ანდრია მაქსიმეს ძე ჭოჭუა (დ. 14 აგვისტო, 1879, სოფელი აძიუბჟა, სოხუმის ოკრუგი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. აპრილი, 1965) — საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე (1948-1958).

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანდრია ჭოჭუა დაიბადა 1879 წელს სოხუმის ოკრუგის კოდორის განყოფილების სოფელ აძიუბჟაში მაქსიმე (მამსირ) ჭოჭუასა და კ. უ. კუტალანდიას ოჯახში. დედა ადრე გარდეცვალა, როცა ის იყო ორი წლის. 7 წლის ასაკამდე ის იზრდებოდა სოფელ კუტოლში ბებიასთან (დედის მხრიდან). შემდეგ ანდრია თავისთან მამამისმა წაიყვანა. ადრეულ ასაკში მას უწევდა ფიზიკური მუშაობა.

პირველადი განათლების მისღებად დრანდის მონასტერის სკოლაში ჩაირიცხა. სწავლის პერიოდში ის თავის მეგობარ ალქესი ჯანაშიასთან ერთად კერძო სახლში ცხოვრობდნენ. ბინის ქირის გამო ანდრია იძულებული შეიქნა საცხოვრებლად სოფელ ფშაფში მის ნათესავებთან გადასულიყო. მიუხედავად ყველაფრისა მინასტრის სკოლა მაინც ვერ დაამთავრა. მალე ის ბრუნდება შინ სოფელ აძიუბჟაში ბრუნდება. 1880 წელს გადადის საცხოვრებლად სოხუმში, სადაც ის მიიღეს სოხუმის ხაზინადარის ოჯახში მსახურად. შემდეგ ის გადავიდა სავაჭრო დახლის მდიდარ მფლობელთან სახლში დამხამრედ, რომელიც მას აძლევდა უფლებას ესწავლა ქალაქის სკოლაში.

1897 წელს დაამთავრა სოხუმის ორკლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი და შევიდა თბილისის მებაღეობის სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1901 წელს მებაღე-დეკორატორისა და მეღვინეობის სპეციალობით. იმავე წელს მოეწყო თბილისის სამსაწავლებლო ინსტიტუტში, რომელიც დაასრულა 1905 წელს მათემატიკის კვალიფიკაციით. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა პედაგოგად სოხუმში, სადაც ასწავლიდა მათემატიკას, გეოგრაფიას და ისტორიას.

1912 წელს ჭოჭუას უშუალო მონაწილეობით სოფელ აძიუბჟაში სოფლის მაცხოვრებელთა შემოწირულობით აშენდა საკუთარი სკოლა, ხოლო 1913-1914 სასწავლო წლებისათვის მოწყობილი იყო აძიუბჟის აგურის ორსართულიანი სკოლა. 1914 წელს ჭოჭუა დაინიშნა სოხუმის საქალაქო სასწავლებლის დირექტორად, სადაც ის მუშაობდა აფხაზეთში 1921 წლის საბჭოთა წყობის დამყარებდამდე.

1921-1923 წლებში ანდრია ჭოჭუა მუშაობდა აფხაზეთის განათლების სახალხო კომისარიატის სასკოლო განყოფილების გამგედ, 1923-1925 წლებში აფხაზეთის განათლების სახალხო კომისრის მოადგილედ. 1925-1930 წლებში ჭოჭუას ეკავა აფხაზეთის განათლების სახალხო კომისრის თანამდებობა, ხოლო 1931-1938 წლებში მუშაობდა სუბტროპიკული კულტურების საკავშირო ინსტიტუტის დირექტორად. 1938 წლის დასაწყისიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის აფხაზეთის კულტურის ინსტიტუტის დირექტორად.

1927-1936 წლებში ანდრია ჭოჭუა იყო სსრკ IV და V მოწვევის ცაკ-ის წევრი, აფხაზეთის განსახკომის კოლეგიისა და მეთოდოლოგიური საბჭოს წევრი, აფხაზეთის სახელგამის გამგეობის წევრი, აფხაზეთის მეცნიერულ მუშაკთა სექციის თავმჯდომარე.

1938 წლის 12 ივნისს ანდრია ჭოჭუა კენჭს იყრიდა ქ. სოხუმის №2 მოლოტოვის საარჩევნო ოლქში აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, რომლის შედეგადაც ის არჩეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, 12 ივლისს კი იმავე მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. 1948-1958 წლებში იყო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე. ანდრია ჭოჭუა — სსრკ-ის III-IV მოწვევის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს სსრ-ის III-IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ანდრია ჭოჭუა გარდაიცვალა 1965 წლის აპრილში.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

ანდრია ჭოჭუამ დიდი შრომა გასწია აფხაზური კულტურის, ენისა და ლიტერატურის განვითარებისათვის. დაწყებითი სკოლებისათვის მის მიერ შედგენილია არაერთი სახელმძღვანელო.

1908 წელს ა. ჭოჭუა ქმნის თავის პირველ „აფხაზური ანბანს“. სოხუმის ოკრუგის სახალხო სასწავლებლებთან არსებული სპეციალური კომისიის მიერ შესწავლის შემდეგ წიგნი გამოქვეყნდა თბილისში 1909 წელს. როგორც ჭოჭუა იხსენებდა ანბანი განხილულ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე, რის შედეგადაც წიგნიდან ამოღებულ იქნა სიტყვები, წინადადებები და სტატიები. საავტორო ეგზემპლიარის გაცნობის შემდეგ ჭოჭუამ უარყოფითი რეცენზია დაწერა, რის გამოც ინსპექტორ იზმაილოვის სახელით მან გაფრთხილება მიიღო.

ჭოჭუას „აფხაზური ანბანი“ თავიდან გამოიცა 1914 და 1925 წლებში. ის თავის ანბანს განიხილავდა როგორც გულიასა და მაჭავარიანის აფხაზური ანბანის თავისებურ გაგრძელებას. 1910 წლიდან სკოლებში აფხაზური ენა ისწავლებოდა ჭოჭუასეული „აფხაზური ანბანის“ მიხედვით.

ჯილდოები და მედლები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Хварцкия М., „Андрей Максимович Чочуа“, Тбилиси, 1981
  • Большая советская энциклопедия. Третье издание, тт. 1 — 30, Москва, 1969—1978
  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №115 (213), 22 მაისი, 1938

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება