აფხაზეთის ასსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭო

აფხაზეთის ასს რესპუბლიკის II მოწვევის უმაღლესი საბჭოაფხაზეთის ასსრ-ის მეორე მოწვევის უმაღლესი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანო 1947-1951 წლებში.

1947-1951 წლების განმავლობაში სულ ჩატარდა აფხაზეთის ასსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს ხუთი სესია.

მმართველი რგოლი

რედაქტირება

აფხაზეთის ასსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს ხელმღვანელობა შემდგენაირად დაკომპლექტდა:

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე — ივანე ნიკოლოზის ძე ტუსკაძე

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე — ვლადიმერ ახლოს ძე გოგოხია.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე — თამარ ათანასეს ასული ოდიშარია.

აფხაზეთის ასსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი შემდგენაირად დაკომპლექტდა:

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე — მ. დელბა (1948 წლამდე), ა. ჭოჭუა;

აფხაზეთის ასსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს I სესია მოწვეულ იქნა 1947 წლის 29-30 მარტს ქალაქ სოხუმში საქალაქო თეატრის შენობაში.

პირველ (29 მარტს საღამოს) სხდომაზე, დეპუტატ მ. ი. ბებიას წინადადებით სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესის საბჭოს უხუცესმა დეპუტატმა ა. ჭოჭუამ.

დეპუტატ ა. ჭოჭუას სიტყვის შემდეგ უმაღლესი საბჭო შეუდგა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილეების არჩევნებს. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დეპუტატი ივანე ნიკოლოზის ძე ტუსკაძე, თავმჯდომარის მოადგილეებად — დეპუტატები ვლადიმერ ახლოს ძე გოგოხია და თამარ ათანასეს ასული ოდიშარია.

უმაღლესმა საბჭომ მიიღო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგი რეგლამენტი:

  1. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სესიის სხდომები იწარმოება დილის 11 საათიდან ნაშუადღევის 3 საათამდე და საღამოს 8 საათიდან 11 საათამდე;
  2. მომხსენებლებს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სესიის დღის წესრიგის საკითხებზე ამტკიცებს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;
  3. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა ყოველ ჯგუფს, რომელიც ითვლის არანაკლებ 15 კაცს, შეუძლია წამოაყენოს თავისი მომხსენებელი;
  4. მომხსენებლებს მოხსენებისათვის ეძლევათ 1 საათი და საბოლოო სიტყვისათვის — 20 წუთი, თანამომხსენებლებს თანამოხსენებისათვის — 20 წუთი, საბოლოო სიტყვისათვის — 10 წუთი.
  5. ორატორებს სიტყვისათვის ეძლევათ პირველად 15 წუთი და მეორედ — 5 წუთი.
  6. პირადი განცხადებები და ფაქტობრივი ცნობები შეაქვთ წერილობითი სახით და ქვეყნდება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ დაუყოვნებლივ, ან სხდომის ბოლოს, მათი შინაარსის მიხედვით;
  7. რიგგარეშე შეკითხვები შეაქვთ წერილობითი სახით და ქვეყნდება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ დაუყოვნებლივ;
  8. წესრიგის შესახებ სიტყვისათვის ეძლევათ 5 წუთი;
  9. ხმის მიცემის მოტივებისათვის ეძლევათ სამი წუთი.

გაგრის რაიონების დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივით დეპუტატმა ვ. ივარდავამ შეიტანა წინადადება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სესიის დღის წესრიგის შესახებ. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭომ მიიღო შემდეგი დღის წესრიგი:

  1. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სამანდატო კომისიის არჩევა;
  2. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცება;
  3. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მუდმივი კომისიების არჩევა;
  4. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის არჩევა;
  5. აფხაზეთის ასსრ-ის მთავრობის — აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს შექმნა;
  6. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი სასამართლოს არჩევა;
  7. აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციის ტექსტში ცვლილებათა და დამატებათა შესატანად სარედაქციო კომისიის შექმნა.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა რწმუნებების შესამოწმებლად აიღჩა სამანდატო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  1. სამანდატო კომისიის თავმჯდომარე — გრიგოლ დავითის ძე პილია;
  2. სამანდატო კომისიის წევრები: ხუხუტ სოლომონის ძე ბღაჟბა, მამანტი ისიდორეს ძე ბებია, ერვანდ გევორქის ძე გარანიანი, ელენე უშანგის ასული ღურწკაია, ჩოქოლი ნოჩოს ძე ქვაჩახია და კონსტანტინე დუტუს ძე კუჭავა.

სამანდატო კომისიის არჩევის შემდეგ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა დაიხურა[1].

მეორე (30 მარტს დილის) სხდომა 11 საათზე დაიწყო. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მოისმინა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სამანდატო კომისიის თავმჯდომარის დეპუტატ გ. პილიას მოხსენება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს 104 საარჩევნო ოლქიდან დეპუტატების რწმუნებათა შემოწმების შედეგების შესახებ:

„აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სამანდატო კომისიამ შეამოწმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ თითოეულ დეპუტატზე წარმოდგენილი ყველა საარჩევნო დოკუმენტი და მასალა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისა და დაასკვნა: 1. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების არჩევნები ყველა 104 საარჩევნო ოლქში ჩატარდა აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციისა და აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დებულების საფუძველზე და მათი სრული შესაბამისობით; 2. არავითარი საფუძველი არჩევნების გაუქმებისათვის რომელიმე საარჩევნო ოლქში, აგრეთვე არავითარი საჩივარი და განცხადება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნებში კონსტიტუციის ან არჩევნების დებულების დარღვევაზე არც საარჩევნო ოლქებში და არც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ მოიპოვება. ამის გამო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სამანდატო კომისია სცნობს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს ყველა დეპუტატის უფლებამოსილების სისწორეს, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ და რომელთა სიაც გამოქვეყნდა გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთის“ 1947 წლის 12 თებერვლის №22-ში“.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ დეპუტატ ა. არშბას წინადადებით სამანდატო კომისიის მოხსენების გამომიიღო შემდეგი დადგენილება: „მოისმინა რა სამანდატო კომისიის მოხსენება, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო ადგენს: 1. დამტკიცდეს საანდატო კომისიის მოხსენება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების სწორად ცნობის შესახებ, რომლებიც არჩეულნი არიან ყველა 104 საარჩევნო ოლქში და რეგისტრირებული არიან აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ; 2. ჩაითვალოს დამთავრებულად აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის მუშაობა“.

შემდეგ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მოისმინა დღის წესრიგის მეორე პუნქტი — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცება. ამ საკითხზე მოხსენებით გამოვიდა დეპუტატი მ. ხაშბა, რომლის მოხსენების შემდეგ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად მიიღო შემდეგი დადგენილება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ:

1. დამტკიცდეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება მიწათმოქმედების სამინისტროს, ტექნიკური კულტურების სამინისტროს და მეცხოველეობის სამინისტროს აფხაზეთის ასსრ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროდ გაერთიანების შესახებ და შეტანილ იქნეს სათანადო ცვლილება და დამატება აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციის 44-ე მუხლში.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენილება • 30/03/1947 • ცვლილებები და დამატებები აფხაზეთის ასსრ-ის 1937 წლის კონსტიუციის 44 მუხლში

მუხლი 44.

შეიცვალა

მუხლი 44. აფხაზეთის ასსრის მინისტრთა საბჭოს ჰქმნის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე;
აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ორი მოადგილე;
აფხაზეთის ასსრ-ის სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარე;
აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრები:
სოფლის მეურნეობისა;
ფინანსთა;
ვაჭრობისა;
შინაგან საქმეთა;
სახელმწიფო უშიშროებისა;
იუსტიციისა;
ჯანმრთელობის დაცვისა;
განათლებისა;
ადგილობრივი მრეწველობისა;
კომუნალური მეურნეობისა;
სოციალური უზრუნველყოფისა;
ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსი;
კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმეთა სამმართველოს უფროსი“.
2. დამტკიცდეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლეს საბჭოში ასარჩევ აფხაზეთის ასსრ-ის მოქალაქეთა წლოვანების ცენზის შესახებ და შეტანილ იქნას სათანადო დამატება აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციის 102 მუხლში.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენილება • 30/03/1947 • ცვლილებები და დამატებები აფხაზეთის ასსრ-ის 1937 წლის კონსტიუციის 102 მუხლში

მუხლი 102.

