ლექარდე

სოფელი საქართველოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

ლექარდესოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში (ეწერის ადმინისტრაციული ერთეული).

სოფელი
ლექარდე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
თემი ეწერი
კოორდინატები 42°38′08″ ჩ. გ. 42°00′47″ ა. გ. / 42.63556° ჩ. გ. 42.01306° ა. გ. / 42.63556; 42.01306
მოსახლეობა 168[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ლექარდე — საქართველო
ლექარდე
ლექარდე — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ლექარდე

სოფელი მდებარეობს მდ. მაგანის (ენგურის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე, ზღვის დონიდან 220 მ-ზე, წალენჯიხიდან 20 კმ-ის დაშორებით.

ლექარდე, როგორც სოფლის სტატუსის მქონე დასახლება, პირველად 1920-იან წლებში გაჩნდა. შედიოდა ჯვარის სასოფლო, შემდეგ საქალაქო საბჭოში, 1990-იან წლებში კი ქალაქ ჯვარის ერთ-ერთ უბნად გადაიქცა (ცალკე სოფლად არაა შეტანილი საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველ ეროვნულ საყოველთაო აღწერაში). 2010-იანი წლებიდან კვლავ სოფელია ეწერის ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 168 ადამიანი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 203.
  • ცხადაია პაატა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბ., 2015. — გვ. 20-21.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.