ლექართის შვიდი ეკლესიის მონასტერი
ლექართის შვიდი ეკლესიის მონასტერი (აზერ. Yeddi Kilsə monastır kompleksi) — კავკასიის რეგიონის ერთ-ერთი უძველესი სამონასტრო კომპლექსი დღევანდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში. მდებარეობს ისტორიულ ჰერეთში, კახის რაიონის სოფლების, ლექითსა (ქართ. ლექართი) და ლექით ქოთოქლუს შორის.[1]
შვიდი ეკლესიის მონასტერი | |
მონასტრის წმინდა თადეოზის სახელობის ეკლესია. | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°29′36″N 46°51′23″E / 41.493333° ჩ. გ. 46.856389° ა. გ. |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
მუნიციპალიტეტი | კახი |
ადგილმდებარეობა | სოფ. ლექითი. |
სასულიერო სტატუსი | უმოქმედო |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | VII-IX სს. |
მონასტერი განთავსებულია ლექართიდან ჩრდილოეთით 2-ოდე კმ-ში, კავკასიონის ქედის სამხრეთ დამრეც კალთებს შუა, ერთ-ერთ შედარებით მოვაკებულ ადგილზე. დღევანდელი იქაური მუსლიმი მოსახლეობა (ლეკები) ამ ადგილებს „ქილისალარს“ ეძახის, რაც მათ ენაზე ნიშნავს ეკლესიებს. სხვადასხვა სახის სამონასტრო დანიშნულების ნაგებობათა შორის თორმეტამდე ეკლესიაა. მათგან ორი დიდ ტაძარს წარმოადგენს. დასავლეთით მდებარე – შვერილ აფსიდიანი გუმბათიანი შენობაა, დღეს უკვე ნანგრევებად ქცეული.
ლექართის სამონასტრო ანსამბლი ძველად გალავნით ყოფილა შემოზღუდული, რომლის ფრაგმენტები და ნანგრევების ნაშთები დღემდე კიდევ არსებობს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ლექართის შვიდი ეკლესიის მონასტერი“ ვიკისაწყობში.
- ლექართის მონასტერი (ზემო) | სამხრეთ კავკასიის ისტორიული ძეგლები
- ჰერეთი სერია 4 _ ssTV _ ლექართისა და ყუმის ეკლესიები (5:04-დან)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ахундов Д.А. - Архитектура древнего и раннесредневекового Азербайджана. Баку: 1986