ლეკი (ენა)
ლაკი ან ლეკი — ირანული ენა, ზოგჯერ განიხილება როგორც ქურთული ენის დიალექტი, ეკუთვნის ჩრდილო–დასავლურ ირანულ ენებს.[1][2] ენის მატარებლები საკუთარ თავს თვლიან არა ქურთებად, არამედ ცალკე ეთნოსად — ლეკი (არ აგერიოთ ლაკებში და ლაკურ ენაში დაღესტანში, რომლებთანაც მათ საერთო არაფერი აკავშირებთ).
ლაკი, ლეკი Lakî, lekî | |
გავრცელებულია | ირანი ერაყი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | დაახლოებით 1,5 მლნ. |
ოფიციალური სტატუსი | არ აქვს |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ოჯახი:
|
დამწერლობის სისტემა | ლათინური (არაოფიციალური) |
ენის კოდები | ISO 639-3: lki |
გავრცელებულია ცენტრალურ ზაგროსში (ირანის პროვინციები — ლურისტანი, ქირმანშაჰი, ჰამადანი, ყაზვინი და ხუზისტანი). აგრეთვე გვხვდება ერაყშიც.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლეკი. Ethnologue. Languages of the World. 2009
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქურთული ენა — ბრიტანიკა, ონლაინ ენციკლოპედია
- ↑ ლეკი. Ethnologue. Languages of the World. 2009