ლეპიდოსირენი (ლათ. Lepidosiren paradoxa) — ორგვარად მსუნთქავი თევზი. ლეპიდოსირენისებრთა ერთადერთი წარმომადგენელი. მისი მოგრძო სხეული 1 მ აღწევს. წყვილი საცურაო ბუშტი ფილტვების ფუნქციას ასრულებს. ბინადრობს მდინარე ამაზონის აუზის დაჭაობებულ წყალსატევებში. უჟანგბადო წყალში 20 დღე-ღამე ძლებს. გვალვიან პერიოდში ზაფხულის ძილს ეძლევა. იკვებება მცენარეებითა და მოლუსკებით. დედალი ქვირითს ბუდეში ყრის, მამალი კი იცავს. ამ დროს მამლის მუცლის ფარფლებზე ვითარდება ძაფისებრი გამონაზარდები, რომლებიც გამოყოფენ ჟანგბადს და აუმჯობესებენ ქვირითის სუნთქვის პირობებს.