითიუმკარბონატი: ქიმიური ფორმულა
ლითიუმკარბონატი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
სისტემური სახელწოდებალითიუმკარბონატი
ქიმიური ფორმულა
მოლური მასა73.89 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე2.11 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა723 °C
დუღილის ტემპერატურა1 310 °C
კლასიფიკაცია
CAS 554-13-2
PubChem11125
SMILES
  • [Li+].[Li+].[O-]C([O-])=O

მიღება და დანიშნულება

რედაქტირება

მიიღება  -ის ხსნარში ნახშირორჟანგის გატარებით. ლითიუმკარბონატი ლითიუმის მნიშვნელოვანი მარილია და მისი ნაერთები მიღების წყაროა. იყენებენ მინისა და კერამიკის წარმოებაში, პიროტექნიკაში, პლასტმასის წარმოებაში, შავ მეტალურგიაში და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება