აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭო

აფხაზეთის ასს რესპუბლიკის I მოწვევის უმაღლესი საბჭოაფხაზეთის ასსრ-ის პირველი მოწვევის უმაღლესი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანო 1938-1947 წლებში.

1938 წლის 12 ივნისს გაიმართა აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. კენჭისყრის შედეგად ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობა დააკომპლექტა. აფხაზეთის ასსრ-ის პირველი მოწვევის პირველი სესია შედგა 1938 წლის 12 ივლისს ქალაქ სოხუმში. მეორე მსოფლიო ომის გამო I მოწვევის საბჭოს წევრებს მანდატი გაურძელდათ 1947 წლამდე. აღნიშნულ პერიოდში სულ მოწვეული იყო უმაღლესი საბჭოს 8 სესია.

მმართველი რგოლი

რედაქტირება

აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს ხელმღვანელობა შემდგენაირად დაკომპლექტდა:

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე — ა. ჭოჭუა;
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე — პ. გრიგოლია;
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე — გ. ხაჩატურიანი.

აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი შემდგენაირად დაკომპლექტდა:

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე — მ. დელბა;
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე — ი. ზარდანია;
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი — მ. ხაშბა.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წეევრები: ე. ატროშინა, კ. ბეჭვაია, ნ. გიორგაძე, დ. გულია, რ. გოგოხია, ს. ზაკიანი, ტ. კუკბაია და კ. ცეკვავა.

აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს I სესია მოწვეულ იქნა 1938 წლის 12-14 ივლისს ქალაქ სოხუმში აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის შენობაში.

პირველ (12 ივლისის საღამოს) სხდომაზე, დეპუტატ დ. ვ ალანიას წინადადებით სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესის საბჭოს უხუცესმა დეპუტატმა და ორდენოსანმა მწერალმა დ. გულიამ.

დეპუტატ გულიას მოკლე გამოსვლის შემდეგ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო შეუდგა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილეების არჩევას. ერთხმად იქნა არჩეული აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დეპუტატი ანდრია ჭოჭუა, ხოლო მოადგილეებად პარასკევა გრიგოლია და გედევან ხაჩატურიანი.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მიიღო სესიის მუშაობის შემდეგი რეგლამენტი:

  1. აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სესიის სხდომები სწარმოებს დილის 11 საათიდან დღის 2 საათამდე და საღამოს 7 საათიდან 10 საათამდე;
  2. უმაღლესი საბჭოს სესიის დღის წესრიგის საკითხებზე მომხსენებელს ამტკიცებს აფხფაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;
  3. აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა თითოეულ ჯგუფს, რიცხვით არა უმცირეს 15 კაცისა, უფლება აქვს წამოაყენოსთავისი მომხსენებელი;
  4. მომხსენებელთ ეძლევათ მოხსენებისათვის ერთი საათი და საბოლოო სიტყვისათვის 30 წუთი. თანამომხსენებლებს თანამოხსენებისათვის 30 წუთი, საბოლოო სიტყვისათვის 15 წუთი;
  5. ორატორებს სიტყვისათვის ეძლევათ პირველად 20 წუთი და მეორედ 5 წუთი;
  6. პირადი განცხადებები და ფაქტობრივი ცნობები შეტანილ უნდა იქნეს წერილობით და გამოცხადდება აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ დაუყოვნებლივ ან სხდომის ბოლოს, მათი შინაარსის მიხედვით;
  7. რიგგარეშე შეკითხვები შეტანილ უნდა იქნეს წერილობით და დაუყოვნებლივ ქვეყნდება აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ;
  8. წესრიგის საკითხეზე სიტყვისათვის მიცემულ იქნება 5 წუთი;
  9. ხმის მიცემის მოტივებზე მიცემული იქნება 3 წუთი.

გუდაუთისა და სოხუმის რაიონების დეპუტატთა ჯგუფის სახელით დეპუტატ მ. ხაშბას წინადადებით, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მიიღო შემდეგი დღის წესრიგი:

  1. აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სამანდატო კომისიის არჩევნები;
  2. აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს მუდმივი კომისიების შესახებ;
  3. აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის ზოგიერთ მუხლში ცვლილებათა და დამატებათა შეტანა იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეტანილია სსრკ კონსტიტუციის ზოგიერთ მუხლში სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პირველი სესიის მიერ, აგრეთვე იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულია აფხაზეთის ასსრ ცაკის მიერ;
  4. დეპუტატთა ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია მათ მიერ სადეპუტატო მოვალეობის შესრულებასთან;
  5. არჩევა აფხაზეთის ასსრ უმღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა:
    ა) აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარისა;
    ბ) აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილისა;
    გ) აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მდივნისა;
    დ) აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრებისა.
  6. აფხაზეთის ასსრ მთავრობის — აფხაზეთის ასსრ კომისართა საბჭოს შედგენა.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის რწმუნებათა შესამოწმებლად აირჩა სამანდატო კომისია შემდეგი შემადგენლობთ:

სამანდატო კომისიის თავმჯდომარე — ა. გუგუჩია;
სამანდატო კომისიის წევრები: ნ. გიორგაძე, გ. ბეჟანოვი, ჩ. ქვაჩახია, ტ. კუკბაია, ე. ატროშინა, ა. დარსაველიძე.

სამანდატო კომისიის შემდეგ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა დაიხურა[1].

მეორე (13 ივლისის დილის) სხდომა დილის 11 საათზე დაიწყო. პირველ საკითხად განხილულ იქნა აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სესიის დღის წესრიგის მეორე პუნქტი — აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს მუდმივი მოქმდი კომისიების შესახებ. დეპუტატ ს. ესებუას მიერ შეტანილი განცხადება შექმნილიყო აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო განზრახულობათა კომისია 7 კაცის შემადგენლობით, სხდომაზე წარმატებით დაკმაყოფილდა. კომისიის შემადგენლობაში არჩეულ იქნენ:

კომისიის თავმჯდომარე — პლატონ კიკორია;
კომისიის წევრებად: ვლადიმერ ქეცბაია, ალექსანდრე ბერია, შაიბი საქანია, ნატალია ორეხოვსკაია, ალექსანდრა გიორგობიანი, კარეკინ გასტანიანი.

საბიუჯეტო კომისია არჩეულ იქნა 9 კაცის შემადგენლობით:

კომისიის თავმჯდომარე — კონსტანტინე ცეკვავა;
კომისიის წევრები: მელიტონ ჯღარკავა, ოლღა სართანია, ნუგი ჟიბა, მეჯითი ბუტბა, ეკატერინე კალინიჩენკო, ამაიაკო ქობულოვი, რომანოზ გოგოხია და ვლადიმერ კოხოძე.

შემდეგ აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სესია შეუდგა აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა რწმუნებების შემოწმების შესახებ სამანდატო კომისიის თავმჯდომარის დეპუტატ ა. გუგუჩიას მოხსენების მოსმენას და განხილვას, რომელიც აქვეყნებს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სამანდატო კომისიის დადგენილებას აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა რწმუნებების 104 საარჩევნო ოლქში შემოწმების შესახებ. დადგენილების მიხედვით არჩევნები აფხაზეთის ასსრ-ს ყველა 104 საარჩევნო ოლქში ჩატარდა აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნების დებულების საფუძელზე და მათთან სრული შეფარდებით. მან იქვე დასძინა, რომ არანაირი საფუძველი არჩევნების გაუქმებისა არ არსებობდა.

აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს სესიამ მოისმინა დეპუტატ ვ. შონიას მოხსენება აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის ზოგიერთ მუხლში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ[2].

მესამე (13 ივლისის საღამოს) სხდომა საღამოს 7 საათზე დაიწყო. სესიამ მიიღო დადგენილება დღის წესრიგის მეოთხე პუნქტის შესახებ დეპუტატებისათვის იმ ხარჯების ანაზღაურებაზე, რომლებიც დაკავშირებულია დეპუტატის მოვალეობათა შესრულებასთან.

დეპუტატ ი. კვიცინიას წინადადებით სესიაზე დამტკიცდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს შემდეგი შემადგენლობით:

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე — მ. დელბა;
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე — ი. ზარდანია;
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი — მ. ხაშბა.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წეევრები: ე. ატროშინა, კ. ბეჭვაია, ნ. გიორგაძე, დ. გულია, რ. გოგოხია, ს. ზაკიანი, ტ. კუკბაია და კ. ცეკვავა.

სესიაზე სხვადასხვა დელეგაციის სახლით გამოვიდნენ იშჩენკო და სანაია. აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მ. ჭოჭუამ სესიას ასევე აცნობა რომ სტუმრად იმყოფებოდა აჭარის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დელეგაციაც. სიტყვით ასევე გამოსული იყო გ. დოლიძე. ამით აფხაზეთის ასსრ უმაღალესი საბჭოს პირველი სესიის მესამე სხდომა დაიხურა[2].

მეოთხე (14 ივლისის დილის) სხდომა დაიწყო უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის ა. ჭოჭუას მიერ აფხაზეთის ასსრ-ის ცაკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ა. რაფავას განცხადების გამოქვეყნებით, რომელშც ის, აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციის 44 მუხლის თანახმად, და იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის ასსრ-ის მთავრობის შექმნის საკითხი დასმული იყო უმაღლეს საბჭოში განსახილველად, აფხაზეთის ცაკის პრეზიდიუმის მოვალეობები ამოწურულად ჩათვალა და მოიხსნა რწმუნებულებები უმაღლესი საბჭოს წინაშე.

დეპუტატი დ. ალანია თავის სიტყვით გამოსვლისას დიდი უკმაყოფილება გამოთქვა ვაჭრობის სახალხო კომისარის ვ. ფ. კოვრიაკოვის თაობაზე, რის გამოც დეპუტატ ა. ი. გუგუჩიას წინადადებით ერთხმად გადაწყდა აფხაზეთის ცაკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ა. რაფავასათვის მიენდოთ ახალი მთავრობის შემადგენლობის ჩამოყალიებაზე.

დარბაზში არაერთი მომხსენებელი გამოვიდა, უმაღლესი საბჭოს მუშაობის დაწყების მოსალოცად, რის შემდეგადაც სხდომა დაიხურა[3].

მეხუთე (14 ივლისის საღამოს) სხდომა 6 საათზე დაიწყო. სესია შეუდგა აფხაზეთის ასსრ-ის სახახო კომისართა შედგენის საკითხს.

დეპუტატ ა. რაფავას მიმართვით უმაღლესი საბჭომ დაამტკიცა აფხაზეთის ასსრ-ის მთავრობა შემდეგი შემადგენლობით:

აფხაზეთის ასს რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე — ავქსენტი რაფავა;
სახალხო კიმისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე — ივანე კონსტანტინეს ძე ტანია;
სახალხო კიმისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და მიწათმოქმედების სახალხო კომისარი — ილარიონ ნარიქის ძე ბჟანია;
სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარე — ვასილ კალანდია;
ფინანსთა სახალხო კომისარი — თემურ ბგანბა;
ვაჭრობის სახალხო კომისარი — პეტრე ზაქარიას ძე პრილიპკო;
შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი — გრიგოლ ფაჩულია;
იუსტიციის სახალხო კომისარი — ვიქტორ ტიმოთეს ძე ბჟანია;
ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარი — პლატონ გრიგოლის ძე აფშილავა;
განათლების სახალხო კომისარი — იასონ დარსანია;
ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარი — პლატონ ჭკადუა;
კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარი — შამილ ავიძბა;
სოციალური უზრუნველყოფის სახალხო კომისარი — პავლე კარბა;
საგზაო სამმართველოს უფროსი — ნიკანდრი ანთაგენის ძე ლაბაშია;
სსრკ დამზადებათა სახალხო კომისარიატის რწმუნებული — პეტრე ივანეს ძე სიდოროვი;
ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსი — გიორგი გულია.

სესიაზე სიტყვით გამოსული იყო ფარცვანია, წაიკითხეს სსრკ ეროვნებათა საბჭოს დეპუტატ მიხა ცხაკაიას მისალმების დეპეშა.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს I მოწვევის I სესია, 14 ივლისის საღამოს სხდომის დახურვისთანავე დასრულდა[3].

პრეზიდიუმის ბრძანებულებები

რედაქტირება

1938 წლის 3 აგვისტოს მ. კ. დელბას თავმჯდომარეობით შედგა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის პირველი სხდომა. პრეზიდიუმმა გამოიტანა დადგენილება გამოაქვეყნოს ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე კანონები, რომლებიც მიღებული იყო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პირველი სესიის მიერ და გამოსცეს, აგრეთვე, ამავე ენებზე აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციის (ძირთადი კანონის) ტექსტი იმ ცვლილებებით და დამატებებით, რომლებიც მიღებული იყო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პირველ სესიაზე.

პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს ორგანოს „აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს უწყებების“ გამოცემის შესახებ.

პრეზიდიუმმა დაამტკიცა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის აპარატი. გადაწყდა, რომ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ხდომები მოწვეულ იქნას თვეში ერთხელ[4].

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით:

1938 წლის 15 ნოემბერს:

  1. განთავისუფლდა ვიქტორ ტიმოთეს ძე ბაჟანია აფხაზეთის ასსრ-ის იუსტიციის სახახლხო კომისრის თანამდებობიდან მუშაობის ვერ უზრუნველყოფის გამო.
  2. განთავისუფლდა გრიგოლ ალექსის ძე ფაჩულია აფხაზეთის ასსრ-ის შინაგან საქმეთა სახახლხო კომისრის თანამდებობიდან, მუშაობის ვერ უზრუნველყოფის გამო.
  3. დაინიშნა ამიაკ ზაქარიას ძე ქობულოვი აფხაზეთის ასსრ-ის შინაგან საქმეთა სახახლხო კომისრის თანამდებობაზე.

23 ნოემბერს:

  1. განთავისუფლდა ავქსენტი ნარიქის ძე რაფავა აფხაზეთის ასსრ-ის სახკომსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო.
  2. დაინიშნა კონსტანტინე გიორგის ძე ჭიჭნაძე აფხაზეთის ასსრ-ის სახკომსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე.

21 დეკემბერს:

  1. განთავისუფლდა ამიაკ ზაქარიას ძე ქობულოვი აფხაზეთის ასსრ-ის შინაგან საქმეთა სახახლხო კომისრის თანამდებობიდან მისი სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო.
  2. დაინიშნა მიხეილ ნიკოლოზის ძე კუკუტარია აფხაზეთის ასსრ-ის შინაგან საქმეთა სახახლხო კომისრის თანამდებობაზე.

1939 წლის 14 აპრილს:

  1. განთავისუფლდა ილარიონ ნარიქის ძე ბჟანია აფხაზეთის ასსრ-ის სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა და მიწათმოქმედების სახალხო კომისრის თანამდებობიდან მისი სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო.
  2. განთავისუფლდა თემურ ჭიჭინის ძე ბგანბა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა სახალხო კომისრის თანამდებობიდან მისი სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო.
  3. დაინიშნა თემურ ჭიჭინის ძე ბგანბა აფხაზეთის ასსრ-ის სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა და მიწათმოქმედების სახალხო კომისრად.
  4. დაინიშნა სევერიან ყაისარის ძე მათითაშვილი აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა სახალხო კომისრად[5].

10 მაისს:

  1. განთავისუფლდა მიხეილ ნიკოლოზის ძე კუკუტარია აფხაზეთის ასსრ-ის შინაგან საქმეთა სახახლხო კომისრის თანამდებობიდან მისი სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო.
  2. დაინიშნა ვარლამ ალექსის ძე კაკუჩაია აფხაზეთის ასსრ-ის შინაგან საქმეთა სახახლხო კომისრის თანამდებობაზე.

2 აგვისტოს:

  1. განთავისუფლდა შ. ხ. ავიძბა აფხაზეთის ასსრ-ის კომუნალური მეურნეობის სახახლხო კომისრის თანამდებობიდან მისი პირადი თხოვნის გამო.

6 აგვისტოს (საღამოს სესიაზე):

  1. დაინიშნა ნიკოლოზ იაკობის ძე ბოკუჩავა აფხაზეთის ასსრ-ის იუსტიციის სახახლხო კომისრის თანამდებობაზე.
  2. დაინიშნა გრიგოლ პეტრეს ძე პაპასკუა აფხაზეთის ასსრ-ის ჯანმრთელობის სახახლხო კომისრის თანამდებობაზე.
  3. დაინიშნა რომანოზ ბასას ძე გოგოხია აფხაზეთის ასსრ-ის კომუნალური მეურნეობის სახახლხო კომისრის თანამდებობაზე.

აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს II სესია მოწვეულ იქნა 1939 წლის 4-6 აგვისტოს ქალაქ სოხუმში აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის შენობაში.

პირველი (4 აგვისტოს საღამოს) სხდომა 7 საათზე გახსნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ა. ჭოჭუამ. მან გამოაქვეყნა იმ საკითხთა სია, რომელიც წარდგენილი იყო მეორე სესიაზე განსახილველად.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მიიღო სესიის მუშაობის შემდეგი რეგლამენტი:

  1. აფხაზეთის ასსრ-ის 1939 წლის ბიუჯეტის დამტკიცება და 1937 და 1939 წლების ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის დამტკიცება.
  2. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი სასამართლოს არჩევნები.
  3. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციის (ძირითადი კანონი) ზოგიერთ მუხლებში ცვლილებების განხორციელება.
  4. დამტკიცება „დებულებისა აფხაზეთის ასსრ-ის რაიონულ, საქალაქო, სასოფლო და სადაბო საბჭოებში მშრომელთა დეპუტატების არჩევნების შესახებ“.
  5. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის იმ ბრძანებულებების შესახებ, რომლებიც მიღებულია 1-სა და მე-2 სესიებს შორის პერიოდში უნდა დამტკიცებულ იქნას აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მიერ.

პირველი საკითხის შესახებ მოხსენებით გამოვიდნენ აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა სახალხო კომისარი ს. მათითაშვილი, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დეპუტატი კ. ცეკვავა და სხვები.

ამით დასრულდა პირველი სხდომა[6].

მეორე (5 აგვისტოს დილით) სხდომა დილის 10 საათზე დაიწყო. სხდომა გაიხსნა აფხაზეთის ასსრ-ის 1939 წლის ბიუჯეტის და 1937 და 1939 წლების ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოხსენების ირგვლივ კამათით. კამათში მონაწილეობდნენ დეპუტატები: ტ. ბგანბა, ვ. კალანდია, პ. სიდოროვი, ვ. ქეცბაია, ლ. ლაშხია, დ. ჩხეიძე, ი. ტანია, ა. შონია, პ. გრიგოლია და აფხაზეთის ასსრ-ის ვაჭრობის სახალხო კომისარი პ. პრილიპკო.

ამით დასრულდა მეორე სხდომა[7].

მესამე (5 აგვისტოს საღამოს) სხდომაზე, გაგრძელდა კამათი აფხაზეთის ასსრ-ის 1939 წლის ბიუჯეტის და 1937 და 1939 წლების ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოხსენებათა გამო. კამათის ბოლოს სესიამ მოისმინა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა სახალხო კომისრის კ. მათითაშვილისა და უმაღლესის საბჭოს საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის კ. ცეკვავას საბოლოო სიტყვა.

სესიამ ერთხმად დაამტკიცა აფხაზეთის ასსრ-ის ბიუჯეტი. შემდეგ მუხლობრივად და მთლიანად მიიღო „კანონი აფხაზეთის ასსრ-ის 1939 წლის ბიუჯეტის შესახებ“.

კანონის დამკიცების შემდეგ სესიამ მოისმინა აფხაზეთის ასსრ-ის იუსტიციის სახალხო კომისრის ნ. ბოკუჩავას მოხსენება დღისწესრიგის მეორე საკითხის — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი სასამართლოს არჩევნების შესახებ.

ამით დასრულდა მესამე სხდომა[7].

მეოთხე (6 აგვისტოს დილით) სხდომა დაიწყო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი სასამართლოს არჩევნების შესახებ მოხსენების გამო. კამათში გამოვიდნენ დეპუტატები: ს. ესებუა, ტ. ანთია, გ. გამსახურდია, გ. ხვიჩია და ნ. ბოკუჩავა.

პერსონალური კენჭისყრით სესიამ დაამტკიცა:

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე — ტ. თ. ანთია;
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი სასამართლოს წევრებად: ვ. გ. პატეიპა, ვ. კ. მიქაია, ა. გ. ქარდავა, ა. უ. ბასლანძე, კ. ტ. ქოიავა, ე. კ. ავიძბა და ლ. მ. პსარდია.

იუსტიციის სახალხო კომისარმა ბოკუჩავამ შეოიტანა წინადადება სახალხო მსაჯულების არჩევის შესახებ 115 კაცის ოდენობით, რომელიც პერსონალური კენჭისყრით იქნა შერჩეული.

შემდეგ სესია შეუდგა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანსთან დაკავშირებით განხილვას. ამ საკითხზე მოხსენებით წარსდგა დეპუტატი ტ. ანთია. კამათში მონაწილეობდნენ დეპუტატები: შ. გოგია, ა. ლუკოვკინი, ი. კარპოვი და კ. კუჭავა.

სესიამ ერთხმად დაამტკიცა აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიუციის 28 და 108 მუხლებში შეტანილ ცვლილებებსა და დამატებებს.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენილება • 06/08/1938 • ცვლილებები და დამატებები აფხაზეთის ასსრ-ის 1937 წლის კონსტიუციის 28 მუხლში[8]

მუხლი 28. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო ირჩევს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს შემდეგი შემადგენლობით: აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს, პრეზიდიუმის მდივანს და პრეზიდიუმის 8 წევრს.“

შეიცვალა

მუხლი 28. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო ირჩევს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს შემდეგი შემადგენლობით: აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს, მის ორ მოადგილეს, პრეზიდიუმის მდივანს და პრეზიდიუმის 7 წევრს.“

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენილება • 06/08/1938 • ცვლილებები და დამატებები აფხაზეთის ასსრ-ის 1937 წლის კონსტიუციის 108 მუხლში[8]

მუხლი 108. არჩევნები აფხაზეთის ასსრ-ის მშრომელთა დეპუტატების საბჭოებში ხდება საარჩევნო ოლქების მიხედვით შემდეგი ნორმით:

რაიონული საბჭოსი — ერთი დეპუტატი 300 მცხოვრებზე.

ქალაქის საბჭოში — ქალაქის სიდიდის მიხედვით — ერთი დეპუტატი არანაკლებ, ვიდრე 100 და არაუმეტეს, ვიდრე 200 მცხოვრებზე.

სასოფლო საბჭოსი — სასოფლო საბჭოს მოქმედების რაიონის სიდიდის მიხედვით — ერთი დეპუტატი არანაკლებ, ვიდრე 50 და არა უმეტეს, ვიდრე 150 მცხოვრებზე.

მშრომელთა დეპუტატების ყოველი საქალაქო, სადაბო და სასოფლო საბჭოსათვის საარჩევნო ნორმები წესდება „აფხაზეთის ასსრ-ის მშრომელთა დეპუტატების საბჭოების არჩევნების დებულებით“ — ამ მუხლში ნაჩვენები საარჩევნო ნორმების ფარგლებში“.

შეიცვალა

მუხლი 108. არჩევნები აფხაზეთის ასსრ-ის მშრომელთა დეპუტატების საბჭოებში ხდება საარჩევნო ოლქების მიხედვით შემდეგი ნორმით:

რაიონული საბჭოსი — ერთი დეპუტატი 1.000 მცხოვრებზე; რაიონში 25.000-მდე მცხოვრებით, ირჩევენ 25 დეპუტატს, რაიონში 60.000-ზე მეტი მცხოვრებით, ირჩევენ არაუმეტეს 60 დეპუტატისა.

ქალაქის საბჭოში — ქალაქის სიდიდის მიხედვით — ერთი დეპუტატი არანაკლებ, ვიდრე 350 და არაუმეტეს, ვიდრე 500 მცხოვრებზე; ქალაქში 12.000 მცხოვრებით, ირჩევენ 35 დეპუტატს.

სასოფლო და სადაბო საბჭოსი — ერთი დეპუტატი 100 მცხოვრებზე; სოფლებსა და დაბებში ათასამდე მცხოვრებით, ირჩევენ 9 დეპუტატს, 2500 მცხოვრებზე, ზევით კი არაუმეტეს 25 დეპუტატისა.

მშრომელთა დეპუტატების თვითეული რაიონული, საქალაქო, სასოფლო და სადაბო საბჭოსათვის საარჩევნო ნორმები წესდება „დებულებით —აფხაზეთის ასსრ-ის მშრომელთა დეპუტატების რაიონული, საქალაქო, სასოფლო და სადაბო საბჭოების არჩევნების შესახებ“ — ამ მუხლში ნაჩვენები საარჩევნო ნორმების ფარგლებში“.

შემდეგ სესიამ განიხილა „დებულება აფხაზეთის ასსრ-ის რაიონულ, საქალაქო, სასოფლო და სადაბო საბჭოებში მშრომელთა დეპუტატების არჩევნების შესახებ“. მოხსენებით გამოვიდა დეპუტატი ნ. ბერია. კამათში მონაწილეობდნენ დეპუტატები: დ. ალანია, პ. კვეკვეცია, ი. ჯახაია და ლ. ქურსუა.

სესიამ მუხლობრივი კენჭისყრით ერთხმად დაამტკიცა „დებულება აფხაზეთის ასსრ-ის რაიონულ, საქალაქო, სასოფლო და სადაბო საბჭოებში მშრომელთა დეპუტატების არჩევნების შესახებ“.

ამით დასრულდა მეოთხე სხდომა[9].

მეხუთე (6 აგვისტოს საღამოს) სხდომაზე გახლილულ იქნა საკითხი აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის იმ ბრძანებულებების შესახებ, რომლებიც მიღებულია 1-სა და მე-2 სესიებს შორის პერიოდში უნდა დამტკიცებულ იქნას აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მიერ. ამ საკითხზე მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის უმაღლესის აბჭოს პრეზიდიუმის მდივანი მ. ლ. ხაშბა. სესიამ ერთხმად დაამტკიცა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებებულები.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის შემადგენლობაში პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნა დეპუტატი ნინო ჯამუს ასული ბერულავა.

რ. გოგოხია კომუნალური მეორნეობის სახალხო კომისრად დანიშვნასთან დაკავშირებით, განთავისუფლდა პრეზიდიუმის წევრის მოვალეობისაგან. მის მაგივრად არჩეულ იქნა ა. ქ. ბერია.

ნ. გიორგაძე განთავისუფლდა პრეზიდიუმის წევრობის მოვალეობისაგან.

ა. ქობულოვი განთავისუფლდა საბიუჯეტო კომისიის წევრის მოვალეობისაგან, მის მაგივრად დაინიშნა დ. ალანია.

ა. ბერია და ს. ბადია დაინიშნენ საკანონმდებლო განზრახულობათა კომისიის წევრებად.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს I მოწვევის II სესია, 6 აგვისტოს საღამოს სხდომის დახურვისთანავე დასრულდა[9].

პრეზიდიუმის ბრძანებულებები

რედაქტირება

პრეზიდიუმის ბრძანებულებები

რედაქტირება

პრეზიდიუმის ბრძანებულებები

რედაქტირება

პრეზიდიუმის ბრძანებულებები

რედაქტირება

აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს VI სესია მოწვეულ იქნა 1944 წლის 1-6 აპრილს ქალაქ სოხუმში აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის შენობაში.

პრეზიდიუმის ბრძანებულებები

რედაქტირება

პრეზიდიუმის ბრძანებულებები

რედაქტირება

1946 წლის 30 აპრილს:

  1. განთავისუფლდა ალექსანდრე ლავრენტის ძე ხაშბა აფხაზეთის ასსრ-ის სოციალური უზრუნველყოფის მინისტრობის თანამდებობიდან, მუშაობის ვერ უზრუნველყოფის გამო[10].

23 მაისს:

  1. ივანე ალექსის ძე მონიავა განთავისუფლდა აფხაზეთის ასსრ-ის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრის თანამდებობიდან, მისი სხვა სამსახურზე გადაყვანის გამო;
  2. ივანე ერასტის ძე შარია დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსად[11].

27 მაისს:

  1. იონა კონსტანტინეს ძე გაბისონია დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრად[12].

20 ივნისს:

  1. გაიყო აფხაზეთის ასსრ-ის მიწათმოქმედების სამინისტრო ორ სამინისტროდ აფხაზეთის ასსრ-ის მიწათმოქმედების სამინისტროდ და აფხაზეთის ასსრ-ის მეცხოველეობის სამინისტროდ;
  2. ბიძინა ნესტორის ძე აბესაძე განთავისუფლდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან, მისი სხვა სამსახურზე გადაყვანის გამო;
  3. ბიძინა ნესტორის ძე აბესაძე დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის მეცხოველეობის მინისტრად;
  4. ალექსი სულთანის ძე გულია დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის სოციალური უზრუნველყოფის მინისტრად[13].

2 აგვისტოს:

  1. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს VIII სესია მოწვეულ იქნა 1946 წლის 12 აგვისტოს[14].

აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს (ბოლო) VIII სესია მოწვეულ იქნა 1946 წლის 12-14 აგვისტოს ქალაქ სოხუმში საქალაქო თეატრის შენობაში.

პირველი (12 აგვისტოს საღამოს) სხდომა 8 საათზე გახსნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ა. ჭოჭუამ. წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მიხეილ კალინინის ხსოვნას. მან გამოაქვეყნა იმ საკითხთა სია, რომელიც წარდგენილი იყო მეორე სესიაზე განსახილველად.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა შემდეგი დღისწესრიგი:

  1. აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის აღდგენისა და განვითარების ხუთწლიანი გეგმა 1946-1950 წლებისათვის.
  2. აფხაზეთის ასსრ-ის 1946 წლის ბიუჯეტის დამტკიცება და აფხაზეთის ასსრ-ის 1945 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება.
  3. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცება.

მოხსენება სესიის დღისწესრიგის პირველ პუნქტზე — „აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის აღდგენისა და განვითარების ხუთწლიანი გეგმა 1946-1950 წლებისათვის“ გააკეთა აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარემ დეპუტატმა ვ. კალანდიამ.

ამით დაიხურა პირველი სხდომა[15].

მეორე (13 აგვისტოს დილით) სხდომა დილის 11 საათზე დაიწყო. დღის წესრიგში იყო აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის აღდგენისა და განვითარების ხუთწლიანი გეგმის შესახებ მოხსენების განხილვა. კამათში მონაწილეობდნენ დეპუტატები: ვ. ვეკუა, გ. პაპასქუა, ა. ბერია, პ. გრიგოლია, დ. ალანია, ი. ზარანდია, კ. კუჭავა, გალის რაიკომის თავმჯდომარე მ. ცატავა და მრეწველობის მინისტრი ი. გაბისონია.

ამით დასრულდა მეორე სხდომა[16].

მესამე (13 აგვისტოს საღამოს) სხდომა საღამოს 8 საათზე დაიწყო. სხდომაზე, გაგრძელდა კამათი აფხაზეთის ასსრ-ის ხუთწლიანი გეგმის შესახებ. კამათში გამოვიდნენ ტექნიკურ კულტურათა მინისტრი გ. ბერულავა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ა. მირცხულავა. დასასრულს უმაღლესმა საბჭომ მოისმინა სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარის დეპუტატ ვ. კალანდიას საბოლოო სიტყვა. აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის აღდგენისა და განვითარების ხუთწლიანი გეგმა 1946-1950 წლებისათვის.

კანონის დამტკიცების შემდეგ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად მიიღო შემდეგი დადგენილება: „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების წინადადებანი კაპიტალური მშენებლობისათვის დამატებით ასიგნობათა შესახებ, რაც მათ შემოიტანესთავიანთ გამოსვლებში აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე, განსახილველად გადაეცეს აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს“.

შემდეგ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო გადავიდა დღის წესრიგის მეორე საკითხის განხილვაზე — აფხაზეთის ასსრ-ის 1946 წლის ბიუჯეტის დამტკიცება და აფხაზეთის ასსრ-ის 1945 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება. დღის წესრიგის მეორე საკითხზე მოხსენება გააკეთა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრმა ს. მათითაშვილმა.

შემდეგ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მოისმინა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის დეპუტატ კ. ცეკვავას თანამოხსენება დღის წესრიგის მეორე საკითხზე — აფხაზეთის ასსრ-ის 1946 წლის ბიუჯეტის დამტკიცება და აფხაზეთის ასსრ-ის 1945 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება.

ამით დასრულდა მესამე სხდომა[16].

მეოთხე (14 აგვისტოს დილით) სხდომა დილის 11 საათზე დაიწყო. დღის წესრიგში იყო აფხაზეთის ასსრ-ის 1946 წლის ბიუჯეტის დამტკიცება და აფხაზეთის ასსრ-ის 1945 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა. კამათში მონაწილეობდნენ დეპუტატები: ნ. ბერულავა, ნ. სტროევონსი, ხ. ბღაჟბა, ი. ტანია, ჩ. ქვაჩახია, ს. მუკბა, ლ. ქურსუა და ხელოვნების სამართველოს უფროსი ი. შარია და აფხაზეთის ასსრ-ის განათლების მინისტრი ს. სიგუა.

კამათის დასასრულს დღის წესრიგის მეორე საკითხზე საბოლოო სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ასსრ-ის ფინანასთა მინისტრი ს. მათითაშვილი და საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ს. ცეკვავა. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა 1946 წლის ბიუჯეტი.

შემდეგ უმაღლესი საბჭო გადავიდა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებების დამტკიცებაზე. მოხსენებით გამოსული იყო პრეზიდიუმის მდივანი დეპუტატი მ. ხაშბა. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა პრეზიდიუმის შემდეგი დადგენილებები:

  1. აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო კომისართა საბჭოს აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოდ გარდაქმნის შესახებ.
  2. აფხაზეთის ტექნიკური კულტურების სამინისტროს შექმნის შესახებ.
  3. აფხაზეთის ასსრ-ის მიწათმოქმედების სამინისტროს ორ სამინისტროდ — აფხაზეთის ასსრ-ის მიწათმოქმედების სამინისტროდ და აფხაზეთის ასსრ-ის მეცხოველეობის სამინისტროდ გაყოფის შესახებ.
  4. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებები აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის განთავისუფლებისა და მინისტრთა განთავისუფლებისა და დანიშვნის თაობაზე, აგრეთვე აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს წევრთა განთავისუფლებისა და არჩევის შესახებ.

დასასრულს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დღის წესრიგი ამოწურულად ითვლებოდა და სხდომა დახურულად გამოაცხადა.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს I მოწვევის VIII სესია, 14 აგვისტოს დილის სხდომის დახურვისთანავე დასრულდა[17].

პრეზიდიუმის ბრძანებულებები

რედაქტირება

1946 წლის 2 დეკემბერს:

  1. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნები დაინიშნა 1947 წლის 9 თებერვალს[18].
  2. დამტკიცდა „აფხაზეთის აარ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დებულება“[19].

9 დეკემბერს:

  1. აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციის 22-ე მუხლისა და „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დებულების“ 25-ე და 26-ე მუხლების საფუძველზე შეიქმნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების 104 საარჩევნო ოლქი[20].

11 დეკემბერს:

  1. „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დებულების“ 36 და 37 მუხლების საფუძველზე — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა დაადგინა: დამტკიცებულ იქნეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მშრომელთა საზოგადოებების შემდეგი შემადგენლობით:
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე — ილარიონ კადირის ძე კაკალია;
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე — არსენ ნესტორის ძე ადამია;
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი — ვარლამ ომარის ძე მარღანია;
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები: პეტრე სპირიდონის ძე ჯაფარიძე, თამარ ალექსანდრეს ასული თოდუა, ხუხუტ სოლომონის ძე ბღაჟბა, ვერა ნიკოლოზის ასული ხარაზია, როსტომ კონსტანტინეს ძე წულუკიძე, ტერენტი პაჭვალას ძე აბუხბაია, თევდორე ივანეს ძე ველიჩკო, ოლღა დავითის ასული პაპავა, ვლადიმერ დავითის ძე ხუბულური და ელენე პორფილეს ასული ჯანჯღავა[21].

1947 წლის 16 იანვარს:

  1. ტარასი ასტამურის ძე შარია განთავისუფლდა აფხაზეთის ასსრ-ის ვაჭრობის მინისტრის თანამდებობიდან;
  2. ვლადიმერ კონსტანტინეს ძე დგებუაძე დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის ვაჭრობის მინისტრის თანამდებობაზე[22].

27 მარტს:

საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1947 წლის 18 მარტის ბრძანებულების შესაბამისად, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლეის საბჭოს პრეზიდიუმმა დაადგინა:

  1. გაერთიანდეს აფხაზეთის ასსრ-ის მიწათმოქმედების სამინისტრო, აფხაზეთის ტექნიკური კულტურების სამინისტრო და აფხაზეთის ასსრ-ის მეცხოველეობის სამინისტრო აფხაზეთსი ასსრ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროდ და დაეკისრაოს მას სოფლის მეურნეობის ყველა დარგის განვითარების ხელმძღვანებლობა;
  2. შეიქმნას მშრომელთა დეპუტატების რაიონული საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებთან სოფლის მეურნეობის განყოფილებანი, მიწათმოქმედების, მეცხოველეობისა და ტექნიკური კულტურების არსებულ განყოფილებათა ნაცვლად;
  3. გიორგი ივანეს ძე ბერულავა დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის სოფლის მეურნეობის მინისტრად[23].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Вторая сессия Верховного Совета Абхазской АССР. 4-6 авг. 1939 г. Стеногр. отчет. - Сухуми : Верховный Совет Абхаз. АССР, 1940.
  1. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №159 (257), 13 ივლისი, 1938
  2. 2.0 2.1 გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №160 (258), 14 ივლისი, 1938
  3. 3.0 3.1 გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №161 (259), 15 ივლისი, 1938
  4. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №177 (275), 4 აგვისტო, 1939
  5. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №162 (559), 17 ივლისი, 1939
  6. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №178 (573), 5 აგვისტო, 1939
  7. 7.0 7.1 გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №179 (573), 6 აგვისტო, 1939
  8. 8.0 8.1 გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №183 (610), 11 აგვისტო, 1939
  9. 9.0 9.1 გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №180 (574), 8 აგვისტო, 1939
  10. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №87 (2515), 4 მაისი, 1946
  11. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №102 (2530), 25 მაისი, 1946
  12. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №104 (2532), 28 მაისი, 1946
  13. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №122 (2550), 22 ივნისი, 1946
  14. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №152 (2580), 3 აგვისტო, 1946
  15. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №159 (2587), 13 აგვისტო, 1946
  16. 16.0 16.1 გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №160 (2588), 14 აგვისტო, 1946
  17. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №161 (2589), 15 აგვისტო, 1946
  18. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №237 (2665), 3 დეკემბერი, 1946
  19. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №239 (2667), 6 დეკემბერი, 1946
  20. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №242 (2670), 9 დეკემბერი, 1946
  21. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №247 (2675), 15 დეკემბერი, 1946
  22. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №13 (2638), 18 იანვარი, 1947
  23. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №62 (2747), 29 მარტი, 1947