შეიცვალა

მუხლი 44. დეპუტატთა არჩევნები საყოველთაოა: აფხაზეთის ასსრ-ის ყველა მოქალაქეს, რომელსაც კი 18 წელი შეუსრულდა, დამოუკიდებლად რასობრივი და ნაციონალური კუთვნილებისა, სქესისა, სარწმუნოებისა, განათლების ცენზისა, ბინადრობისა, სოციალური წარმოშობისა, ქონებრივი მდგომარეობისა და წარსული საქმიანობისა, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დეპუტატა არჩევნებში გარდა შეშლილებისა და იმ პირებისა, რომელნიც სასამართლოს მიერ მსჯავრდებულნი არიან საარჩევნო უფლებათა ჩამორთმევით.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად შეიძლება არჩეულ იქნას აფხაზეთის ასსრ-ის ყველა მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 21 წელი, დამოუკიდებლად რასობრივი და ნაციონალური კუთვნილებისა, სქესისა, სარწმუნოებისა, განათლების ცენზისა, ბინადრობისა, სოციალური წარმოშობისა, ქონებრივი მდგომარეობისა და წარსული საქმიანობისა“.

შემდეგ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო გადავიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მუდმივი კომისიების არჩევის საკითხის განხილვაზე. დეპუტატ მ. ცატავას წინადადებით აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა საკანონმდებლო განზრახულობათა კომისია 7 კაცის შემადგენლობით.

  • კომისიის თავმჯდომარე — ილარიონ კადირის ძე კაკალია;
  • კომისიის წევრები: თამარ მამსირის ასული ავიძბა, შალვა ილიას ძე ჯალაღონია, ანდრია ნესტორის ძე ლოგუა, ბესარიონ ანდრიას ძე მამულია, ნიკოლოზ გიორგის ძე სტროევონსი და ევგენია ალიკოს ასული ჩიხრაძე.

დეპუტატ ლ. ქურსუას წინადადებით აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს საბიუჯეტო კომისია 9 კაცის შემადგენლობით.

  • კომისიის თავმჯდომარე — ვალერიან ალექსანდრეს ძე ივარდავა;
  • კომისიის წევრები: ალექსანდრე ლუკას ძე გრიგოლია, კაპიტონ დიმიტრის ძე კვარაცხელია, ნინო ერისტოს ასული მაჭარაძე, ლუბა ვასილის ასული ფიფია, ოლღა ბეგლარის ასულისართანია, მიხეილ სისოს ძე ცატავა, დოროთე კონსტანტინეს ძე ჩერქეზია და გიორგი ირაკლის ძე ჩოგოვაძე.

შემდეგ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭო გადავიდა დღისწესრიგის მეხუთე პუნქტზე — აფხაზეთის ასსრ-ის მთავრობის — აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს შექმნის განხილვაზე. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭო გადავიდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის განცხადების განხილვაზე. კამათში გამოსულმა დეპუტატებმა ვ. ბალავაძემ, ი. კაკალიამ, ნ. გვილავამ, თ. თოდუამ და მ. ბებიამ გააკრიტიკეს ცალკეული სამინისტროთა საქმიანობა.

დასასრულ, დეპუტატ შ. გარდაფხაძის წინადადებით აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად მიიღო შემდეგი დადგენილება: „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო იღებს აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის განცხადებას აფხაზეთის ასსრ-ის მთავრობის მიერ თავის რწმუნებათა მოხსნის შესახებ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს წინაშე და ავალებს აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ალექსნდე იორდანეს ძე მირცხულავას წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს წინადადებანი აფხაზეთის ასსრ-ის მთავრობის შემადგენლობის შესახებ“.

ამით დაიხურა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მეორე სხდომა[2].

მესამე (30 მარტს საღამოს) სხდომა 8 საათზე დაიწყო. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო შეუდგა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის არჩევას. დეპუტატ გ. ნასიძის წინადადებით საბჭოს წარედგინა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის შემდეგი შემადგენლობა დასამტკიცებლად:

  • აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე — მიხეილ დელბა;
  • აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომაის მოადგილეები: ნიკოლოზ თეოფანეს ძე გვილავა და ნატალია ხარიტონის ასული ოტირბა;
  • აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი — მუშნი ლავრენტის ძე ხაშბა;
  • აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრები: ვლადიმერ ანდრიას ძე ვეკუა, დიმიტრი იოსების ძე გულია, ანასტასია ვასილის ასული გუსევა, მიტროფანე იოანეს ძე კუჭავა, აკაკი ივანეს ძე მგელაძე, თამარ ალექსანდრეს ასული თოდუა და ანდრია მაქსიმეს ძე ჭუოჭუა.

შემდეგ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო გადავიდა მთავრობის — აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა კაბინეტის შექმნის საკითხის განხილვაზე. სიტყვით გამოვიდა დეპუტატი ა. მირცხულავა. რის შემდეგაც აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს შემდეგი შემადგენლობა:

  • აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე — ალექსანდრე იორდანეს ძე მირცხულავა;
  • აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე — ივანე კონსტანტინეს ძე ტანია;
  • აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და განათლების მინისტრი — სერგო ნოეს ძე სიგუა;
  • აფხაზეთის ასსრ-ის სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარე — ვასილ პახვალას ძე კალანდია;
  • სოფლის მეურნეობის მინისტრი — გიორგი ივანეს ძე ბერულავა;
  • ფინანსთა მინისტრი — სევერიან ყაისარის ძე მათითაშვილი;
  • ვაჭრობის მინისტრი — ვლადიმერ კონსტანტინეს ძე დგებუაძე;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი — შალვა ილარიონის ძე ბოკუჩავა;
  • სახელმწიფო უშიშროების მინისტრი — ილარიონ ავქსენტის ძე გაგუა;
  • იუსტიციის მინისტრი — თემურ მაჰმედის ძე ქეცბა;
  • ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი — გრიგოლ პეტრეს ძე პაპასკუა;
  • ადგილობრივი მრეწველობის მინისტრი — იონა კონსტანტიეს ძე გაბისონია;
  • კომუნალური მეურნეობის მინისტრი — ნიაზბეი მუსტაფას ძე ხონელია;
  • სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი — ალექსი სულთანის ძე გულია;
  • კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმეთა სამმართველოს უფროსი — ვენერა კონსტანტინეს ასული ხუბულავა;
  • ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსი — ივანე ერასტის ძე შარია.

შემდეგ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო გადავიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი სასამართლოს არჩევის საკითხის განხილვაზე. დეპუტატ ვ. ბალავაძის წინადადებით კენჭი უყარეს აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს შემდეგ შემადგენლობას:

  • აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე — პლატონ კინტირიას ძე ნაყოფია;
  • აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი სასამართლოს წევრები: კონსტანტინე ტალუკის ძე ბულისკერია, ქსენია ბადრას ასული გაბელაია, დიმიტრი სამსონის ძე ჩხარტიშვილი, ნიკოლოზ ბესარიონის ძე შარანგია.

უმაღლესმა საბჭომ ასევე ერთხმად მიიღო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი სასამართლოს მსაჯულები 143 კაცის ოდენობით.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ დეპუტატ გ. ჩოგოვაძის წინადადებით აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციაში ტექსტში ცვლილებათა და დამატებათა შესატანად შექმნა სარედაქციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • თავმჯდომარე — მუშნი ლავრენტის ძე ხაშბა;
  • კომისიის წევრები: რაჟდენ კონდრატის ძე ბოხუა, იასონ იაკობის ძე ზარანდია, ვარლამ ომარის ძე მარღანია, გიორგი ივლიანეს ძე მერკვილაძე, პლატონ კინტირიას ძე ნაყოფია და ქეთევან მელიტონის ასული ჩიკაშვილი.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომსარედაქციო კომისიას დაავალა შეიტანოს წინადადებები აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციის ტექსტის ცვლილებებათა და დამატებათა შესახებ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მორიგი სესიის განსახილველად.

სესიის დღის წესრიგი ამოიწურა. სხდომის თავმჯდომარემ — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დეპუტატმა ი. ტუსკაძემ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი სესია დახურულად გამოაცხადა[2].

პრეზიდიუმის ბრძანებულებები

რედაქტირება

1947 წლის 19 ივლისს:

  1. 1947 წლის 5 აგვისტოს ქალაქ სოხუმში დაინიშნა იქნა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მეორე სესია[3].

აფხაზეთის ასსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს II სესია მოწვეულ იქნა 1947 წლის 5-7 აგვისტოს ქალაქ სოხუმში საქალაქო თეატრის შენობაში.

პირველი (5 აგვისტოს საღამოს) სხდომა გაიხსნა 8 საათზე. დეპუტატ ი. ტუსკაძეს დღის წესრიგში შემოაქვს შემდეგი საკითხები განსახილველად:

  1. აფხაზეთის ასსრ-ის 1947 წლის ბიუჯეტის დამტკიცება და აფხაზეთის ასსრ-ის 1946 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება;
  2. აფხაზეთის ასს-ის კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) ტექსტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ.

დეპუტატ პ. კვეკვეციას წინადადებით უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა დღის წესრიგი.

აფხაზეთის ასსრ-ის 1947 წლის ბიუჯეტის დამტკიცება და აფხაზეთის ასსრ-ის 1946 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრი დეპუტატი ს. მათითაშვილი, რომლის შემდეგ უმაღლესმა საბჭომ მოისმინა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის დეპუტატ ვ. ივარდავას თანამოხსენება.

ამით დაიხურა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა[4].

მეორე (6 აგვისტოს დილის) სხდომა 11 საათზე დაიწყო. დღის წესრიგში იყო — აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრის ს. მათითაშვილის მოხსენება აფხაზეთის ასსრ-ის 1947 წლის ბიუჯეტის დამტკიცება და აფხაზეთის ასსრ-ის 1946 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ. კამთში გამოვიდნენ დეპუტატები: დ. ჩერქეზია, ს. სიგუა, გ. ჩოგოვაძე, გ. პაპასკუა, ნ. აბლოთია, ვ. დგებუაძე, შ. გარდაფხაძე, ა. ლოგუა, თ. კაკავა, ვ. ვეკუა, ა. გრიგოლია და ა. გუსევა.

ამით დაიხურა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მეორე სხდომა[5].

მესამე (6 აგვისტოს საღამოს) სხდომა 8 საათზე დაიწყო. დღის წესრიგში იყო — აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრის ს. მათითაშვილის მოხსენება აფხაზეთის ასსრ-ის 1947 წლის ბიუჯეტის დამტკიცება და აფხაზეთის ასსრ-ის 1946 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ. კამთში გამოვიდნენ დეპუტატები: ი. გულია, ე. გარანიანი, ი. კაკალია, ხ. ბღაჟბა, ი. გაბისონია, ნ. ოტირბა, გ. ნასიძე და შ. ჯალაღონია.

ამით დაიხურა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მესამე სხდომა[5].

მეოთხე (7 აგვისტოს დილის) სხდომა 11 საათზე დაიწყო. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მოისმინა მომხსენებლის — აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრის ს. მათითაშვილის და თანამომხსენებლის — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის დეპუტატ ვ. ივარდავას საბოლოო სიტყვები.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა 1947 წლის ბიუჯეტი. შემდეგ ერთხმად იქნა დამტკიცებული „კანონი აფხაზეთის ასსრ-ის 1947 წლის ბიუჯეტის შესახებ“.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენილება • 07/08/1947 • „კანონი აფხაზეთის ასსრ-ის 1947 წლის ბიუჯეტის შესახებ“[6].

„აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს მიერ წარმოდგენილი აფხაზეთის ასსრ 1947 წლის ბიუჯეტი, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს საბიუჯეტო კომისიის მოხსენების თანახმად მიღებული ცვლილებებით, შემოსავლის ნაწილში — 137.212 ათასი მანეთი და გასავლის ნაწილში 137.212 ათასი მანეთი და ამის გარდა საბიუჯეტო სახსრების გარდამავალი ნაშთი 1948 წლის 1 იანვრისათვის 4.076 ათასი მანეთის ოდენობით.
2. ამ კანონის 1 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს აფხაზეთის ასსრ რაიონებისა და ქალაქების ბიუჯეტები 1948 წლის 1 იანვრისათვის საბიუჯეტო სახსრების გარდამავალი ნაშთით შემდეგ თანხებში (ათას მანეთობით):
შემოსავალი ანარიცხები
სახელმწიფო
გადასახადებიდან
და შემოსავლებიდან
დოტაცია
რეგულირების
რესპუბლიკური
ფონდიდან
გასავალი ანარიცხები
რეგულირების
რესპუბლიკურ
ფონდში
საბიუჯეტო
სახსრების
გარდამავალი
ნაშთი 1948 წლის
1 იანვრისათვის
1. აფხაზეთის ასსრ რესპუბლიკური ბიუჯეტი 44,647 35,513 - 40,870 3,777 1,218
2. ქალაქი სოხუმი 22,723 13,886 - 22,723 - 678
3. ქალაქი ტყვარჩელი 4,665 3,671 - 4,665 - 140
4. გაგრის რაიონი 11,202 9,297 - 11,202 - 334
5. გალის რაიონი 12,819 11,572 - 12,819 - 383
6. გუდაუთის რაიონი 13,216 11,135 - 13,216 - 377
7. გულრიფშის რაიონი 6,412 5,580 3,777 10,189 - 304
8. ოჩამჩირის რაიონი 15,022 12,975 - 15,022 - 448
9. სოხუმის რაიონი 6,506 6,024 - 6,506 - 194
სულ რესპუბლიკაში 137,212 109,653 3,777 137,212 3,777 4,076
3. დაწესდეს 1947 წლისათვის ანარიცხები სახელმწიფო გადასახადებიდან და შემოსავლებიდან აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის რაიონებისა და ქალაქების ბიუჯეტებში:
ა) არასასაქონლო ოპერაციების გადასახადიდან 100%;
ბ) ერთპიროვნულ გლეხურ მეურნეობათა ცხენებზე სახელმწიფო გადასახადიდან 100%;
გ) მანქანა-ტრაქტორთა სადგურების შემოსავლებიდან 25%;
დ) კოლმეურნეობათაგან საშემოსავლო გადასახადიდან 25%.
4. დაწესდეს 1947 წლისათვის აფხაზეთის ასსრ რესპუბლიკურ ბიუჯეტში, აფხაზეთის ასსრ რაიონებისა და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქების ბიუჯეტებში ანარიცხები მოსახელობის საშემოსავლო გადასახადიდან, სასოფლო-სამეურნეო გადასახადიდან, მოსახელობაში ხელისმოწერით გავრცელებული სახელმწიფო სესხებიდან და ბრუნვის გადასახადიდან შემდეგი ოდენობით:
მოსახლეობის
საშემოსავლო
გადასახადიდან
სასოფლო-
სამეურნეო
გადასახადიდან
მოსახლეობაში
ხელის მოწერით
გავრცელებული
სახელმწიფო
სესხებიდან
ბრუნვის
გადასახადიდან
1. აფხაზეთის ასსრ რესპუბლიკური ბიუჯეტი - - - 24,6
2. ქალაქი სოხუმი 44 - 11 6,7
3. ქალაქი ტყვარჩელი 50 - 10 9,2
4. გაგრის რაიონი 50 15 10 34,7
5. გალის რაიონი 100 50 80 96,0
6. გუდაუთის რაიონი 50 10 15 57,7
7. გულრიფშის რაიონი 50 25 25 100,0
8. ოჩამჩირის რაიონი 50 15 20 44,5
9. სოხუმის რაიონი 50 15 15 31,9
5. დამტკიცდეს აფხაზეთის ასსრ 1946 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში შემოსავლის ნაწილში 112.682,3 ათასი მანეთი და გასავლის ნაწილში 109.716 ათასი მანეთი, შემოსავლის გასავალზე 2.966,3 ათასი მანეთის გადამეტებით“.

შემდეგ საბჭო გადავიდა დღის წესრიგის მეორე საკითხის განხილვაზე. აფხაზეთის ასს-ის კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) ტექსტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ მოხსენება გააკეთა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მიერ შექმნილი სარედაქციო კომისიის თავმჯდომარემ დეპუტატმა მ. ხაშბამ.

უმღლესმა საბჭომ დეპუტატ გ. პილიას წინადადებით ერთხმად დაამტკიცა კანონი „აფხაზეთის ასს-ის კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) ტექსტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“.

სესიის დღის წესრიგი ამოიწურა. სხდომის თავმჯდომარემ — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დეპუტატმა ი. ტუსკაძემ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი სესია დახურულად გამოაცხადა[7].

პრეზიდიუმის ბრძანებულებები

რედაქტირება

1947 წლის 6 ოქტომბერს:

  • დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის მშრომელთა დეპუტატების რაიონული, საქალაქო, სასოფლო და სადაბო საბჭოების არჩევნები 1948 წლის 11 იანვარს[8].

28 ოქტომბერს:

  1. ვასილ პახვალას ძე კალანდია განთავისუფლდა აფხაზეთის ასსრ-ის სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან[9].

14 ნოემბერს:

  • „აფხაზეთის ასსრ-ის მშრომელთა დეპუტატების რაიონული, საქალაქო, სასოფლო და სადაბო საბჭოების არჩევნების დებულების“ 34 და 35 მუხლების საფუძელზე დამტკიცდა აფხაზეთის ასსრ-ის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოების არჩევნების საქალაქო კომისიები.
  • „აფხაზეთის ასსრ-ის მშრომელთა დეპუტატების რაიონული, საქალაქო, სასოფლო და სადაბო საბჭოების არჩევნების დებულების“ 26 და 27 მუხლების საფუძელზე დამტკიცდა აფხაზეთის ასსრ-ის მშრომელთა დეპუტატების რაიონული საბჭოების არჩევნების რაიონული კომისიები[10].

პრეზიდიუმის ბრძანებულებები

რედაქტირება

აფხაზეთის ასსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს IV სესია მოწვეულ იქნა 1949 წლის 27-28 აპრილს ქალაქ სოხუმში აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის შენობაში.

პრეზიდიუმის ბრძანებულებები

რედაქტირება

აფხაზეთის ასსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს V სესია მოწვეულ იქნა 1950 წლის 20-21 ივლისს ქალაქ სოხუმში აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის შენობაში.

პრეზიდიუმის ბრძანებულებები

რედაქტირება

1951 წლის 22 თებერვალს:

  • მამანტი ისიდორეს ძე ბებია დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის ვაჭრობის მინისტრად[11].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Стенографический отчет [Текст] / 1-я сессия Верховного совета Абхаз. АССР. (2-й созыв). 29-30-е марта 1947 г. - Сухуми : Верховный Совет Абхаз. АССР, 1947 (тип. газ. "Советская Абхазия").
  • Стенографический отчет [Текст] / Четвертая сессия Верховного Совета Абхаз. АССР (второй созыв). 27-28 апр. 1949 г. - [Сухуми] : Верховный Совет Абхаз. АССР, 1949 (тип. газет "Сов. Абхазия" и "Апсны Капш").
  • Заседания Верховного Совета Абхазской АССР (пятая сессия) 20-21 июля 1950 г. [Текст] : Стеногр. отчет. - [Сухуми] : [б. и.], 1950 [вып. дан. 1951]. 
  • აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პირველი სესია (მეორე მოწვევა), 1947 წლის 29-30 მარტი : სტენოგრ. ანგარიში. - [სუხუმი] : აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს გა-მა.
  • აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს მეოთხე სესია. მეორე მოწვევა. 1949 წლის 27-28 აპრილი : სტენოგრაფიული ანგარიში. - [სოხუმი] : აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს გა-მა, 1949 (სოხუმის სახელგამის სტ.).
  • აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სხდომები (მეხუთე სესია 1950 წ. 20-21 ივლისი : სტენოგრ. ანგარიში. - [სუხუმი] : აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს გა-მა, 1950.
  1. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №63 (2748), 30 მარტი, 1947
  2. 2.0 2.1 გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №64 (2749), 1 აპრილი, 1947
  3. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №142 (2827), 20 ივლისი, 1947
  4. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №154 (2839), 6 აგვისტო, 1947
  5. 5.0 5.1 გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №155 (2840), 7 აგვისტო, 1947
  6. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №158 (2843), 12 აგვისტო, 1947
  7. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №156 (2841), 9 აგვისტო, 1947
  8. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №198 (2883), 7 ოქტომბერი, 1947
  9. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №214 (2899), 29 ოქტომბერი, 1947
  10. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №224 (2909), 15 ნოემბერი, 1947
  11. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №38 (3751), 23 თებერვალი, 1951