ლიბიური დამწერლობა
ლიბიური დამწერლობა (ასევე ძველი ლიბიური ან ნუმიდური) — ანბანური დამწერლობა, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. III საუკუნუნიდან ახ. წ. III საუკუნემდე ჩრდილოეთ აფრიკის დიდ ტერიტორიაზე გამოიყენებოდა ძველი ლიბიური ენისათვის. ლიბიური დამწერლობა სავარაუდოდ ფინიკიურისაგან განვითარდა. მისგანაა განვითარებული ტუარეგის ხალხების მიერ გამოყენებული ანბანი — ტიფინაღი, რომლის სახელიც შესაძლოა ფინიკიური ეტიმოლოგიისა იყოს. დღემდე ცნობილია 1200 ნიმუში ლიბიური დამწერლობისა, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის, ნილოსის, ნიგერისა და კანარებს შორისაა ნაპოვნი. ყველაზე დიდი ოდენობით მოიპოვება დღევანდელი ტუნისის ტერიტორიასა და ალჟირის მოსაზღვრე რეგიონებში. ამასთანავე გამოიყოფა ორი ძირითადი განსხვავებული ჯგუფი: აღმოსავლური ვარიანტი, რომლის გავრცელების დასავლეთი საზღვარი ალჟირში მდებარეობს და დასავლური ვარიანტი, რომელიც მეტ ასო-ნიშანს მოიცავს, ვიდრე აღმოსავლური ვარიანტი.
მაშინ, როდესაც შრიფტის დასავლური ვარიანტი მხოლოდ ვარაუდის დონეზეა გაშიფრული, აღმოსავლური ვარიანტის ასო–ნიშანთა გამოთქმები თითქმის სრულადაა ამოცნობილი. იგი წარმოადგენს კონსონანტურ დამწერლობას, რომელსაც ხმოვანთა ნიშნები არ მოეპოვება. დამახასიათებელი არაა ასევე გაორმაგება. წერის მიმართულებაც ერთიანი არაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- J.-B. Chabot: Recueil des inscriptions libyques. Imprimerie Nationale, Paris 1940.
- G. Camps: Écriture libyque. In: Encyclopédie Berbère. Aix-en-Provence 1984, S.2564-2573. ISBN 2-85744-201-7