ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლიდია კულიკოვსკი (მოლდ. Lidia Kulikovski; დ .8 მარტი, 1951, ნიკორენი, მოლდავეთის სსრ) —  მოლდოველი ბიბლიოთეკარი და ბიბლიოგრაფი.  200-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ხელმძღვანელობდა 25 წიგნის გამოცემას მოლდოველი მწერლების, მხატვრებისა და მეცნიერების შესახებ. მოლდავეთის სსრ კულტურის დამსახურებული მოღვაწე (1987).[1]

ლიდია კულიკოვსკი
დაბადების თარიღი 8 მარტი, 1951 (71 წლის)
სოფ. ნიკორენი, მოლდავეთის სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოლდავეთის სსრ-ის დროშა მოლდავეთი
საქმიანობა ბიბლიოგრაფი, ბიბლიოთეკარი
ჯილდოები რესპუბლიკის ორდენი, შრომის დიდების ორდენი
მოლდავეთის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლიდია კულიკოვსკი დაიბადა 1951 წლის 8 მარტს მოლდავეთის სსრ დროკიის რაიონის სოფელ ნიკორენში.

დაამთავრა კიშინიოვის უნივერსიტეტის (ამჟამად მოლდავეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის) ფილოლოგიის ფაკულტეტი (საბიბლიოთეკო განყოფილება) 1973 წელს. 2003 წელს.  დაიცვა დისერტაცია  პედაგოგიკაში თემაზე  „საბიბლიოთეკო მომსახურების ევოლუცია დაუცველთათვის დემოკრატიულ საზოგადოებაში“.(რუმინ. „Evoluția serviciilor de bibliotecă pentru persoanele dezavantajate în contextul democratizării societății”) და გახდა სადოქტორო ხარისხის მფლობელი.[2]

სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა კიშინიოვის მუნიციპალური ბიბლიოთეკის ფილიალში, ხოლო მოგვიანებით გახდა მისი მმართველი. 1978-1982 წლებში ლიდია კულიკოვსკი ხელმძღვანელობდა ცენტრალიზებულ საბიბლიოთეკო სისტემას ქალაქ კაჰულში, ხოლო  1982-1989 წლებში — Achiziție și completare-ს სამსახურს, რის შემდეგაც დაბრუნდა რესპუბლიკის დედაქალაქში და გახდა ხაშდეუს მუნიციპალური ბიბლიოთეკის დირექტორი. თანამდებობას იკავებდა 2013 წლამდე.  ჰაშდეუს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნისას გააფართოვა ბიბლიოთეკის ქსელი; მოიზიდა რუმინელი სპეციალისტები, რათა მონაწილეობა მიეღოთ კიშინიოვში ძირითადად რუმინული ლიტერატურით დაკომპლექტებული ცხრა დამხმარე ბიბლიოთეკის გახსნის პროცესში.  განხორციელდა ეთნიკური მრავალფეროვნების პროექტი, გაიხსნა ბიბლიოთეკის ფილიალები რუსული, უკრაინული, პოლონური, ბულგარული, ებრაული და გაგაუზური ლიტერატურით.[3]

 
ლიდია კულიკოვსკი (ფოტოზე მარჯვნივ)

ლიდია კულიკოვსკი არაერთი ბიბლიოგრაფიული კვლევითი პროექტის ავტორია. ეროვნულ დონეზე იგი კოორდინაციას უწევდა რამდენიმე ევროპულ პროექტს. 2000 წლიდან 2004 წლამდე  ხელმძღვანელობდა მოლდოვის რესპუბლიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციას. 2002 წელს მან დააარსა ჟურნალი bibliopolis, რომელიც ეძღვნებოდა საბიბლიოთეკო საქმეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, 1999 წლიდან, იგი გახლდათ „ ბიბლიოლოგიური ჟურნალის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე.

გამოცდილების გაცვლის მიზნით, მან მოინახულა ცნობილი უცხოური ბიბლიოთეკები: კონგრესის ბიბლიოთეკა, ჩინეთის ეროვნული ბიბლიოთეკა, პომპიდუს ცენტრი, დანიის სამეფო ბიბლიოთეკა, ასევე მუნიციპალური ბიბლიოთეკები ფინეთში, საბერძნეთში, რუსეთში, ისრაელში, რუმინეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში.

გარდა სამეცნიერო საქმიანობისა, ლიდია კულიკოვსკი არის მოლდავეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მუშაობს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ბიბლიოთეკათმცოდნეობის განყოფილებაში, სადაც კითხულობს ლექციებს საბიბლიოთეკო საქმეზე, წიგნების სოციოლოგიაზე, ბიბლიოთეკის მართვაზე.

1987 წელს მიენიჭა "მოლდავეთის სსრ კულტურის დამსახურებული მუშაკის" წოდება, 1996 წელს დაჯილდოვდა მედლით "სამოქალაქო დამსახურებისთვის" .  2010 წელს — შრომის დიდების ორდენით. იგი გახლავთ ევროპული ჯილდოს — „XXI საუკუნის მენეჯერი“-ს (2001) მფლობელი. 2021 წელს დაჯილდოვდა რესპუბლიკის ორდენით.[4][5][6]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ლიდია კულიკოვსკი 1976 წელს დაქორწინდა ინჟინერ ვიქტორ კულიკოვსკისზე. წყვილს ჰყავს ორი ქალიშვილი: ერთი ფილოლოგია და ცხოვრობს ესპანეთში, მეორე — მარკეტოლოგი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. http://www.hasdeu.md/item-resurse-lidia-kulikovski-biobibliogr-ch-elan-poligraf-2006-88-p-92/ დაარქივებულია 28 დეკემბერი 2017 на Wayback Machine LIDIA KULIKOVSKI : BIOBIBLIOGRAFIE
  2. Lidia Kulikovski: "Ne-am asumat angajamentul să facem din bibliotecă o instituție de cercetare""[მკვდარი ბმული] (რუმინ). Timpul de dimineață. February 21, 2012. Retrieved December 27, 2017.
  3. Dodon, Victoria (April 23, 2013). "Lidia Kulikovski, directoarea bibliotecii "B. P. Hasdeu": "Politicienilor le convine să conducă o turmă de ignoranți""[მკვდარი ბმული]. adevarul.ro (რუმინ). Retrieved December 27, 2017.
  4. "Cu privire la decorarea cu distincții de stat ale Republicii Moldova" დაარქივებული 2018-08-25 საიტზე Wayback Machine. (რუმინ). December 31, 1996. Retrieved December 27, 2017.
  5. "privind conferirea de distincții de stat"[მკვდარი ბმული] (რუმინ). April 23, 2010. Retrieved December 27, 2017.
  6. "Managera bibliotecii „B.P. Hașdeu, Lidia Kulikovski, decorată cu „Ordinul Republicii" de către președinta Maia Sandu". UNIMEDIA (in Romanian). April 23, 2021. Retrieved April 23, 2021.