ლეონ ჭედია (დ. 24 დეკემბერი, 1903, წალენჯიხა, ზუგდიდის მაზრა — გ. 1990) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1903 წლის 24 დეკემბერს წალენჯიხაში პროვიზორის ოჯახში. ქუთაისის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ შევიდა თბილისის დრამატულ სტუდიაში. 1926 წელს დაამთავრა თბილისის დრამატული სტუდია (ხელმძღვანელი დ. კობახიძე). 1926-1936 წლებში მსახიობად მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრში, 1936 წლიდან იყო სომხური თეატრის ქართულ დასში. ასრულებდა დრამატულ და კომედიურ როლებს. მათ შორის აღსანიშნავია: სიკო (ნინო ნაკაშიძის „ვინ არის დამნაშავე?"), იაგორი (გ. მდივნის „სამშობლო"), ონისე (ალ. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), ყვარყვარე (პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), ოტელო (უილიამ შექსპირის „ოტელო“), ურიელი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), სულთანბეგი (უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ-მალ-ალან") და სხვა. დადგმებიდან აღსანიშნავია მ. ჯაფარიძის „ლამპარი", ვ. შკვარკინის „ნაბიჭვარი", გარსია ლორკას "მეწაღის ჯადოქარი ცოლი" და სხვა.

1946 წლის 9 თებერვალს კენჭს იყრიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში დეპუტატად ქალაქ სოხუმის საქართველოს №12 საარჩევნო ოლქიდან, რომელზეც ხმების უმრავლესობით გახდა აფხაზეთის ასსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი[1].

ჯილდოები და მედლები

რედაქტირება
  • კავკასიის დაცვისათვის
  • მამაცური შრომისათვის 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №17 (2702), 24 იანვარი, 1947