ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი
ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი — სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოში. მდებარეობს შიდა ქართლის ტერიტორიაზე. დაარსდა 1977 წელს, ფართობი 6388 ჰა. ნაკრძალის მიზანია შიდა ქართლის ტერიტორიაზე გავრცელებული ძუძუმწოვრების (კავკასიური ირემი, შველი, არჩვი, გარეული ღორი, დათვი, ფოცხვერი, კვერნა), ფრინველისა (როჭო, შურთხი) და მცენარეების (წაბლი, თელა, ბზა, წიფელი, მუხა და სხვა) დაცვა, მომრავლება და შესწავლა.
ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი | |
---|---|
მდებარეობა | გორის მუნიციპალიტეტი |
ქვეყანა | ![]() |
უახლოესი ქალაქი | ცხინვალი |
ფართობი | 6388 ჰა |
დაარსდა | 1977 |
მმართველი ორგანო | დაცული ტერიტორიების სააგენტო |
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- მამისაშვილი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 213.